განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.03.2018
საქმის ნომერი
100210017001966269
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
13.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100210017001966269

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-1016-2017 23 იანვარი, 2018 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

აპელანტი - ი--- ბ-------–---–ი, ბ---- ა------–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე - ვ-–- გ--–-–---–ი

მხარდამჭერი - ი-----–--- ნ------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ნაწილობრივ, გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ვ-–- გ--–-–---–ის სარჩელი ბ---- ა------–---–ის, მ--- რ-------ის და ი--- ბ-------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს დაევალათ ვ-–- გ--–-–---–ისათვის უძრავი ქონების ს/კ 3------------------ განთავისუფლებულ მდგომარეობაში (გამოსახლება) ჩაბარება. ბ---- ა------–---–ის და ი--- ბ-------–---–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ვ-–- გ--–-–---–ს ბ---- ა------–---–ის და ი--- ბ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 350 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. რაონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. მოსარჩელე - ვ-–- გ--–-–---–ი რეგისტრირებულია ქალაქ ჭიათურაში, მ--------- ქ.№--- ი. მოპასუხეები - ბ---- ა------–---–ი და ი--- ბართაშვილი არიან ცოლ-ქმარი. მოპასუხე - მ--- რ-------ე არის ი--- ბართაშვილის და. ი--- ბ-------–---–ი და ბ---- ა------–---–ი არინ აღრიცხული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. ვ-–- გ--–-–---–ი პენსიონერია მნიშვნელოვნად გამოხატული ფორმით და იღებს პენსიას. 2.2. მოპასუხეები - ბ---- ა------–---–ი და ი--- ბ-------–---–ი, 2009 წლიდან ცხოვრობდნენ მოსარჩელე - ვ-–- გ--–-–---–ის საცხოვრებელ ბინაში. მხარეთა განმარტებით, ვ-–- გ--–-–---–ის ფიზიკური ნაკლიდან გამომდინარე იგი საჭიროებდა მოვლა-პატრონობას. ორივე მხარის განმარტებით, მოსარჩელე - ვ-–- გ--–-–---–სა და მოპასუხეებს - ბ---- ა------–---–ს და ი--- ბ-------–---–ს შორის არსებობდა სიტყვიერი შეთანხმება, რომლის თანახმადაც მოპასუხეები უზრუნველყოფდნენ ვ-–- გ--–-–---–ის და მისი აწ გარდაცვლილი მეუღლის მოვლა-პატრონობას, რის სანაცვლოდაც ბ---- ა------–---–ი და ი--- ბ-------–---–ი მიიღებდნენ ვ-–- გ--–-–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. მხარეთა განმარტებით აღნიშნული შეთანხმება არსებობდა ზეპირი გარიგების ფორმით, ხოლო წერილობითი დოკუმენტი აღნიშნულის ირგვლივ არ შედგენილა. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილებით ვ-–- გ--–-–---–ის სარჩელი მოპასუხეების: ბ---- ა------–---–ის, ი--- ბ-------–---–ის და მ--- ბ-------–---–ის მიმართ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი 2014 წლის 10 ნოემბრის რწმუნებულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №1--------), 2014 წლის 18 ნოემბრის უძრავი ნივთის (საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ჭიათურაში, ჩ------ის ქ.№---ში სართული III, ბინა №8 ფართით - 42.20 კვ.მ. საკადასტრო კოდი - 3------------------). ნასყიდობის ხელშეკრულება და მის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის №8-------------- ჩანაწერი (გადაწყვეტილება). 2.3. საჯარო რეესტრის ამონაწერით ჭიათურა ჩ------ის ქ.N---ში მდებარე უძრავ ქონებაზე ს.კ. 3------------------ მესაკუთრედ აღრიცხულია ვ-–- გ--–-–---–ი დადგენილია, რომ აღნიშნულ უძრავ ქონებას ამჟამად ფლობს მოპასუხეები ბ---- ა------–---–ი, ი--- ბ-------–---–ი, მ--- ბ-------–---–ი. სადაო უძრავი ქონების ფლობის აღნიშნული ფაქტი დაადასტურა მოპასუხემაც. 2.4. სადაო ბინაში განხორციელდა გარკვეული სამუშაოები. მხარეები არ დაობენ იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელეების მიერ იქნა შეცვლილი შესასვლელი კარი, რისი ღირებულებაც წარმოდგენილი ცნობის მიხედვით არის 350 ლარი. მოსარჩელეების მიერ ვერ იქნა დასაბუთებული და შესაბამისი მტკიცებულებით დადასტურებული ფაქტები სხვა სასარჩელო მოთხოვნის შინაარსის შესაბამისად მათ მიერ გაღებულ ხარჯებთან დაკავშირებით მათ შორის დაკრძალვის ხარჯების შესახებ და ბინის რემონტის თაობაზე, ასევე ვერ იქნა დადასტურებული გარემოებები მკურნალობის ხარჯების გაღების შესახებაც. მოწმეების ზ---- ლ---------–---–ის და ნ-------ი ც---–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ ქელეხი გადახდილი იქნა, თუმცა ტრადიციისამებრ გარკვეული შენატანი გაიღეს გარდაცვლილის ნათესავებმა და მეზობლებმა. გარდა ამისა დადგენილია, რომ როგორც მოსარჩელე ვ-–- გ--–-–---–ს გააჩნდათ გარკვეული შემოსავალი პენსიის სახით. