განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.02.2018
საქმის ნომერი
330210013362292
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
26.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№ 3302100133622-2

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

ს----------–--- სახელით

 

საქმე №2ბ/4807-15 2- თ--------–ი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე – ნატალია ნაზღაიძე

მოსამართლეები – ნათია გუჯაბიძე, ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

 

აპელანტები – გ------- მ----–--ე, ვ--–------ ტ--------ე, მ-----– ძ-----ა, ი------ ყ------–---–ი და გ------- ქ---–---–ი

წარმომადგენელი - გ------- ბ--------–---–ი, შ----- ა--------–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - რ--------- ხ----–---–ი

წარმომადგენელი - თ----- კ----ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აგვიტოს გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1. მოპასუხეებისათვის - გ------- მ----–--ის, ვ--–------ ტ--------ის, მ-----– ძ-----ას, ი------ ყ------–---–ისა და გ------- ქ---–---–ისათვის, მოსარჩელე რ--------- ხ----–---–ის სასარგებლოდ, 7-------- აშშ დოლარის დაკისრება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აგვიტოს გადაწყვეტილებით რ--------- ხ----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ი------ ყ------–---–ს, გ------- მ----–--ეს, მ-----– ძ-----ას, ვ--–------ ტ--------ეს და გ------- ქ---–---–ს, რ--------- ხ----–---–ის სასარგებლოდ, დაეკისრათ 7-------- აშშ დოლარის გადახდა.

 

3. დაეკისრათ ი------ ყ------–---–ს, მ-----– ძ-----ას, გ------- ქ---–---–ს, ვ--–------ ტ--------ეს და გ------- მ----–--ეს რ--------- ხ----–---–ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 1-72,5 ლარის, ხოლო მოპასუხეებს გ------- მ----–--ეს და ვ--–------ ტ--------ეს 1027,5 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

 

5. 2018 წლის 21 თ-------–ის განჩინებით მ-----– ძ-----ას, ი------ ყ------–---–ისა და გ------- ქ---–---–ის სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება.

 

გ------- მ----–--ისა და ვ--–------ ტ--------ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

6. აპელანტის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება, რომ 2008 წლის 6 თ--------–ს, დამფუძნებელ წევრთა კრების ოქმის საფუძველზე ამხანაგობა „მ----–-“ ვ--–------ ტ--------ეს ჩაენაცვლა გ------- ქ---–---–ი, ხოლო გ------- მ----–--ეს - ლ---- გ------ე. ანუ, 2008 წლის 6 თ-------–ის შემდეგ ვ--–------ ტ--------ეს და გ------- მ----–--ეს ამხანაგობა „მ----თან“ არანაირი სამართლებრივი ანდა ფაქტობრივი შეხება აღარ ჰქონიათ.

 

7. მოსარჩელე აღიარებს და ადასტურებს, რომ მოპასუხეების მიერ ამხანაგობიდან გასვლის მომენტისათვის არ დარღვეულა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობები. გ------- მ----–--ის და ვ--–------ ტ--------ის მიერ ამხანაგობაში წილის გასხვისებიდან გამომდინარე შემძენზე გადავიდა წილთან დაკავშირებული უფლება/მოვალეობები.

 

8. სასამართლომ არასწორად განმარტა ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 938-ე მუხლი. აღნიშნული მუხლი იმგვარად უნდა იქნეს განმარტებული, რომ ამხანაგობიდან გასული წევრი პასუხს აგებს მხოლოდ გასვლის მომენტისათვის არსებულ ვადამოსულ მოთხოვნებზე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

9. ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შ--------ი ქ---–---–იოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

11. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

12. 2007 წლის 2------------ ამხანაგობა მ----ს“ და რ--------- ხ----–---–ს შორის დაიდო ამხანაგობაში წევრად მიღების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულებით ამხანაგობა „მ----მა“ იკისრა ვალდებულება, არაუგვიანეს 2008 წლის ო-------რის ბოლოს, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაეცა მოსარჩელისათვის თბილისში, ა. ყ-------- გამზ. #3--ში, ამხანაგობა „მ----ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ასაშენებელ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში 65,71 კვ.მ ფართობის #9- საცხოვრებელი ბინა, მხარეთა მიერ შეთანხმებული და ხელშეკრულების დანართით განსაზღვრულ მდგომარეობაში.

