განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210115761847
საქმე №2ბ/2954-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 იანვარი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
ხათუნა არევაძე
სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი
აპელანტი - ნ-------------–---–-
წარმომადგენლები- ლ--–-------–---–-, რ----------–---–---
მოწინააღმდეგე მხარეები - ი------------–---, თ--------------–---
წარმომადგენელი - ლ------------–-–---–-
თავდაპირველი მოპასუხეები - გ------------------, მ-----–----–-–---–-, მ--------------–-–---–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ნ-------------–---–-ს ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ი------------–---- და თ--------------–---- სარჩელი გ-------------------, მ-----–----–-–---–-ს, მ--------------–-–---–-ს და ნ-------------–---–-ს მიმართ დაკმაყოფილდა: გ------------------ს, მ-----–----–-–---–-, მ--------------–-–---–- და ნ-------------–---–ს ი------------–---- და თ--------------–---- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი სარემონტო სამუშაოების ღირებულების - 48 755.91 ლარის გადახდა. გ------------------ს, მ-----–----–-–---–-, მ--------------–-–---–- და ნ-------------–---–ს ი------------–---- და თ--------------–---- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ გადაუხდელი ბინის ქირის - 10 780 აშშ დოლარის ექვივალენტი 24 025 ლარის გადახდა. გ------------------ს, მ-----–----–-–---–-, მ--------------–-–---–- და ნ-------------–---–ს ი------------–---- და თ--------------–---- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ პირგასამტეხლოს 1569 აშშ დოლარის ექვივალენტი 3496 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებულ ნაწილში
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მხარეთა შორის, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე, უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.2. 2007 წლის 29 მარტს, ი------------–---ს, თ--------------–---ს, გ------------------ს, მ-----–----–-–---–-, მ--------------–-–---–-ა და ნ-------------–---–ს შორის შეთანხმებით დაფუძნდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ს------------–-------–----------“. ხელშეკრულების მიხედვით, ი------------–--- და თ--------------–--- წარმოადგენენ ამხანაგობის მესაკუთრე წევრებს, რომელთაც შენატანი განახორციელეს უძრავი ქონების სახით, ხოლო ამხანაგობის წევრებმა: გ------------------მ, მ-----–----–-–---–--, მ--------------–-–---–-- და ნ-------------–---–მა შენატანი განახორციელეს მომსახურების გაწევით.
2.3. 2007 წლის 29 მარტის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ს------------–-------–----------ს“ დაფუძნების სანოტარო აქტით ი------------–---მ შენატანი განახორციელა უძრავი ქონების სახით, კერძოდ მისი და სახლთმფლობელების თანამესაკუთრეთა საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან 672.00 კვ.მ-დან ი------------–---- კუთვნილი შენობა ნაგებობა ლიტ. „ა“-დან საცხოვრებელი ფართობი 13 კვ.მ, დამხმარე ფართი 2 კვ.მ მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად საკადასტრო კოდით 0--------------. მისამართი ქ.თბილისი, ს---------------------, რითაც ამ უკანასკნელმა ვალდებულება შეასრულა. 2007 წლის 29 მარტის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ს------------–-------–----------“-ს დაფუძნების სანოტარო აქტით თ--------------–---მ შენატანი განახორციელა უძრავი ქონების სახით, კერძოდ, მისი და სახლთმფლობელების თანამესაკუთრეთა საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან 672.00 კვ.მ-დან თ--------------–---- კუთვნილი შენობა ნაგებობა ლიტ. „ბ“-დან მისი კუთვნილი 1/3 ნაწილი მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად საკადასტრო კოდით 0--------------. მისამართი ქ.თბილისი, ს---------------------, რითაც ამ უკანასკნელმა ვალდებულება შეასრულა.
2.4. 2007 წლის 29 მარტის ხელშეკრულების თანახმად, ამხანაგობის წევრთა - გ-------------------, მ-----–----–-–---–-ს, მ--------------–-–---–-ს და ნ-------------–---–-ს შენატანს წარმოადგენს ვალდებულების ერთობლიობა: სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადება, მშენებლობისათვის საჭირო ყველა ნებართვის მიღება, მშენებლობის დაფინანსება ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, სამშენებლო ნებართვის მიღებიდან 30 თვეში ამხანაგობის მიერ საცხოვრებელი სახლის სრულად დამთავრება, გალესვა, დახურვა, შემინვა, ლიფტი, გარე კომუნიკაციები. მშენებლობის დაწყების თარიღად კი განისაზღვრა 2008 წლის 18 ივნისი.
2.5. ი------------–---ს და თ--------------–---ს უნდა მიეღოთ საცხოვრებელი ფართი 110 კვ.მ. პირველ ან მეორე საცხოვრებელ სართულზე და 20 კვ.მ კომერციული ფართი საშუალო რემონტით, ბინის ქირა ყოველთვიურად 250 (ორას ორმცოდაათი) აშშ დოლარის ოდენობით და ერთი ადგილი ავტოპარკინგში.
2.6. იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის წევრები, გ------------------, მ-----–----–-–---–-, მ--------------–-–---–- და ნ-------------–---–- ვერ უზრუნველყოფენ მშენებლობის დამთავრებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, მათ მესაკუთრის სასარგებლოდ დაეკისრებათ ჯარიმა გადასაცემი ბინების საბაზრო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით ყოველთვიურად.
2.7. ი------------–---- და თ--------------–---- კუთვნილ საცხოვრებელ ფართში და 20 კვ.მ კომერციული ფართში ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 48 755.91 ლარს.
2.8. 2008 წლის 18 თებერვლის წილის დათმობის ხელშეკრულების თანახმად, ნ-------------–---–მა ი-------–--------- დაუთმო მისი კუთვნილი წილის უფლება ამხანაგობა ,,ს------------–-------–----------”-ში.
2.9. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ს------------–-------–----------”-ს დამფუძნებელთა 2012 წლის 25 დეკემბრის კრების ოქმში მითითებულია, რომ გ------------------, მ--------------–-–---–- და ნ-------------–---–- გავიდნენ ამხანაგობიდან.
2.10. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ს------------–-------–----------”-ს დაფუძნების შესახებ ხელშეკრულების მე-9 მუხლის თანახმად, თითოეულ დამფუძნებელს უფლება აქვს გავიდეს ამხანაგობიდან, ერთ-ერთი მონაწილის გასვლა ამხანაგობიდან არ გამოიწვევს ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტას. ამხანაგობიდან გასვლის მსურველმა წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ამხანაგობის თავმჯდომარეს. გადაწყვეტილება წევრის ამხანაგობიდან გასვლის შესახებ მიღებული უნდა იყოს განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 45 დღის განმავლობაში. ამხანაგობის თითოეულ წევრს უფლება აქვს სხვა წევრების წერილობითი თანხმობის გარეშე გაასხვისოს თავისი კუთვნილი წილი ან წილის ნაწილი. აღნიშნული ვრცელდება ამხანაგობიდან გასვლის შემთხვევაშიც, როდესაც ამხანაგობიდან გასვლის მსურველი წერილობითი განცხადებით მიმართავს ამხანაგობას გადაწყვეტილების მისაღებად (ხელშეკრულების მე-11 მუხლი).