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. საჯარო რეესტრის ამონაწერით ჭიათურა ჩ------ის ქN---ში მდებარე უძრავ ქონებაზე ს.კ. 3------------------ მესაკუთრედ აღრიცხულია ვ-–- გ--–-–---–ი დადგენილია, რომ აღნიშნულ უძრავ ქონებას ამჟამად ფლობს მოპასუხეები ბ---- ა------–---–ი, ი--- ბ-------–---–ი, მ--- რ-------ე. სადაო უძრავი ქონების ფლობის აღნიშნული ფაქტი დაადასტურა მოპასუხემაც. 2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამი პირობის არსებობაა აუცილებელი იმისთვის, რომ მოსარჩელემ მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ ამ სამივე პირობის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში შეიძლება მოპასუხისათვის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის დაკისრება. სადავო შემთხვევაში სამივე პირობა სახეზეა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, თუ ხდება უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის შესაბამისად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. სადაო ნივთის სამართლებრივი მდგომარეობა დგინდება საჯარო რეესტრიდან. 2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 941-ე მუხლის შესაბამისად პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი), მოვალეა გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 942-ე მუხლის შესაბამისად ”სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. უძრავი ქონების გადაცემის შემთხვევაში ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.” მხარეთა შორის არსებობდა სიტყვიერი შეთანხმება სამისდღეშიო რჩენის შესახებ, თუმცა მოცემული შეთახმება გარიგების ფორმით არ დაფიქსირებულა. მხარეთა ნება აღნიშნული შეთანხმების ირგვლივ დაფიქსირებული იქნა არასწორად კერძოდ, მხართა შორის გაფორმდა არა სამისდღესშიო რჩენა არამედ ნასყიდობის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე და 327-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა. მხარეებმა წერილობით გამოავლინეს ნება იმ გარიგების დადებასთან დაკავშირებით, რომელიც სინამდვილეში მათ შორის არ დადებულა, ე.ი. მხარეებმა წერილობითი გამოვლენილი ნებით დაფარეს სხვა გარიგება. ეს ნიშნავს, რომ მხარეებს არ სურდათ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული შედეგის დადგომა. მათი მიზანი იყო გარიგებით დამდგარიყო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები. სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილია, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გარიგების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს დაფარული გარიგების, ანუ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების მიმართ მოქმედი ნორმები. სსკ-ის 941-ე, 942-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ 942-ე მუხლი არ გამორიცხავს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარჩენის მიერ მარჩენალისათვის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემას, თუმცა, უძრავი ქონების გადაცემის შემთხვევაში, ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. სადავო ხელშეკრულება სანოტარო წესით დამოწმებული არ არის. სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება ბათილია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 943-ე მუხლის შესაბამისად სამისდღეშიო სარჩოს ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 944-ე მუხლის შესაბამისად სარჩოს გადახდის ვადები დგინდება მისი ხასიათიდან და მიზნებიდან გამომდინარე, მხარეთა შეთანხმებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 949-ე მუხლის შესაბამისად როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ უარი თქვან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა, ანდა სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას. გადაცემული უძრავი ქონება ხელშეკრულების შეწყვეტისას უბრუნდება სარჩენს, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯები მარჩენალს არ უნაზღაურდება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის შესაბამისად პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ-–- გ--–-–---–ს უნდა დაკისრებოდა მოსარჩელეთა სასარგებლოდ შესასვლელი კარის ღირებულება სამას ორმოცდაათი ლარის ოდენობით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ი--- ბ-------–---–მა და ბ---- ა------–---–მა: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტებს ბინაში გაწეული აქვთ გარკვეული სარემონტო სამუშაოები, კერძოდ კი ბინაში არ იყო დენი, გაზი, ელექტრო და წყალგაყვანილობა და ელემენტარული საცხოვრებელი პირობები. სასამართლომ არასაკმარის მტკიცებულებად მიიჩნია წარდგენილი ფოტოსურათები და გამოკითხული მოწმეების ახსნა განმარტებები, რომლითაც დასტურდება, რომ აპელანტებმა ბინა გაარემონტეს, ასევე არასაკმარისად მიიჩნია დაკრძალვის ხარჯების შესახებ წარდგენილი მტკიცებულებები. აპელანტების მიერ წერილობითი მტკიცებულებები წარდგენილია თავად ვ-–- გ--–-–---–ის და მისი მხარდამჭერის ახსნა-განმარტებები, რომ ვ-–- გ--–-–---–ის აწ/გარდაცვლილი მეუღლე გააპატიოსნეს აპელანტებმა და გაიღეს დაკრძალვის, სადგომის და გადასვენების ხარჯები. დაკრძალვის ხარჯებთან მიმართებაში თავად ვ-–- გ--–-–---–ის მხარდამჭერმა განაცხადა, რომ მას და მის დედმამისშვილებს დაკრძალვაზე შენატანი არ გაუღიათ, მათ მიერ წარმოდგენილმა მოწმემ დაადასტურა, რომ მას შესაწევარი ქელეხში არ შეუტანია, აპელანტების მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ შესაწევარი არ გაუღიათ.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ 2014 წლის 18 ნოემბერს ვ-–- გ--–-–---–სა და მ--- ბ-------–---–ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ვ-–- გ--–-–---–მა მ--- ბ-------–---–ს 300 ლარად მიჰყიდა კუთვნილი ქონება, საკადასტრო კოდით N3------------------. 4.2. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით ეს გარიგება ბათილად იქნა ცნობილი იმის გამო, რომ მისი დადების მომენტისათვის ვ-–- გ--–-–---–ს, ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განეგო იგი. 4.3. ამის შემდეგ, სადავო ქონება ისევ ვ-–- გ--–-–---–ის საკუთრებაში აღირიცხა. ამრიგად, იგი მას ეკუთვნის. 4.4. აპელანტებს ამ ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ. 4.5. ასევე დადგენილია, რომ აპელანტებმა გასწიეს ვ-–- გ--–-–---–ის მეუღლის, ა----- გ--–-–---–ის დაკრძალვის ხარჯი, 900 ლარი. სამართლებრივი დასაბუთება 4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. 4.6.1. დადგენილია, რომ სადავო ქონება ეკუთვნის მოწინააღმდეგე მხარეს, ხოლო აპელანტებს მისი ფლობის უფლება არ გააჩნიათ. 4.6.2. ამის გამო, სასამართლომ მართებულად მიიღო გადაწყვეტილება აპელანტთა მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის თაობაზე. 4.7. პალატის აზრით, აპელანტებს სადავო ქონების დაკავების უფლება არა აქვთ, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ეს უფლება გააჩნიათ მხოლოდ ნივთის კეთილსინდისიერ მფლობელებს. 4.7.1. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ აპელანტები სადავო ქონებას დაეუფლნენ უცილოდ ბათილი გარიგების საფუძველზე. 4.7.2. ეს კი ნიშნავს, რომ ისინი ქონებას დაეუფლნენ არამართლზომიერად და მისი კეთილსინდისიერი მფლობელები არ არიან. 4.8. პალატის აზრით, რაიონულმა სასამართლომ სავსებით მართებულად დაადგინა, რომ, გარდა შესასვლელი კარის დამონტაჟებისა, სადავო ქონებაზე სხვა ხარჯის გაწევის ფაქტი მოსარჩელეებმა ვერ დაამტკიცეს. 4.8.1. მართალია, რაიონული სასამართლოს სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ე----- ბ---–---–მა და ნ------- ბ-------–---–მა განმარტეს, რომ აპელანტებმა სახლში ლამინატის იატაკი დააგეს და ფანჯრები და შპალერიც გამოცვალეს, თუმცა ამ ზოგადი ხასიათის ჩვენებით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენა შეუძლებელია. მნიშვნელოვანია, რომ ვ-–- გ--–-–---–ის ინიციატივით დაკითხულმა მოწმემ, ზ---- ლ---------–---–მა ეს ფაქტი უარყო. 4.8.2. ამის გამო, ამ ნაწილში, რაიონულმა სასამართლომ აპელანტებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი მართებულად უთხრა. 4.9. ამავდროულად, პალატას მიაჩნია, რომ დაკრძალვის ხარჯის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში სასამართლომ სარჩელი შეცდომით არ დააკმაყოფილა. 4.9.1. უდავოდ არის დადგენილი და ამას არც ვ-–- გ--–-–---–ის უარყოფს, რომ მისი მეუღლის დაკრძალვისა და სარიტუალო - ქელეხისა და ორმოცის ხარჯი აპელანტებმა გაიღეს. ეს მტკიცდება რაიონული სასამართლოს სხდომაზე როგორც აპელანტთა, ასევე მოწინააღმდეგე მხარის ინიციატივით დაკითხულ მოწმეთა ჩვენებითაც. 