 

12.1 მოსარჩელისათვის გადასაცემი ბინის ღირებულება განისაზღვრა 4-------- აშშ დოლარით, საიდანაც 4---- აშშ დოლარი მოსარჩელეს უნდა გადაეხადა მას შემდეგ, რაც ამხანაგობა სს „ს----------–--- ბ---ს“ წარუდგენდა ამონაწერს #9- ბინაზე და იპოთეკით დაიტვირთებოდა აღნიშნული ბინა, ხოლო დანარჩენი თანხა მოსარჩელეს უნდა გადაეხადა 2008 წლის ივლისის ბოლომდე. (ს.ფ.16-21);

 

13. 2010 წლის 2- აპრილს, მხარეებს შორის 2007 წლის 2------------ დადებულ ხელშეკრულებაში შეტანილი იქნა ცვლილებები, რომლითაც მოსარჩელემ გამოთქვა თანხმობა სს „ს----------–----------“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულიყო ამხანაგობის მიერ მოსარჩელისათვის გადასაცემი ფართი, ხოლო ამხანაგობამ იკისრა ვალდებულება დაესრულებინა მშენებლობა არსებულ ხელშეკრულებაზე და მის დამატებაზე ხელმოწერიდან არაუგვიანეს 16 თვისა, მშენებლობის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვის განმავლობაში უზრუნველეყო შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება, გაეთავისუფლებინა ხელშეკრულების საგანი ყველა იპოთეკისგან და გადაეცა მოსარჩელისათვის ხელშეკრულების საგანი ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში (ს.ფ. 121);

 

14. ამხანაგობა „მ----მა“ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შესრულება და მოსარჩელისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთის გადაცემა;

 

15 . ამხანაგობა „მ----ის“ დამფუძნებელ წევრებს 2005 წლის 2- ნ-------ის სანატარო აქტის თანახმად, წარმოადგენდნენ გ------- მ----–--ე, მ-----– ძ-----ა და ვ--–------ ტ--------ე. 2008 წლის 6 თ--------–ს ამხანაგობის წევრები ვ--–------ ტ--------ე და გ------- მ----–--ე გავიდნენ ამხანაგობიდან და მათ ნაცვლად ამხანაგობის წევრებად მიღებული იქნენ გ------- ქ---–---–ი და ლ---- გ------ე, ხოლო 2014 წლის 1- მარტის მდგომარეობით, ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები არიან მ-----– ძ-----ა, გ------- ქ---–---–ი და ი------ ყ------–---–ი (ს.ფ. 105 -110, 210, 245);

 

16. მოსარჩელის მიერ სს „ს----------–--- ბ---თან“ 2007 წლის 11 ნ-------ს დადებული საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე 2007 წლის დეკემბრიდან 2013 წლის ო-------რამდე პერიოდში გადახდილი სესხის პროცენტის ოდენობა შეადგენს 2-

3----- აშშ დოლარს (ს.ფ. 171-172);

 

17. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი გარემოება, რომ მოსარჩელემ ბინის ღირებულების ანგარიშში, სულ 7-------- აშშ დოლარი გადაიხადა (სესხის პროცენტის გათვალისწინებით);

 

18. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პრეტენზიის ფარგლებში არსებითი მნიშვნელობისაა პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვას: სადავო შემთხვევაში, რა სამართალურთიერთობასთან გვაქვს საქმე - ამხანაგობის ხელშეკრულებიდან გასვლასთან, თუ უფლებამონაცვლეობასთან?

 

1-. სამოქალაქო კოდექსის 938-ე მუხლი განსაზღვრავს ერთობლივი საქმიანობიდან ამხანაგობის წევრის გასვლის შესაძლებლობას, მისი გასვლის წესს და ასევე ამხანაგობიდან ამხანაგობის წევრის გასვლის თანმდევ შედეგებს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულება პირდაპირ არ განსაზღვრავს ერთობლივი საქმიანობის ვადას, ყოველ მონაწილეს ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ერთობლივ საქმიანობაში მონაწილეობაზე. მესამე ნაწილის შესაბამისად, ერთ-ერთი მონაწილის გასვლა იწვევს ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტას. ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს ერთ-ერთი მონაწილის გასვლას ერთობლივი საქმიანობის შეუწყვეტლად. ასეთ შემთხვევაში გამსვლელი მონაწილის წილი ნაწილდება სხვა მონაწილეებს შორის. გამსვლელ მონაწილეს წილის კომპენსაცია მიეცემა ფულადი სახით. ამასთან, მხედველობაში მიიღება გასვლის დროისათვის შეუსრულებელი გარიგებები. თუ გასვლის მომენტისათვის საერთო ქონება ვეღარ ფარავს საერთო ვალებს, გამსვლელი ვალდებულია დანარჩენ მონაწილეებს გადაუხადოს თავისი წილის შესაბამისი თანხა. გამსვლელის ვალდებულება გასვლის მომენტში არსებული კრედიტორების წინაშე უცვლელია.

 

20. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა 2008 წლის 6 თ-------–ის #1- საერთო კრების ოქმის საფუძველზე პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ დამფუძნებელ წევრებს ვ--–------ ტ--------ესა და გ------- მ----–--ეს „ჩაენაცვლა“ ახალი დამფუძნებელი წევრები გ------- ქ---–---–ი და ლ---- გ------ე.

 

21. პალატა განმარტავს, რომ წილის გასხვისების სამართლებრივი შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ ამგვარი გადაცემის შედეგად, ამხანაგობის ახალი წევრი ამხანაგობის ხელშეკრულებაში შედის ხელშეკრულების მხარედ. შემძენი შედის იმ სამართლებრივ მდგომარეობაში, რომელშიც იმყოფებოდა გამსხვისებელი. შესაბამისად, მისი სამართლებრივი მდგომარეობა არ განსხვავდება გამსხვისებლის სამართლებრივი მდგომარეობისაგან. ამხანაგობის წილი, ჩვეულებრივ, გადადის იმ შინაარსით, რომელიც მას გამსხვისებელთან გააჩნდა. მატერიალურ-სამართლებრივი უფლებამონაცვლეობის დროს ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ იღებს თავის თავზე განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში მისი წინამორბედის უფლებებსა და მოვალეობებს. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის გარემოება, რომ ვ--–------ ტ--------ესა და გ------- მ----–--ეს ამხანაგობიდან თავისი წილი არ გაუტანიათ და 2008 წლის 6 თ-------–იდან არც ამხანაგობის რაიმე საქმიანობაში ან გადაწყვეტილებების მიღებაში მიუღიათ მონაწილეობა. მოცემულ შემთხვევაში, ამხანაგობის 2008 წლის 6 თ-------–ის #1- საერთო კრების ოქმით ვ--–------ ტ--------ისა და გ------- მ----–--ის წილი მთლიანად გადაეცა რა მესამე პირებს - გ------- ქ---–---–სა და ლ---- გ------ეს, ისინი ამხანაგობაში შევიდნენ იმ სამართლებრივი მდგომარეობით და იმ უფლება-მოვალეობებით, რომელიც წილის თავდაპირველ მფლობელებს - ვ--–------ ტ--------ესა და გ------- მ----–--ეს გააჩნდათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმე გვაქვს არა სკ-ის 938-ე მუხლის შესაბამისად ამხანაგობის ხელშეკრულებიდან გასვლასთან, არამედ უფლებამონაცვლეობასთან. 2008 წლის 6 თ-------–ის #1- საერთო კრების ოქმის საფუძველზე მხანაგობის დამფუძნებელი წევრების ვ--–------ ტ--------ისა და გ------- მ----–--ის უფლებამონაცვლეები გახდნენ გ------- ქ---–---–ი და ლ---- გ------ე და მათ როგორც უფლებამონაცვლე დამფუძნებელმა წევრებმა, თავის თავზე სრულად აიღეს განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში მათი წინამორბედების უფლებები და მოვალეობები. აღნიშნული კი გამორიცხავს ვ--–------ ტ--------ისა და გ------- მ----–--ის პასუხისმგებლობას მოსარჩელის წინაშე.

 

22. პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გ------- ქ---–---–სა და ლ---- გ------ეს, როგორც ამხანაგობა „მ----ის“ დამფუძნებელ წევრებს, რ--------- ხ----–---–ის სასარგებლოდ სრულად დაეკისრათ სარჩელით მოთხოვნილი თანხა (7-------- აშშ დოლარი). ამ უკანასკნელებმა უარი თქვეს სააპელაციო საჩივარზე და გასაჩივრებული გადაწყვეტილება მათ მიმართ კანონიერ ძალაშია.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი გ------- მ----–--ისა და ვ--–------ ტ--------ის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საპროცესო ხარჯები

 

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49.1 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

დადგენილია, რომ რ--------- ხ----–---–ის მიერ სარჩელის დასაშვებობისათვის გადახდილია 3000 ლარი. დადგენილია, რომ ი------ ყ------–---–მა, მ-----– ძ-----ამ და გ------- ქ---–---–მა სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ - 4----- აშშ დოლარის ნაწილში (სასარჩელო მოთხოვნის 5----). მითითებული ნორმის საფუძველზე, რ--------- ხ----–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 1----- ლარი (3000-ის 6------), ხოლო 1------ ლარი უნდა დაეკისროთ ი------ ყ------–---–ს, მ-----– ძ-----ას და გ------- ქ---–---–ს რ--------- ხ----–---–ის სასარგებლოდ.

 

დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის ი------ ყ------–---–ის, მ-----– ძ-----ას, გ------- ქ---–---–ის, ვ--–------ ტ--------ისა და გ------- მ----–--ის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი სულ 5000 ლარის ოდენობით, მათ შორის გ------- მ----–--ისა და ვ--–------ ტ--------ის მიერ - 2--- ლარი, ხოლო ი------ ყ------–---–ის, მ-----– ძ-----ას, გ------- ქ---–---–ის მიერ - 2--- ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49.1 მუხლის საფუძველზე (სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო), ი------ ყ------–---–ს, მ-----– ძ-----ას და გ------- ქ---–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ 2015 წლის 07 ო-------ერს სს ,,ბ---ი ქ-------ს“ მეშვეობით, ამხანაგობა ,,მ----ის“ წარმომადგენლის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2--- ლარის ოდენობით.

 

ი------ ყ------–---–ის, მ-----– ძ-----ას, გ------- ქ---–---–ის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, გ------- მ----–--ისა და ვ--–------ ტ--------ის სააპელაციო საჩივრისათვის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი, მათი წილის პროპორციულად, უნდა განისაზღვროს 2000 ლარით. შესაბამისად, გ------- მ----–--ისა და ვ--–------ ტ--------ის მიერ გადახდილი 2--- ლარიდან, მათ უნდა დაუბრუნდეთ 6-- ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო 2000 ლარი უნდა დაეკისროს რ--------- ხ----–---–ს ვ--–------ ტ--------ისა და გ------- მ----–--ის სასარგებლოდ.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ------- მ----–--ის და ვ--–------ ტ--------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. შეიცვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება გ------- მ----–--ისა და ვ--–------ ტ--------ისათვის თანხის 7-------- აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. რ--------- ხ----–---–ის სარჩელი გ------- მ----–--ისა და ვ--–------ ტ--------ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

 

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტები ბაჟის განაწილების ნაწილში.

 

5. რ--------- ხ----–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2013 წლის 23 ო-------ერს სს ,,ბ---ი რ-------–--ის“ მეშვეობით გადახდილი 3000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟიდან 1----- ლარი.

 

6. ი------ ყ------–---–ს, მ-----– ძ-----ას და გ------- ქ---–---–ს რ--------- ხ----–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1------ ლარის გადახდა, სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ანგარიშში.

 

7. ი------ ყ------–---–ს, მ-----– ძ-----ას და გ------- ქ---–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეთ 2015 წლის 07 ოქტომბერს სს ,,ბ---ი ქ-------ს“ მეშვეობით, ამხანაგობა ,,მ----ის“ წარმომადგენლის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2--- ლარის ოდენობით.

 

8. გ------- მ----–--ესა და ვ--–------ ტ--------ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეთ 2016 წლის 23 თებერვალს სს ,,ს----------–----------“ მეშვეობით ნ----- ახ--–------ის მიერ გადახდილი 2--- ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟიდან 6-- ლარი.

 

9. რ--------- ხ----–---–ს ვ--–------ ტ--------ისა და გ------- მ----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 2000 ლარის გადახდა, სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ანგარიშში.

 

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

თავმჯდომარე ნატალია ნაზღაიძე

მოსამართლეები ნათია გუჯაბიძე ქეთევან მესხიშვილი