საქმეში წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებით ვერ დადასტურდა, რომ ნ-------------–---–მა 2008 წლის 18 თებერვლის წილის დათმობის ხელშეკრულებით ი-------–--------- კუთვნილ წილთან ერთად გადასცა ამხანაგობის დაფუძნების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად. ამასთან, შესაბამისი მტკიცებულებით არ არის დადასტურებული ის გარემოება, რაც გ------------------- და მ-----–----–-–---–-ს, როგორც ამხანაგობის წევრების მიერ ამხანაგობის მესაკუთრე წევრთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებების გათავისუფლების საფუძველი შეიძლება ყოფილიყო. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ გ------------------ ამხანაგობიდან გავიდა დაფუძნების ხელშეკრულების მე-9 მუხლის წესების დაცვით.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.11. მხარეთა შორის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა. 2007 წლის 29 მარტს, ი------------–---ს და თ--------------–---ს, გ------------------ს, მ-----–----–-–---–-, მ--------------–-–---–-, ნ-------------–---–ს შორის შეთანხმებით დაფუძნდა ინდივიდუალური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს------------–-------–----------“, რომლის თანახმადაც მოსარჩელე მხარეს, ი------------–---ს და თ--------------–---ს (ამხანაგობის მესაკუთრე წევრები) ამხანაგობაში შენატანი უნდა განეხორციელებინა უძრავი ქონების სახით, კერძოდ, მისი და სახლთმფლობელების თანამესაკუთრეთა საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან 672.00 კვ.მ-დან ი------------–---- კუთვნილი შენობა ნაგებობა ლიტ. „ა“-დან საცხოვრებელი ფართობი 13 კვ.მ, დამხმარე ფართი 2 კვ.მ მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად საკადასტრო კოდით 0--------------, ხოლო თ--------------–---- შენატანი წარმოადგენდა მისი და სახლთმფლობელების თანამესაკუთრეთა საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან 672.00 კვ.მ-დან შენობა - ნაგებობა ლიტ. „ბ“-დან მისი კუთვნილი 1/3 ნაწილი მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად საკადასტრო კოდით 0--------------. მოსარჩელეებმა ამხანაგობაში შენატანი განახორციელეს, რითაც თავისი ვალდებულება ამხანაგობის წევრთა წინაშე შეასრულეს.
ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულებით ამხანაგობის მონაწილეთა შეთანხმება და ერთიანობის გამოვლენა ხდება საერთო მიზნის მისაღწევად. ასეთი ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელია, რომ მისი მხარეები საერთო მიზნის მისაღწევად ერთიანდებიან საერთო საშუალებებით. ამხანაგობის ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული ერთობლივი საქმიანობის განხორციელება დაკავში-რებულია თითოეული მონაწილის მიერ ნაკისრი დავალების კეთილსინდისიერი შესრულებით და შესაბამისად, აღნიშნულზე კონტროლის გაწევის უფლება მონაწი-ლეთა შორის თავისთავად წარმოშობს ურთიერთმოთხოვნებს ამხანაგობის ხელშეკ-რულების თავისებურებიდან გამომდინარე, რაც მონაწილეთა პიროვნულ მონაცე-მებთან არის დაკავშირებული.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის 2007 წლის 29 მარტს გაფორმებული ხელ-შეკრულებით მოსარჩელეთა მხრიდან უძრავი ქონების გადაცემის სანაცვლოდ ამხანაგობა ვალდებული იყო გადაეცა ასაშენებელ საცხოვრებელ სახლში აშენებული ფართის შეთანხმებული წილი. მესაკუთრისათვის აღნიშნული ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენდა არა ერთობლივი საქმიანობის განხორციელება, არამედ უძრავი ქონების გადაცემის სანაცვლოდ აშენებულ საცხოვრებელ სახლში ფართის მიღება. ამხანაგობა ვალდებული იყო, რომ მშენებელობის ნებართვის მიღებიდან 30 თვის ვადაში აეშენებინა საცხოვრებელი სახლი და ფართის ნაწილი გადაეცა მესაკუთ-რისათვის და ანაზღაურების სახით წინასწარ მიეღო უძრავი ქონება.
სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხეების გ-------------------, მ-----–----–-–---–-სა და ნ-------------–---–-ს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი არ წარმოადგენენ სათანადო მოპასუხეებს და ვალდებულ პირებს. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხე მ--------------–-–---–-ს პოზიცია სარჩელთან მიმართებით უცნობია. სასამართლომ განმარტა, რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობის დაფუძნების ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის, ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებს და შესაბამისად, ერთმანეთის მიმართ ურთიერთვალდებულ პირებს წარმოადგენენ მხარეები.