4.9.2. უდავოა ისიც, რომ მათ ამის ვალდებულება არ გააჩნდათ და, სინამდვილეში, ეს თანხა ვ-–- გ--–-–---–ს უნდა გადაეხადა. 4.9.3. ამის შესაბამისად, ვ-–- გ--–-–---–ის მეუღლის დაკრძალვის ხარჯის გაღებით აპელანტებმა შეასრულეს მოწინააღმდეგე მხარის საქმე. 4.9.4. იმგვარი პრეტენზია, რომელიც შესრულების კეთილსინდისიერებას გამორიცხავდა, ვ-–- გ--–-–---–ს აპელანტებისათვის არ წაუყენებია. 4.9.5. ამის გამო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 973-ე მუხლის საფუძველზე, ვ-–- გ--–-–---–მა აპელანტებს გაწეული ხარჯი უნდა აუნაზღაუროს. 4.9.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ 2002 წლის 4 მარტის განჩინებაში, საქმეზე N3კ/441-01 განმარტა, რომ „სამოქალაქო კოდექსის 973-ე მუხლის თანახმად, დავალების გარეშე მოქმედი პირის სასარგებლოდ შეიძლება დაეკისროთ მიცვალებულის ბალზამირების, სასახლის (კუბოს), მიცვალებულის მაკიაჟის, ბალდახინის (კატაფალკის), გარდაცვლილის სამგლოვიარო სურათის დამზადების, განბანვის, საფლავისათვის მიწის ღირებულების, საფლავის გათხრის, სასაფლაოს ბეტონის ცოკოლით მოწყობის, საპანაშვიდე მუსიკის, სუდარის, დაკრძალვის ცერემონიის მონაწილეთათვის სატრანსპორტო და სხვა სარიტუალო მომსახურების აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება, რომლის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს, დასაფლავების ქელეხის ხარჯები ასევე არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს, ხოლო ორმოცისათვის გაწეული ხარჯები - 500 ლარს“. 4.9.7. საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სამართლებრივი შეფასება (ნორმის განმარტება) სავალდებულოა ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებისათვის. 4.9.8. ამ ნორმის მიხედვით, სასამართლოსათვის სავალდებულოა უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ზემოხსენებული განმარტებაც. 4.9.9. აპელანტები ვ-–- გ--–-–---–ის მეუღლის დაკრძალვის ხარჯის ასანაზღაურებლად 900 ლარს ითხოვენ, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ დადგენილ ოდენობაზე ბევრად ნაკლებია. 4.9.10. პალატის აზრით, ვ-–- გ--–-–---–მა ვერ დაამტკიცა, რომ მისი მეუღლის დაკრძალვისათვის გაწეული ხარჯი აპელანტებმა სხვა გზით აინაზღაურეს. 4.9.11. აღნიშნული გარემოება არ დაუდასტურებიათ აპელანტთა ინიციატივით დაკითხულ მოწმეებს. 4.9.12. ვ-–- გ--–-–---–ის ინიციატივით დაკითხულმა მოწმემ, ზ---- ლ---------–---–მა განმარტა, რომ ვ-–- გ--–-–---–ის მეუღლის დაკრძალვისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად აპელანტებისათვის თანხა არ გადაუხდია „შესაწევარი არ მიუტანია“ და მისთვის ცნობილი არ იყო გაიღეს თუ არა იგი სხვა პირებმა. 4.9.13. მოწმის, ნ------- ც---–--ის ჩვენებით კი მხოლოდ ის დგინდება, რომ მან აპელანტებს გაწეული ხარჯის სანაცვლოდ 50 ლარი გადაუხადა. 4.9.14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ზემოხსენებული განჩინების გათვალისწინებით, ამ თანხის ჩათვლითაც, აპელანტების მოთხოვნა, აღნიშნულ ნაწილში, საფუძვლიანი და დასაბუთებული იყო.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ი--- ბ-------–---–ისა და ბ---- ა------–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება ი--- ბ-------–---–ისა და ბ---- ა------–---–ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და, ამ ნაწილში, მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება. დანარჩენ ნაწილში საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი. ი--- ბ-------–---–ისა და ბ---- ა------–---–ის შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ვ-–- გ--–-–---–ს ი--- ბ-------–---–ისა და ბ---- ა------–---–ის სასარგებლოდ, დამატებით, უნდა დაეკისროს 900 ლარის გადახდა.

 

6. საპროცესო ხარჯები მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გადაწყვიტა

 

1. ი--- ბ-------–---–ისა და ბ---- ა------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება ი--- ბ-------–---–ისა და ბ---- ა------–---–ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და, ამ ნაწილში, მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

4. ი--- ბ-------–---–ისა და ბ---- ა------–---–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

5. ვ-–- გ--–-–---–ს ი--- ბ-------–---–ისა და ბ---- ა------–---–ის სასარგებლოდ, დამატებით, დაეკისროს 900 ლარის გადახდა;

6. მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე