მუხლი 933. მესამე პირისათვის წილის გადაცემის დაუშვებლობა
1. წილი ქონების ან უფლების სახით არ შეიძლება გადაეცეს მესამე პირს ხელშეკრულების სხვა მონაწილეთა თანხმობის გარეშე. უარი თანხმობაზე დაიშვება მხოლოდ პატივსადები მიზეზის არსებობისას.
2. ხელშეკრულების დანარჩენ მონაწილეებს აქვთ მესამე პირისათვის გადასაცემი წილის უპირატესი შესყიდვის უფლებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(30)
საქმე №ას-185-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2023
…საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს: 4.1. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1, 317.1, 327.1, 361.2, 521-ე, 523-ე, 930-ე, 933-ე, 59-ე მუხლებით. პალატის მითითებით, 12.02.2009 წლის იბა „ა...“-ის წევრთა კრების ოქმით ამხანაგობაში შპს „ა...“-ის კუთვნილი სავაჭრო-საოფისე ფართი №19-დან 127 კვ.მ და…
საქმე №ბს-397(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
…საფუძველზე, სასამართლომ მიუთითა, რომ 2009 წლის 7 აგვისტომდე მდგომარეობით, დღგ-ს გადახდისაგან თავისუფლდებოდა ამხანაგობის წილის გასხვისება, კონკრეტულ ფართში განპიროვნების მიუხედავად. სასამართლომ მიუთითა სკ-ის 930-ე, 932-ე, 933-ე მუხლებზე, ასევე საკასაციო სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად ამხანაგობის წილი არ არის აბსტრაქტული ცნება და შეიძლება გამოხატული იყოს კონკრეტული ქონებით,…
საქმე №ას-1286-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2023
…ვალდებულების შესრულებაზე შეთანხმება, ამავე შესრულებაზე ამხანაგობის წევრები სოლიდარულად იქნებიან პასუხისმგებელნი. 18. ამასთან, კანონმდებლობა აწესრიგებს ამხანაგობის მიერ მესამე პირებთან ხელშეკრულების დადების წესსაც, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 933-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წილი ქონების ან უფლების სახით არ შეიძლება გადაეცეს მესამე პირს ხელშეკრულების სხვა მონაწილეთა თანხმობის…
საქმე №ას-397-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2022
…327.1 მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის მოპასუხეთათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი. 11. სააპელაციო სასამართლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 936-ე, 933-ე მუხლები და განმარტა, რომ ამხანაგობის გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლებელია ასახული იყოს კრების ოქმით, წარმოადგენს ამხანაგობაში მონაწილე მხარეთა ნების…
საქმე №ას-900-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2022
…პასუხისმგებელი წევრი ვერ იქნება ამხანაგობის ის წევრი, რომელიც ე.წ. „დამფუძნებელი“ წევრი არაა და რომელსაც ამხანაგობის მიერ საერთო-სამეურნეო მიზნის მიღწევაზე პასუხისმგბელობა არ უკისრია. 5.2.10. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია სამოქალაქო კოდექსის 933-ე მუხლსაც, რომლის თანახმად, წილი ქონების ან უფლების სახით არ შეიძლება გადაეცეს მესამე პირს ხელშეკრულების სხვა მონაწილეთა თანხმობის გარეშე. უარი…
საქმე №ას-879-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2019