მოპასუხე ნ-------------–---–-ს მითითებით, მან 2008 წლის 18 თებერვლის ხელშეკრულებით დათმო თავისი წილი ამხანაგობაში ი-------–--------- სასარგებლოდ. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 936-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, ერთობლივი საქმიანობის მონაწილეთა ის მოთხოვნები ერთმანეთის მიმართ, რომლებიც გამომდინარეობს ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებიდან, არ შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს. საქმეზე წარმოდგენილი 2008 წლის 18 თებერვლის წილის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულებით, წილის უფლების ღირებულება შეადგენს 20 000 ლარს. ამავე ხელშეკრულებით წილის უფლების დამთმობი ვალდებულია ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებისთანავე გადასცეს წილის უფლებაზე მისი საკუთრების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი წილის უფლების მიმღებს. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამხანაგობა, უპირველეს ყოვლისა, პირთა გაერთიანებაა და იგი წარმოადგენს პირადი ხასიათის ხელშეკრულებას. შესაბამისად, აუცილებელია დადასტურდეს დაფუძნების ხელშეკრულებით ნ-------------–---–-ს მიერ მესაკუთრე წევრების მიმართ ნაკისრი ვალდებულებების გადაცემა წილის უფლების დათმობის ხელშეკრულებით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
მოპასუხე გ------------------მ კი, სარჩელი არ ცნო იმ გარემოებაზე მითითებით, რომ იგი გავიდა ამხანაგობიდან და არ უნდა დაეკისროს მოსარჩელეების მიმართ ვალდებულება. შესაბამისად, დასადგენია ის გარემოება გავიდა თუ არა გ------------------ ამხანაგობიდან ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით, უნდა განთავისუფლდეს თუ არა იგი ვალდებულების შესრულებისაგან.
სამოქალაქო კოდექსის 938-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მონაწილეთა შეთანხმებით განსაზღვრულია ერთობლივი საქმიანობის ვადა, ხელშეკრულებიდან გასვლა დაიშვება მხოლოდ პატივსადები მიზეზების არსებობისას.
მოცემულ შემთხვევაში, 2007 წლის 29 მარტის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ს------------–-------–----------”-ს დაფუძნების შესახებ ხელშეკრულების მე-9 მუხლით განისაზღვრა ამხანაგობიდან გასვლის წესი. თითოეულ დამფუძნებელ უფლება აქვს გავიდეს ამხანაგობიდან. ერთ-ერთი მონაწილის გასვლა ამხანაგობიდან არ გამოიწვევს ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტას. ამხანაგობის გასვლის მსურველმა წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ამხანაგობის თავმჯდომარეს. გადაწყვეტილება წევრის ამხანაგობიდან გასვლის შესახებ მიღებული უნდა იყოს განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 45 დღის განმავლობაში.
მოპასუხე გ------------------მ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ იგი ამხანაგობიდან გავიდა 2007 წლის 29 მარტის ინდივიდუალური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს------------–-------–---------“-ს დაფუძნების სანო-ტარო აქტის მე-9 მუხლის წესების დაცვით, საქმეში არ არის წარმოდგენილი ამის დამადასტურებელი მტკიცებულება. ამხანაგობის 2012 წლის 25 დეკემბრის დამ-ფუძნებელთა საერთო კრების ოქმით დასტურდება ის, რომ გ------------------- მიერ ნაკისრი ვალდებულებები არავის არ გადასცემია და ამ უკანასკნელს თავისი ვალდებულებები არ შეუსრულებია. ამდენად, უსაფუძვლოა გ------------------- მოსაზრება, რომ იგი ამხანაგობის დამფუძნებელ წევრს არ წარმოადგენს (ამხანა-გობიდან გასვლის გამო) და მას არ ეკისრება ი------------–---- და თ--------------–---- თანხის გადახდის ვალდებულება.
უსაფუძვლოა, ასევე მოპასუხე მ-----–----–-–---–-ს მითითება იმასთან დაკავში-რებით, რომ რადგანაც იგი იმყოფებოდა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული, მონაწილეობა არ მიუღია არც საცხოვრებელი სახლის აშენებაში და არც მისი წილის შესაბამისი სარგებელი მიუღია. დამფუძნებელი წვერების მიერ ამხანაგობის დაფუძნებით განაწილდა ის უფლება-მოვალეობანი, რაც ამხანაგობის მესაკუთრე წევრებს და ამხანაგობის წევრებს ერთმანეთის მიმართ გააჩნდა. საქმეზე არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მ-----–----–-–---–-ს, როგორც ამხანაგობის წევრის მოსარჩელეთა მიმართ ნაკისრი ვალდებულებების გათავისუფლების საფუძვლად შეიძლება იქნეს მიჩნეული. ის გარემოება, რომ იგი იმყოფებოდა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, არ ათავისუფლებს მ-----–----–-–---–- ვალდებულებათა შესრულებისაგან. მით უფრო არ არის ცნობილი რა ვადით და რა პერიოდში იხდიდა იგი სასჯელს.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
სამოქალაქო კოდექსის 937-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
ზემოთ დასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ ამხანაგობის წევრთა პასუხიმგებლობა მესამე პირების წინაშე სოლიდარულია და ეს პასუხიმგებლობა უნდა დაეკისროს მოპასუხეებს სოლიდარულად.
დადგენილია, რომ ი------------–---- და თ--------------–---- კუთვნილ საცხოვრებელ ფართში და 20 კვ.მ კომერციული ფართში ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 48 755.91 ლარს.
2007 წლის 29 მარტის ინდივიდუალური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს------------–-------–----------“-ს დაფუძნების შესახებ ხელშეკრულებით უპირობოდ არის დადგენილი, რომ მოსარჩელეებს ი------------–---სა და თ--------------–---ს უნდა მიეღოთ ბინის ქირა ყოველთვიურად 250 (ორას ორმოცდაათი) აშშ დოლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულებით მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულების შეუსრუ-ლებლობისათვის გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო გადასაცემი ბინების საბაზრო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველთვიურად.
აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელეების ი------------–---- და თ--------------–---- მოთხოვნა მოპასუხეები-სათვის სარემონტო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულების 48 755,91 ლარის, გადაუხდელი ბინის ქირის (ყოველთვიურად 250 (ორას ორმოცდაათი) აშშ დოლარის ოდენობით) 10 780 აშშ დოლარის ეკვივალენტი 24 025 ლარისა და დარიცხული ჯარიმის სახით, 2013 წლის 10 ოქტომბრიდან 2015 წლის 1 მარტამდე - 1569 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის 3496 ლარის სოლიდარულად დაკისრების შესახებ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ნ-------------–---–მა ვერ დაადასტურა სათანადო მტკიცებულებებით, რომ მან 2008 წლის 18 თებრვლის წილის დათმობის შესახებ ხელშეკრულებით, ი-------–--------- კუთვნილ წილთან ერთად გადასცა ამხანაგობის დაფუძნების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად. ი-------–----------- მოთხოვნები და უფლებები გადავიდა ისეთსავე მდგომარეობაში, როგორიც ისინი ნ-------------–---–-ს ხელში იყო. სამოქალაქო ურთიერთობის სუბიექტებისათვის უფლების არსებობა ამავე დროს მოვალეობის შესრულების პრეზუმფციაცაა. უფლებები და ვალდებულებები განიხილება, როგორც ერთიანი ინსტიტუტი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. დადგენილია, რომ ნ-------------–---–მა 2008 წლის 18 თებერვლის ხელშეკრულებით, ი-------–--------- მიჰყიდა თავისი წილი ამხანაგობაში. უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულებით, წილის უფლების ღირებულება შეადგენს 20 000 ლარს. შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილებით, მსჯელობის საგანს წარმოადგენს არის თუ არა ნ-------------–---–- ამხანაგობა - „ს------------–-------–-----------“ მიერ ნაკისრი მოვალეობის შესრულებაზე ვალდებული პირი.
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის დათმობის საშუალებებია, მხარეთა მიერ თავისუფლების საწყისებზე გამოვლენილი ნების საფუძველზე მიღწეული შეთანხმება - გარიგება, კანონი, სასამართლოს ან კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილება (სამოქალაქო კოდექის 198-ე და 207-ე მუხლები).
სამოქალაქო კოდექსის 498-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნივთის ნასყიდობის მომწესრიგებელი წესები შესაბამისად გამოიყენება უფლების ან სხვა ქონების ნასყიდობის მიმართაც.
სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლი ითვალისწინებს ისეთი მოთხოვნის დათმობას, რომლის გადაცემაც შესაძლებელია. სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლი შეიცავს მოთხოვნის გადაცემის შემზღუდველ შემდეგ პირობებს: 1. კანონით აკრძალული მოთხოვნის დათმობა; 2. მოთხოვნის დათმობის შეუძლებლობა, როდესაც მოთხოვნა არ ექვემდებარება დაგირავებას; 3. მოთხოვნის დათმობის დაუშვებლობა, როდესაც იგი ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს; 4. კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმება მოთხოვნის დათმობის გამორიცხვის შესახებ. დასახელებული ნორმები იმპერატიული ხასიათისაა და მათი სხვაგვარი განმარტების შესაძლებლობას არ იძლევა.
პალატა სამოქალაქო კოდექსის 198-ე და 199-ე მუხლების ანალიზის საფუძველზე ასკვნის, რომ უფლებამონაცვლეობა ესაა უფლებებისა და მოვალეობების ერთი სუბიექტიდან მეორეზე გადასვლა, უფლებამონაცვლის მიერ წინამორბედი სუბიექტის სამართლებრივი მდგომარეობის იმ მოცულობით დაკავება, როგორც ეს უფლების თავდაპირველ მფლობელთან იყო. მოთხოვნის დათმობით არ ხდება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა. არ იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს. მოთხოვნა ისეთივე მდგომარეობაში გადადის ახალ კრედიტორზე, როგორშიც იგი იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში უფლებამონაცვლისათვის მოთხოვნის დათმობამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა. მოთხოვნის დათმობის შედეგად მოთხოვნა ან უფლება საკუთრებად გადაეცემა სხვა პირს და შესაბამისად, ის სამართლებრივი შედეგები რაც დათმობილ მოთხოვნას ახლავს თან უფლებამონაცვლისათვის წარმოიშვება.
ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის მიღებას წინ უსწრებდა აპელანტის მხრიდან მისი წილის გასხვისება. მშენებლობის სანებართვო მოწმობა და ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გამოიცა 2008 წლის 10 ივნისს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ-------------–---–მა 2008 წლის 18 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა რა ქონება და დათმო კუთვნილი წილი ამხანაგობაში, აღნიშნული გულისხმობს მყიდველისათვის როგორც აქტივის (მოთხოვნის უფლებას), ასევე, პასივის (ქონებრივ პასუხისმგებლობას, მაგალითად მესამე პირების მიმართ) გადაცემას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ-------------–---–- არ წარმოადგენს ამხანაგობის ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირს, რის გამოც, სარჩელი აღნიშნულ ნაწილში უსაფუძვლოა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ნ-------------–---–-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ნ-------------–---–-ს ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ-------------–---–-ს სააპელაციო საჩივარი ი------------–---სა და თ--------------–---ს ნ-------------–---–-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 763 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ნ-------------–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება ნ-------------–---–-სათვის პასუხისმგებლობის დაკისრების ნაწილში.
3. ი------------–----ა და თ--------------–---- სარჩელი ნ-------------–---–-ს მიმართ არ დაკმაყოფილდეს.
4. ი------------–---სა და თ--------------–---ს ნ-------------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 763 ლარის ოდენობით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები ხათუნა არევაძე
თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი