ერთობლივი საქმიანობის მონაწილეთა ის მოთხოვნები ერთმანეთის მიმართ, რომლებიც გამომდინარეობს ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებიდან, არ შეიძლება გადაეცეს სხვა პირებ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 936. მონაწილეთა ურთიერთმოთხოვნების გადაცემის დაუშვებლობა მესამე პირისათვის
სამოქალაქო კოდექსის 936-ე მუხლი · სკ 936
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-827-2022
სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 936-ე მუხლი, რომლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის მონაწილეთა ის მოთხოვნები ერთმანეთის მიმართ, რომლებიც გამომდინარეობს ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებიდან, არ შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს.
- საქმე №ას-397-2021
სააპელაციო სასამართლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 936-ე, 933-ე მუხლები და განმარტა, რომ ამხანაგობის გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლებელია ასახული იყოს კრების ოქმით, წარმოადგენს ამხანაგობაში მონაწილე მხარეთა ნების გამოხატულებას, იგი წარმოადგენს გარიგებას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს მონაწილეთა ნამდვილ ნებას.
- საქმე №ას-879-2018
სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 201-ე, 327-ე, 369-ე, 199-ე, 477-ე, 361-ე, 936-ე, 937-ე, 933-ე და 976-ე მუხლები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 106-ე და 266-ე მუხლები გამოიყენა.
- საქმე №ას-951-887-2017
კანონის იმპერატიული ნების, მათ შორის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების საწინააღმდეგო მოქმედება ვერ იქნება გამართლებული ზოგადსამართლებრივი ნორმებით (მაგ: სკ-ის 935-ე, 936-ე და 937-ე მუხლები). 1.2. ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა წინამდებარე განჩინების მიმართ: საკასაციო სასამართლოს…
- საქმე №ას-762-730-2016
აპელანტი, სსკ-ის 936-ე მუხლზე მითითებით, განმარტავს, რომ ერთობლივი საქმიანობის მონაწილეთა ურთიერთმოთხოვნები, რომლებიც გამომდინარეობს ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებიდან, არ შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს.
- საქმე №ას-615-578-2011
- საქმე №330210013244866
- საქმე №330210016001221828
- საქმე №330210115761847
- საქმე №330210013309994
- საქმე №330210018002421706
მეზობელი მუხლები
- მუხლი 930. ცნება
- მუხლი 931. ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების ფორმა
- მუხლი 932. შესატანის შეტანის ვალდებულება
- მუხლი 933. მესამე პირისათვის წილის გადაცემის დაუშვებლობა
- მუხლი 934. საქმეების ერთობლივად გაძღოლის ვალდებულება
- მუხლი 935. შემოსავლების განაწილების წესი
- მუხლი 937. მონაწილეთა სოლიდარული პასუხისმგებლობა
- მუხლი 938. უარი ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებაზე
- მუხლი 939. ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები
- მუხლი 940. ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის წესი
- მუხლი 941. ცნება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 936, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-936/