გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე №2/34296-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე რ----- მ--–---ე
წარმომადგენელი ნ-----–- თ----------
მოპასუხე ლ---- მ--–---ე
წარმომადგენელი გ---–----- გ-------–-–---–ი
დავის საგანი ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სამისდღეშიო ხელშეკრულების დადებულად ცნობა და გაუქმება, ბინის საკუთრებაში დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2010 წლის 16 სექტემბერს რ----- მ--–---ესა და ლ---- მ--–---ეს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, როგორც თვალთმაქცური გარიგება, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ-------–--ი, ვ-–----–----–ას მ-----------ალი, მ-------------ი, ბინა #-- და დადგინდეს, რომ მხარეთა შორის დადებული იყო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება.
1.2. შეწყვეტილად იქნეს აღიარებული მხარეთა შორის 2010 წლის 16 სექტემბერს დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება და აღნიშნული უძრავი ქონება საკუთრების უფლებით კვლავ აღირიცხოს მოსარჩელის რ----- მ--–---ის სახელზე.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
რ----- მ--–---ესა და ლ---- მ--–---ეს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ლ---- მ--–---ეს გადასცემდა საცხოვრებელ ბინას საკუთრებაში, ხოლო მოპასუხე თავის მხრივ რ----- მ--–---ეს მოუვლიდა და არჩენდა სიცოცხლის ბოლომდე. თუმცა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ნაცვლად მოპასუხემ რ----- მ--–---ეს ხელი მოაწერინა ჩუქების ხელშეკრულებაზე. მოუხედავად არსებული შეთანხმებისა, ლ---- მ--–---ე არავითარ ყურადღებას არ აქცევს მოსარჩელეს, რის გამოც რ----- მ--–---ეს სურს აღიარებული იქნეს დადებულად სწორედ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების გაუქმება მოპასუხის მხრიდან. აღსაღნიშნავია, რომ რ----- მ--–---ე არის ღრმად მოხუცი, მარტოხელა, უსინათლო, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და იღებს შემწეობას, საჭიროებს რჩენას და მუდმივ დახმარებას, რის გამოც სურდა კიდეც რეალურად სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადება მოპასუხესთან, რომელიც არის მისი ძმის შვილი. თუმცა 2010 წლის 16 სექტემბერს ლ---- მ--–---ესა და რ----- მ--–---ეს შორის დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თბილისში, ვ-–----–----–ას მ-----------, მ-------------ი, ბინა #-- უსასყიდლოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე საკუთრებაში გადაეცა მოპასუხეს. მოსარჩელე დღემდე ცხოვრობს გაჩუქებულ ბინაში და იხდის კომუნალურ გადასახადებს. ხელშეკრულების დადების შემდგომ მოპასუხე საერთოდ არ აქცევს ყურადღებას მოსარჩელეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე რ----- მ--–---ე მოითხოვს ბათილად იქნას ცნობილი ჩუქების ხელშეკრულება, როგორც მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგება, სასამართლოს მიერ აღიარებული იქნეს, რომ რეალურად მხარეთა შორის არა ჩუქების, არამედ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება იყო დადებული და ეს უკანასკნელიც იქნეს ასევე შეწყვეტილად აღიარებული და უძრავი ქონება - საცხოვრებელი ბინა, კვლავ დაუბრუნდეს საკუთრებაში რ----- მ--–---ეს (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
ლ---- მ--–---ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე არის მისი მამიდა, რომელიც დაიბადა 1--- წელს და ამჟამად არის ღრმად მოხუცებული. მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, კერძოდ: სხვადასხვა დაავადებების გარდა ემოციური არამდგრადობა, მეხსიერების, ყურადღების და აზროვნების პროცესების დარღვევა-შენელება, საერთო ლემენცია და ჭკუასუსტობა ანუ გონებრივ-ინტელექტუალური დარღვევი, რომელიც დაეწყო 2016 წლის შემოდგომის ბოლოდან, რითაც ისარგებლა მისმა ყოფილმა მეზობელმა, ამჟამად უბინაოდ დარჩენილმა ნ----- მ----------მა, ვინაიდან მოსარჩელე ცხოვრობს მარტო, ის წაიყვანა თავისთან ნაგირავებ ბინაში და დაიქირავა ადვოკატი, მოსარჩელეს სახლში მიუყვანა ნოტარიუსი და ნ-----–- თ----------ზე გააფორმებინა მინდობილობა, რომლის დახმარებითაც ცდილობს გააუქმოს ჩუქების ხელშეკრულება და ბინა დაუბრუნდება რ----- მ--–---ეს, შემდგომ თავად გაუფორებს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებას და ასე ჩაიგდებს ბინას ხელში, რომლის გასაღებიც უკვე ჯიბეში უდევს, რადგან ბინას გამოუცვალა საკეტი. თუ მას ბინის ინტერესი არ აქვს, მაშინ გაურკვეველია რით აიხსნება მისი საქციელი, რადგან მოსარჩელე არ წარმოადგენს მის ნათესავს. საინტერესოა რამ აიძულა ჩაისახლოს თავის მრავალსულიან ოჯახში მძიმე ავადმყოფი, მისი გადმოცემით უსინათლო, 87 წლის მოხუცი, მოუაროს, დაიხარჯოს, თუ მის ქმედებაში არ არის ანგარება, მაშინ რით არის გამოწვეული მისი საქციელი, კერძოდ, თავისი ხარჯით ბინაზე ნოტარიუსის მიყვანა, ადვოკატის დაქირავება, ბინის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნა, ბინის გასაღების გამოცვლა და ასე შემდეგ.
მოპასუხის განმარტებით, რ----- მ--–---ემ, მისმა მამიდამ, 2010 წლის 16 სექტემბერს თავად გამოთქვა სურვილი ძმიშვილისთვის ეჩუქებინა საკუთრებაში არსებული ბინა, რადგან მისი სიკვდილის შემდეგ ლ---- მ--–---ეს არ შექმნოდა ბინის გადაფორმებისას პრობლემები და მისთვის აეცილებინა დამატებითი ხარჯები.
მოსარჩელე არის ღრმად მოხუცი. აქვს მეხსიერების პრობლემები, არის უსინათლო და მარტოხელა. არანაირი რჩენის ხელშეკრულება არ დადებულა მხარებს შორის, რადგან ასეთი ხელშეკრულება არ შეიძლება დაიდოს მამიდასა და ძმისშვილს შორის. მოსარჩელე არის მოპასუხის ოჯახის წევრი, რომელზეც არამარტო თვითონ ზრუნავს, არამედ მისი ოჯახი, მეუღლე და შვილები როგორც ბინის ჩუქებამდე, ისე ბინის ჩუქების შემდგომ. ასე იყო მანამ, ვიდრე ნ----- მ----------მა დაუკითხავად და ფარულად არ წაიყვანა თავის ნაგირავებ ბინაში. ნ----- მ----------თან ერთად მრავალსულიან ოჯახში ასევე ცხოვრობს მისი დედა ღრმად მოხუცი და ავადმყოფი, რომელსაც გაუყიდა ბინა და ბანკის ვალების გამო დატოვა უბინაოდ.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის პენსიას პლასტიკური ბარათით იღებდა, უხდიდა მის სახელზე არსებულ კომუნალურ გადასახადებს, ზრუნავდა და ზრუნავს მის ჯანმრთელობაზე, დაყვებოდა ექიმთან, უზრუნველყოფდა ძვირადღირებული მედიკამენტებით და ასე შემდეგ, თუმცა როგორც მოპასუხემ განმარტა, ასეთი ზრუნვა მამიდის მიმართ ჩუქებამდეც და ჩუქების შემდეგაც გაგრძელდა. მხარემ ასევე მიუთითა, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა, სარჩელი იყო ხანდაზმული, შესაბამისად, არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდავო გარემოებაა, რომ მოსარჩელე - რ----- მ--–---ე არის მოპასუხის - ლ---- მ--–---ის მამიდა.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.2. უდავო გარემოებაა, რომ 2017 წლის დეკემბრის თვიდან დღემდე რ----- მ--–---ე იმყოფება მის ყოფილ მეზობელთან ნ----- მ----------თან, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება; 2018 წლის 17 იანვრის ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 127)
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2010 წლის 16 სექტემბერს ლ---- მ--–---ესა და რ----- მ--–---ეს შორის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ქ. თბილისში, ვ-–----–----–ას მ-----------, მ-------------ი, ბინა #---ში მდებარე უძრავი ქონება მოსარჩელემ აჩუქა მოპასუხეს, რის საფუძველზე აღირიცხა კიდეც ლ---- მ--–---ის საკუთრებაში.
ლ---- მ--–---ის საკუთრების უფლებით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მდებარე - ქ-------–--ში, ვ-–----–----–ას მ-----------ალი, კორპუსი №----------- ფართით 28,93 კვ.მ. (ს/კ 0----------------------), ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 2--- კვ.მ; ნაკვეთის წ----------------- შენობა-ნაგებობები: №1. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 1--------- წელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2010 წლის 16 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულება (ტომი1, ს.ფ. 19)
- 2017 წლის 04 დეკემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი1, ს.ფ. 20-21)
- 2007 წლის 08 სექტემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი1 ს.ფ. 17)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.2. 2017 წლიდან რ----- მ--–---ე რეგისტრირებულია ს--–---–-------------–---–------------------–-------------------აში და იღებს საარსებო შემწეობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 16 ნოემბრის ამონაწერი ს--–---–-------------–---–------------------–--------------------დან (ტომი 1, ს.ფ. 18)
- ს------–---–------------------------------ოს 2018 წლის 09 თებერვლის წერილი (ტომი1, ს.ფ. 182-183)
- საპენსიო ანგარიშიდან ამონაწერი (ტომი 2, ს.ფ. 37-100)
- ინფორმაცია თბილისის ს--–---–---------------------------–-----–-------დან (ტომი 2, ს.ფ. 154)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.3. საქმეზე წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ რ----- მ--–---ის სახელზე არსებულ კომუნალურ გადასახადები რამდენჯერმე გადაიხადა მოსარჩელის მეზობელმა ნ----- მ----------მა.
ასევე დასტურდება, რომ იმ პერიოდში, როდესაც მოსარჩელე ნ----- მ----------თან იმყოფებოდა, სწორედ ეს უკანასკნელი უზრუნველყოფდა რ----- მ--–---ეს შესაბამისი მედიკამენტებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სალაროს შემოსავლის ორდერი (ტომი 1, ს.ფ.22)
- კომუნალური ქვითრები (ტომი 1, ს.ფ. 23; 25)
- სალაროს შემოსავლის ფურცელი (ტომი 1, ს.ფ. 24)
-ქვითრები (ტომი 1, ს.ფ. 201-203)
- პაციენტის სამედიცინო ბარათები (ტომი 1, ს.ფ. 204-207)
4.4. საქმეზე წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ რ----- მ--–---ის სახელზე არსებულ კომუნალურ გადასახადებს, ასევე სს „ს--–------ს“ გადასახადებს იხდიდა მოპასუხე ლ---- მ--–---ე.
ამასთან, „ს--–-------ან“ წარმოდგენილი ინფორმაციის დგინდება ის გარემოება, რომ მხარეებს ხშირად ჰქონდათ ერთმანეთთან სატელეფონო კომუნიკაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინფორმაცია სს „ს----------–-----------ან“ (ტომი 1, ს.ფ.115-117)
- ინფორმაცია სს „თ--–-----ან“ (ტომი 1, ს.ფ. 128-139)
- გადახდები (ტომი 1, ს.ფ. 168-171)
- ინფორმაცია „ს--–------დან“ (ტომი 1, ს.ფ. 140-141; 143-167)
4.5. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ხარჯებს იხდიდა მოპასუხე ლ---- მ--–---ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გასავლის ზედდებული პაციენტის თვითგადასაადგილებელზე (ტომი 1, ს.ფ. 118)
- ინფორმაცია ს--------“-დან (ტომი 1, ს.ფ. 121-124)
4.6. მოსარჩელე რ----- მ--–---ე ხშირად ავადმყოფობდა და საჭიროებდა მკურნალობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე (ტომი 1, ს.ფ. 119)
- ექიმის დანიშნულებები (ტომი 1, ს.ფ. 120; 125)
- ჩატარებული კვლევები (ტომი 1, ს.ფ. 126)
- 2018 წლის 02 თებერვლის წერილი სს „გ------ან“ (ტომი 1, ს.ფ. 181)
- 2018 წლის 03 იანვრის წერილი თბილისის ს--–---–---------------------------–-----–-------დან (ტომი 1, ს.ფ. 174)
- ინფორმაცია „ე----------–-------ან“ და შპს „რ--------–---------------–---ან“ (ტომი 1, ს.ფ. 175-176)
- „კ----–-–---–-------–-------------–--ში“ 2018 წლის 15 ტებერვლის წერილი (ტომი 1, ს.ფ. 179)
- პაციენტის სამედიცინო ბარათები (ტომი 1, ს.ფ. 204-207)
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე (ტომი 1, ს.ფ. 208-212)
- პაციენტის წერილობითი ინფორმირებულობა (ტომი 1, ს.ფ. 213-215)
- კათეტერიზაციის ოქმი (ტომი 1, ს.ფ. 218)
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე (ტომი 1, ს.ფ. 219-220)
- ი-----–--------------–--------–--------------–------------------–-----------–--------------------–--–------იდან მიღებული მასალები (ტომი 2, ს.ფ. 12-36)
- ინფორმაცია „ა----------–-------ან“ მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე (ტომი 2, ს.ფ. 104-153)
4.7. საქმის მასალით დადგენილია, რომ რ----- მ--–---ე, დაბადებულია 1--- წელს და აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, კერძოდ სახვადასხვა დაავადებების გარდა ემოციური არამდგრადობა, მეხსიერების, ყურადღების და აზროვნების პროცესების დარღვევა შენელება, საერთო ლემენცია და ჭკუასუსტობა, ანუ გონებრივინტელექტუალური დარღვევები, რაც დაეწყო 2016 წლის შემოდგომის ბოლოდან.
ნევროლოგ-რეანიმატოლოგის, ზ-----------–---–ის მიერ 2017 წლის 23 იანვარს გაცემული ცნობის თანახმად, რ----- მ--–---ეს აქვს ამიოსტატიური სინდრომი, სუპრანუკლეარული დამბლა, სტილრიჩარდსონ-ოლშევსკის სინდრომი, აღენიშნება ექსტრაპირამიდული ჰიპერტონუსი კიდურებში, ე.წ. დაკბილული ბორბლის ფენომენი, ოლიგო-ბრადიფინეზია, ფსიქო-ემოციური ლაბილობა. გამოხატული კუნთთა ტონუსის მომატება კიდურებში, საერთო გაშეშება, გაძნელებული და გაღარიბებულია სპონტანური ნებელობითი მოძრაობები, რის გამოც ავადმყოფს უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება. გამოხატულია ფსიქო-ემოციური ლაბილობა, ემოციური არამდგრადობა, მეხსიერების. ყურადღების და აზროვნების პროცესების დარღვევა-შენელება, საერთო დემენცია და ჭკუასუსტობა.
„ე-–-----------–-----–------------–---ან“ წარმოდგენილი კათეტერიზაციის #--- ოქმით და ფორმა 100-ით დადგენილია, რომ რ----- მ--–---ეს გადაუდებლად ესაჭიროება წინა დაღმავალი არტერიის ანგიოპლასტიკა 3 სტენტის იმპლანტაციით, 2 ეტაპად მარჯვენა კორონალური არტერიის ანგიოპლასტიკა 2 სტენტის იმპლანტაციით. შემომხვევი არტერიის ანგიოპლასტიკა 1 სტენტის ინპლანტაციით.
რ----- მ--–---ე 05.12.2012 წ. – 09.12.2012 წლამდე გადიოდა მკურნალობას ი-----–--------------–-------–--------------–------------------–-----------–--------------------–--–------ში დიაგნოზიტ-სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნევროლოგის ცნობა (ტომი1, ს.ფ. 120)
- ე-–-----------–-----–------------–ის კათეტერიზაციის #--- ოქმი (ტომი1, ს.ფ. 218)
- ფორმა 100 (ტომი1, ს.ფ. 219-220)
- ი-----–--------------–-------–--------------–------------------–-----------–--------------------–--–------ის სამედიცინო ბარათი (ტომი1, ს.ფ. 11-35)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.8. საქმის მასალით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით არ დასტურდება ის ფაქტი თითქოს ლ---- მ--–---ე ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ, ანუ 2010 წლის 16 სექტემბრიდან (7 წლის განმავლობაში) არ ზრუნავდა და არ აქცევდა ყურადღებას მამიდას - მოსარჩელე რ----- მ--–---ეს.
საქმეში წარმოდგენილი მასალით დადგენილია, რომ ლ---- მ--–---ე იხდიდა თავის სახელზე მოსულ კომუნალურ გადასახადებს ბანკის ტერმინალის მეშვეობით, ამასთან მოპასუხემ ლ---- მ--–---ისთვის შეიძინა თვითგადასაადგილებელი.
ლ---- მ--–---ეს მოსარჩელე მიყვანილი ჰყავდა ქ----------------------–-–------ში 28.03.2013წ. სადაც მას ჩაუტარდა ოპერაცია თვალზე. ა----------–-----–ი 12.07.11-ში რ----- მ--–---ეს ასევე ჩაუტარდა ნარცხენა თვალზე კომბინირებული ოპერაცია: ანტიგლაუკომატოზური არაგამჭოლი ღრმა სკლეროტომია და ფაკოემულსიფიკაცია ხელოვნური ბროლის ინპლანტაციით უკანა საკანში. მოპასუხე ასევე იხდიდა მამიდის-რ----- მ--–---ის მიერ მოხმარებული ელენერგიის საფასურს 2006-2017 წლებში მისამართზე, თ---–-------–----–----–----------------–------------------- #--.
წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, მოპასუხე არამარტო ნახულობდა მამიდას-რ----- მ--–---ეს, არამედ ხშირი სატელეფონო კავშირი ჰქონდა მასთან ამასთან იხდიდა მოსარჩელის სახელზე მოსულ კომუნალურ გადასახადებს სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან 2011-2017 წლებში.
2018 წელს ლ---- მ--–---ემ განცხადებით მიმართა თბილისის მერიის სოციალურ სამსახურს და მოითხოვა, მამიდის, რ----- მ--–---ის ჩართვა ბინაზე მოვლის პროგრამაში. ააიპ "კ----–-–---–-------–-------------–--ში" ორგანიზაციამ პასუხად აცნობა, რომ აღნიშნული ორგანიზაცია მზადაა განახორციელოს მისი მამიდის რ----- მ--–---ის შინ მოვლა 24 საათის განმავლობაში საექთნო პოსტის სახით. საქმეში ასევე წარმოდგენილია სს "გ-----" ცნობა იმ მედიკამენტების ღირებულებაზე, რასაც ლ---- მ--–---ე სისტემატიურად იძენდა რ----- მ--–---ისთვის.
ასევე წარმოდგენილია კერძო სასაფლაოს, შპს "თ---------ა"-ს ცნობა, რითაც დასტურდება ის ფაქტი, რომ ქ------–--–------------------- მდებარე კერძო სასაფლაოზე ლ---- მ--–---ეს საკუთრებაში აქვს მიწის ნაკვეთი, სადაც შენახული აქვს ადგილი მამიდისათვის, რ----- მ--–---ისათვის, სადაც დაიკრძალება იგი გარდაცვალების შემდეგ.
აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ რ----- მ--–---ეზე 2010 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ს-------–---–------------------------------ოდან გაცემულია სახელმწიფო გასაცემი შემდეგი დანიშნულებით: სახელმწიფო პენსია (ასაკით) 13060 ლარი და სოციალური დახმარება (საარსებო შემწეობა) 4500 ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ლ---- მ--–---ე ზრუნავდა და კვლავ აგრძელებს ზრუნვას მის მამიდაზე - რ----- მ--–---ეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ,,ს----------–---------’’-ს ცნობა (ტომი1, ს.ფ. 115-117)
- გასავლის ზედდებული (ტომი1, ს.ფ. 118)
- ჯანმრთელობის შესახებ ცნობა-ფორმა 100 (ტომი1, ს.ფ. 119)
- ა----------–-----–ი ჩატარებული სამედიცინო მომსახურეობის დოკუმენტაცია (ტომი2, ს.ფ. 104-149)
- სს "თ--–--ის" ცნობა და აბ.N-------- ბრუნვის ისტორია (ტომი1, ს.ფ. 128-139)
- შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ისტორია (ტომი1, ს.ფ. 143-167)
- სს "ლ-------------ის" ცნობა (ტომი1, ს.ფ. 168-171)
- ლ---- მ--–---ის განცხადება (ტომი1, ს.ფ. 172)
- აიპ "კ----–-–---–-------–-------------–--ში" ორგანიზაციის პასუხი (ტომი1, ს.ფ. 179)
- სს "გ-----" ცნობა (ტომი1, ს.ფ. 181)
- შპს "თ---------ა"-ს ცნობა (ტომი1, ს.ფ. 184)
- რ----- მ--–---ის საპენსიო ანგარიშიდან ამონაწერი (ტომი1, ს.ფ. 37-59
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ტომი1, ს.ფ. 115-117)
- საქართველოს შრომის, ჯანმრთლობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ს-------–---–------------------------------ოს ცნობა (ტომი2, ს.ფ. 154)
4.9. საქმის მასალით დასტურდება, რომ ლ---- მ--–---ეს გაუუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა 2017 წლის ოქტომბრის თვეში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის 1----- და ს--–---------------–------------------–-------ს მიერ გაცემული ცნობების თანახმად, 2017 წლის 12 ოქტომბერს მოაპსუხე ლ---- მ--–---ე გახდა ავად, რის გამოც გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და დაუდგინდა სტენოკარდია და მოუწია მკურნალობა, რის გამოც დროებით ვერ შეძლო მამიდასთან მისვლა. თუმცა მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ მის ოჯახს უყურადღებოდ არ დაუტოვებია მოსარჩელე და ზრუნავდნენ მასზე, ძირითადად მოპასუხის მეუღლე - შ------------–--–---–ი.
საქართველოს შ---------------------------------------–---------–-–-------------------ის ვ---------------–--ს სამმართველოს 2018 წლის 17 იანვარის ცნობით დადგენილია, რომ 2017 წლის 15 დეკემბერს 1-----ან და ს----------–-------–-–----ან საქართველოს შ---------------------------------------–---------–-–-------------------ის ვ---------------–--ს სამმართველოში შევიდა შეტყობინება რ----- მ--–---ის დაკარგვის შესახებ (ინიციატორი ლ---- მ--–---ე). აღნიშნული ფაქტის თაობაზე გატარებული ღონისძიებებით დადგინდა რ----- მ--–---ის ადგილსამოფელი, რაზედაც ლ---- მ--–----- დაწერა განცხადება მამიდამისის რ----- მ--–---ის მიმართ ძებნის შეწყვეტის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ს---------’’-ის ცნობა (ტომი1, ს.ფ. 121)
- ს--–---------------–------------------–-------ს ცნობა (ტომი1, ს.ფ. 122-124)
- დანიშნულება და გულის ულტრაბგერითი გამოკვლევა (ტომი1, ს.ფ.125-126)
- საქართველოს შ---------------------------------------–---------–-–-------------------ის
ვ---------------–--ს სამმართველოს ცნობა (ტომი1, ს.ფ. 127)
- ქორწინების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 142)
4.10. საქმეზე წარმოდგენილი ამონაწერები საჯარო რესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 93-96), ასევე იპოთეკის ხელშეკრულებები (ტომი 1, ს.ფ. 97-113) ეხება სხვა მესამე პირთა ურთიერთობებსა და უფლებებს, შესაბამისად, აღნიშნულით არ დასტურდება საქმეში არსებული რომელიმე სადავო გარემოება.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რ----- მ--–---ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე, 50-ე, 56-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 84-ე, 944-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის, უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივსადები ინეტერესები გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბრად.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მან, გარკვეული პირობით, გააჩუქა რა, თავისი უძრავი ქონება ძმისშვილზე, რომელმაც დაარღვია მათ შორის შეთანხმებული პირობა და არავითარ ყურადღებას არ აქცევს მოსარჩელეს. სწორედ აღნიშნულის საფუძველზე მოსარჩელე ითხოვს, რომ ბათილად იქნას ცნობილი ჩუქების ხელშეკრულება, როგორც მოჩვენებითი და თვალთმაქცური, ასევე შეწყვეტილად იქნას აღიარებული სამისდღემჩიო რჩენის ხელშეკრულება და უძრავი ქონება - საცხოვრებელი ბინა დაუბრუნდეს კვლავ საკუთრებაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
სასამართლო განმარტავს, რომ 56-ე მუხლი აწესრიგებს ნების ნაკლის საფუძველზე დადებული გარიგების ორ შემთხვევას - მოჩვენებით და თვალთმაქცურ გარიგებებს. ორივე შემთხვევაში საუბარია სიმულაციაზე და სიმულაციის განსხვავებულ მეთოდებზე. მოჩვენებითია გარიგება, როცა ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა და არ მოჰყვეს ამ გარიგებისათვის დამახასიათებელი სამართლებრივი შედეგი, ე.ი. ახდენენ გარეგნულად გამოხატულის მიღწევის სიმულაციას. მოჩვენებით გარიგებას ორი ძირითადი ნიშანი ახასიათებს: პირველი, ის დადებულია მოსაჩვენებლად და, მეორე, მხარეებს არა აქვთ ამ გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომის განზრახვა. როგორც წესი, მოჩვენებითი გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი, მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. როგორც წესი, მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან, თუმცა სავალდებულო არ არის მოჩვენებითი გარიგების მიზანი ყოველთვის იყოს მესამე პირის შეცდომაში შეყვანა. მოჩვენებით გარიგებად მიჩნევისათვის გადამწყვეტია ფაქტი, რომ მხარეებს არა აქვთ გარიგებაში მითითებული შედეგის დადგომის განზრახვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). აღნიშნული ნორმის მიხედვით, თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე, რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს
ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ.
სასამართლო განმარტავს, რომ, როდესაც თვალთმაქცურად დადებული ჩუქების ხელშეკრულების მიღმა იფარება სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, ამგვარ ვითარებაში, მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს იმ ფაქტობრივი შემადგენლობის დადასტურება, რაც თვალთმაქცური გარიგების ყველა წინაპირობას მოიცავს. ამგვარ ვითარებაში, მხარეთა მტკიცებითი ფორმა, როგორც წესი, ორიენტირებულია მხოლოდ მოწმეთა ჩვენებზე და მეტი დამაჯერებლობისათვის, მათ მიერ დასახელებულ მოწმეთა თანაფარდობაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ თუ მოსარჩელის არგუმენტაცია გამყარებულია მოწმეთა ჩვენებებით, ამ მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს ყველა იმ გარემოების არსებობა, რომელიც თვალთმაქცური გარიგების შემადგენლობას ქმნის, ხოლო დასკვნა იმის შესახებ ჩაითვალოს თუ არა თვალთმაქცურად გარიგება, უნდა გამოიტანოს სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე.
ამდენად, მოწმეთა მიერ ხდება არა გარიგების თვალთმაქცურობის დადასტურება ან უარყოფა, არამედ იმ გარემოებებისა, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ შესაბამისი დასკვნა უნდა გააკეთოს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც საკითხი ეხება ჩუქების ხელშკრულებას, მისი მოჩვენებით გარიგებად შეფასებისათვის მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს ჩუქების ხელშეკრულების დადებისას მხარეთა ნების განმსაზღვრელი ორი ძირითადი კრიტერიუმი: მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა და გამჩუქებლის მატერიალური მდგომარეობა. ფაქტობრივი გარემოებები უნდა დადგინდეს ამ კრიტერიუმების არსებობის შეფასების კუთხით, ხოლო დასახელებული კრიტერიუმების შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ანალოგიურ გარემოებებში გონიერი ადამიანის ქცევის სტანდარტი. ამ თვალსაზრისით, როგორც აღინიშნა, პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა, რაც, როგორც წესი, განაპირობებს მჩუქებლის მიერ ჩუქების ხელშეკრულების დადების მოტივის ჩამოყალიბებას. ჩუქების ხელშეკრულების უსასყიდლო ხასიათი მის ძირითად მაკვალიფიცირებელ წინაპირობას წარმოადგენს. ამიტომ, იგი შესაძლებელია, სხვადასხვა მოტივებით იყოს განპირობებული, რომლებიც ძირითადად მორალური ნიშნებით არის განსაზღვრული. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩუქების მოტივი ყოველთვის გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან. ამგვარი ურთიერთობები კი, როგორც წესი, გარკვეული დროის განმავლობაში ყალიბდება და საფუძვლად უდევს მხარეთა შორის არსებული მადლიერება, კეთილგანწყობა, ან დამკვიდრებული ჩვეულებებით დადგენილი ერთგვარი მორალური ვალდებულება.
ამდენად, კეთილგანწყობილი ურთიერთობა ან მჭირდო ნათესაური თუ სხვაგვარი დამოკიდებულება, რაც დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, გარკვეულ მორალურ ვალდებულებებს წარმოშობს, წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულების მნიშვნელოვან მოტივს. წარმოდგენილი ანალიზი ცხადყოფს, რომ ანალოგიურ ვითარებაში მყოფი გონიერი ადამიანი ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებისას ხელმძღვანელობს სწორედ აღნიშნული მოტივებით.
გონივრული ქცევის სტანდარის გათვალიწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩუქების ხელშეკრულების თვალთმაქცურ გარიგებად მაკვალიფიცირებელ მეორე კრიტერიუმს წარმოადგენს გამჩუქებლის მატერიალური შესაძლებლობის შეფასება საჩუქრის მოცულობის გათვალისწინებით. ამ თვალსაზრისით საგულისხმოა გამჩუქებლის მიერ მინიმუმ საკუთარი თავისა და მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენის შესაძლებლობა, როგორც ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე, ისე მის შემდეგაც. პირის მატერიალური კეთილდღეობა ცალსახად გავლენას ახდენს როგორც უშუალოდ ჩუქების ნების გამოვლენაზე, ასევე საჩუქრის მოცულობაზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახეზეა გამჩუქებლის პოზიტიური მოტივები, ნების ფორმირებისათვის მას უნდა გააჩნდეს ადეკვატური მატერიალური შესაძლებლობები. ამ საკითხის აქტუალობა, განსაკუთრებით თვალსაჩინოა, როდესაც ჩუქების საგანს წარმოდგენს საცხოვრებელი ბინა. პირის სურვილი, მადლიერება ან სხვა მორალური მოტივებით გამოწვეული კეთილგანწყობა გამოხატოს სხვა პირის მიმართ, უარყოფითად არ უნდა აისახებოდეს მის მატერიალური კეთილდღეობაზე. სწორედ ეს პრინციპია ასახული სამოქალაქო კოდექსის 526-ე მუხლში, რომლითაც კანონმდებელი გამჩუქებლის მატერიალურ მდგომარეობას იმდენად მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს ჩუქების ხელშეკრულების დადებისათვის, რომ ხელშეკრულების თავისუფლებას გარკვეულწილად ზღუდავს კიდეც და პირს ართმევს უფლებას, გააჩუქოს ქონება, თუ ქონების გაჩუქება საარსებო წყაროს უსპობს მჩუქებელს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს. იგივე პრინციპი თავს იჩენს ასევე 530-ე მუხლში, რომელიც შესაძლებლობას ანიჭებს გამჩუქებელს, უკვე ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ მძიმე ქონებრივ მდგომარეობაში აღმოჩენისას მოითხოვოს ჩუქების ხელშეკრულების ანულირება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ თუ მხარეებს არ გააჩნიათ შესაბამისი ურთიერთობა, რამაც შესაძლოა, წარმოშვას ჩუქების ხელშკრულებისათვის დამახასიათებელი მორალური მოტივები ან/და გამჩუქებელს არ გააჩნია დამოუკიდებლად საკუთარი თავისა და მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენის უნარი, ასეთი ჩუქების ხელშეკრულება სხვა მოტივებით არის განპირობებული, მხარეთა ნება მიმართულია რეალურად სხვა, ორმხრივად სარგებლიანი შედეგების დადგომისაკენ და არა მხოლოდ დასაჩუქრებულის, არამედ _ გამჩუქებლისთვისაც გარკვეული მატერიალური სარგებლის მოტანას ისახავს მიზნად, ხოლო დასაჩუქრებულისთვის გარკვეულ ვალდებულებებს წარმოშობს. როდესაც არ არსებობს ჩუქების ხელშეკრულების დადების ზემოაღნიშნული წინაპირობები, მიუხედავად იმისა, რომ გარეგანი გამოვლინებით მხარეებმა ჩუქების ხელშეკრულების ნება გამოავლინეს და მათ შორის დადებულ ხელშეკრულებას ,,ჩუქება” უწოდეს, სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი გონივრული ქცევის სტანდარტის გათვალისწინებით, იქმნება ალბათობის მაღალი ხარისხის ვარაუდი, რომ ,,ჩუქების” ხელშეკრულების მიღმა სხვა ორმხრივი ხელშეკრულება დგას.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა, განსახილველი დავის არსის შეფასებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ლ---- მ--–---ე წარმოდგენს რ----- მ--–---ის ძმის შვილს.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელე წლების განმავლობაში ჩუქების ხელშეკრულების დადებამდეც და დადების შემდეგაც ანუ 2010 წლის 16 სექტემბრიდან ზრუნავდა და ყურადღებას აქცევდა მამიდას - რ----- მ--–---ეს. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ლ---- მ--–---ე იხდიდა თავის სახელზე მოსულ კომუნალურ გადასახადებს ბანკის ტერმინალის მეშვეობით. მან ლ---- მ--–---ისთვის შეიძინა თვითგადასაადგილებელი. ლ---- მ--–---ეს მოსარჩელე მიყვანილი ჰყავდა ქ----------------------–-–------ში სადაც მას 2013 წელს ჩაუტარდა ოპერაცია თვალზე. ა----------–-----–ი კი 2011 წელს ჩაუტარდა მარცხენა თვალზე კომბინირებული ოპერაცია: ანტიგლაუკომატოზური არაგამჭოლი ღრმა სკლეროტომია და ფაკოემულსიფიკაცია ხელოვნური ბროლის ინპლანტაციით უკანა საკანში. ლ---- მ--–---ე ასევე იხდიდა მამიდის - რ----- მ--–---ის მიერ მოხმარებული ელენერგიის საფასურს წლების განმავლობაში, ჰქონდა ხშირი სატელეფონო კავშირი ჰქონდა, მოპასუხე სისტემატიურად იძენდა მოსარჩელისთვის მედიკამენტებს. აღნიშნული და კიდევ საქმეში არსებული სხვადასხვა გარემოებები ქმნის იმ ერთიან სურათს, რითაც დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სწორედ მადლიარების გამო მოხდა მოპასუხეზე ქონების გაჩუქება. ამ კუთხით მნიშვნელოვანია მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებული გარემოება, რომ ლ---- მ--–---ის ოჯახი ხშირად ეხმარებოდა რ----- მ--–---ეს სხვა ყოფით ურთიერთობებში. ამდენად, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა ეფუძნებოდა ოჯახური ურთიერთობების პრინციპს. სწორედ აღნიშნულის გათვალიწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ რ----- მ--–---ეს გააჩნდა საკმარისი მორალური მოტივები, რომ გამოეხატა ლ---- მ--–---ის მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და აღნიშნული აესახა თუნდაც ჩუქების ხელშეკრულების დადებაში. ამას მეტყველებს ასევე ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეს არაერთხელ გაუჟღერებია ასეთი სურვილი, რასაც საქმეზე დაკითხული მოწმეებიც ადასტურებენ.
მოწმე ნ----------ის განმარტებით, იგი არის ექიმი და ახსოვს, რომ 2011 წელს მასთან საოპერაციოდ მივიდა რ----- მ--–---ემ, მას მარჯვენა თვალზე ჰქონდა მხედველობა 40-50 %, ხოლო მარცხენა თვალზე 4 %, ჰქონდა კატარაქტა და გლაუკომა. კვლევებზე და შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდში დაჰყავდა ვიღაც ქალს, სავარაუდოდ შვილს. რ----- მ--–---ეს ჰქონდა კარგი გონებრივი შესაძლებლობა. სივრცეში კარგად ორიენტირებდა. რაც მას სჭირდებოდა წვეთები, იმას ყიდულობდა პაციენტი. ამასთან, დანიშნული წამლები მუდმივად უნდა იწვეთოს.
მოწმე ს------- მ---ის განმარტებით, იგი არის ექიმი. რ----- მ--–---ე 2009-2010 წლიდან არის მისი პაციენტი. მას აქვს გლაუკომა. მოსარჩელეს ხშირად უწევს ექიმთან მისვლა. საშუალოდ თვეში ერთხელ მიდიოდა ვიზიტზე ექიმტან მხედველობის პრობლემების გამო. 2018 წლის დაახლოებით თებერვლის თვეში საავადმყოფოში მიიყვანა ვიღაც ქალმა, რომლის ვინაობაც არ იცის.
მოწმის სახით დაკითხულმა ნ----- მ----------მა განმარტავს, რომ არის რ----- მ--–---ის მეზობელი და მას იცნობს 1984 წლიდან. რამოდენიმე წელია მოსარჩელე ცხოვრობს მასთან ბ-----–------ს ქუჩაზე მდებარე ბინაში. მისი შემოსავლიდან ახდენს პროდუქტის შეძენას ბაზარსა და მაღაზიაში. მოწმემ 3 წელია გაყიდა ბინა, მაგრამ იმ კორპუსში, სადაც ცხოვრობდა თვითონ და ცხოვრობს რ----- მ--–---ე, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა მაინც ხშირად დადიოდა მოსარცელესთან. ეხმარებოდა მოსარჩელეს მისი ფულით და არა თავისი ფულით. ვინაიდან მასთან მისვლას ხშირად ვერ ახერხებდა და რ----- მ--–---ესაც მასთან უნდოდა ცხოვრება, წაიყვანა კიდეც თავისთან 2017 წლის დეკემბრის თვეში. მანვე მიუთიტა, რომ თვალის პირველ ოპერაციაზე თვითონ წავიდა საავადმყოფოში, ხოლო მეორე ოპერაციაზე კი მოსარჩელე წაიყვანა ლ---- მ--–---ემ. დაახლოებით ერთი წელი ნამყოფი არ იყო კლინიკაში, მერე ნ----- მ----------მა თავად წაიყვანა. მას შემდეგ, რაც მასთან გადავიდა რ----- მ--–---ე, მას მიაკითხეს ნათესავებმა, პატრულებმა, მაგრამ მოსარჩელემ მასთან დარჩენა ამჯობინა და ნათესავებს არ გაჰყვა. ნ----- მ----------მა რ----- მ--–---ეს გაუკეთა გულის სტენდირება, მაგრამ ლ---- მ--–---ისთვის აღნიშნული აღარ შეუტყობინებიათ. რ----- მ--–---ე მოწმესთან იმყოფება 2017 წლის 01-02 დეკემბრიდან საცხოვრებლად, რა პერიოდშიც ნათესავებმა 2-3-ჯერ მიაკითხეს, თუმცა მათ არ გაჰყვა. სწორედ მოსარჩლემ უთხრა მას, რომ რაღაც საბუთზე მოაწერინეს ხელი, მაგრამ არ იცოდა რა საბუთზე, რადგან ვინაიდან ვერ ხედავს კარგად, საბუთში რა ეწერა არ იცის, თუმცა როგორც ახსოვს უთხრეს, რომ ეს იყო ახალი საპენსიო ბარათი, რადგან ძველს ვადა გაუვიდა. მოგვიანებით საჯარო რეესტრის ამონაწერის გადამოწმება მოახდინეს და აღმოჩნდა, რომ უძრავი ქონება აღარ იყო მოსარჩელის სახელზე აღრიცხული, არამედ ჩუქების ხელშეკრულებით უკვე მოპასუხეს ეკუთვნოდა.
მოწმე ლ--–----------ს განმარტებით, იგი არის ლ---- მ--–---ის ნათესავი. მოპასუხე უვლიდა მამიდას და ყოველ დღე აწვდიდა საჭმელს, ურეცხავდა, ოპერაცია გაუკეთა და უვლიდა. მოსარჩელე ამბობდა, რომ უნდოდა ბინა ეჩუქებინა ლ---- მ--–---ისთვის, რომელიც აღნიშნულზე უარს აცხადებდა. 2017 წლის დეკემბერში დაბადების დღის შემდგომ კი გაუჩინარდა და მხოლოდ პოლიციის მეშვეობით იპოვეს ყოფილ მეზობელთან ნ--- იგივე ნ----- მ----------თან. რამდენჯერმე ჰქონდათ მისი სახლში დაბრუნების მცდელობა, თუმცა უშედეგოს, რადგან რ----- მ--–---ე უარს აცხადებდა დაბრუნებაზე. მოწმის განმარტებით, თუ ლ---- მ--–---ე ვერ ახერხებდა მამიდის ნახვას, მის სანახავად დადიოდნენ მოპასუხის მეუღლე და შვილები.
მოწმე ს-----–--- ს-----------ას განმარტებით კი, იგი არის სტილისტი და მუშაობს სილამაზის სალონში, სადაც ლ---- მ--–---ეს ხშირად დაჰყავდა მამიდა თავის დასაბანად ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ამბობდა, რომ მამიდამისი პრეტენზიული ქალი იყო და სურდა არაფერი მოკლებოდა მას.
მოწმე ზ---- გ---–--–--ე (მ-------–-) - განმარტავს, რომ ლ---- მ--–---ის ოჯახს იცნობს 20 წელია. მას პირადად მიუტანია სადილი მოსარჩელისთვის, ლ---- მ--–---ის ოჯახი უმზადებდა და მას მიჰქონდა. მოწმე დაახლოებით 10 წლის წინ ცხოვრობდა მათთან და ასე კარგად იმიტომ იცის ეს ამბები. რ----- მ--–---ის ოჯახში სულ ორჯერ არის ნამყოფდი, თუმცა ა/მანქანით ხშირად მიუყვანია მასთან მოპასუხის შვილები საჭმლის მისატანად, მაგრამ თავად არ ასულა სახლში. როგორც 2010 წლამდე, ისე 2010 წლის შემდე არაფერი არ შეცვლილა და ლ---- მ--–---ე ისეთივე ყურადღებას აქცევს და ზრუნავს რ----- მ--–---ეზე, როგორც წლების განმავლობაში.
მოწმე გ--------- მ--–---ე განმარტავს, რომ არის მოსარჩელის ნათესავი (ბიძაშვილი). ბოლოს მოსარჩელესთან იყო 2017 წლის 01 დეკემბერს. მას დაბადების დღე აქვს დეკემბერში და მოპასუხესთან ერთად მივიდნენ მისალოცად. მისი განმარტებით, მოსარჩელე კარგად იყო და დარდობდა მხოლოდ მოპასუხეზე, რომელსაც იმ პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მოწმის განმარტებით, იგი იმყოფებოდა ნ----- მ----------თან ბინაში, სადაც საკმაოდ აგრესიულად დახვდნენ, თავად მოსარჩელემ კი მათ განუცხადა, რომ მოპასუხე და მისი ოჯახი მას ვერ იტანდა და ყურადღებას არავინ აქცევდა, რის გამოც ნ----- მ----------თან სურდა დარჩენა.
მოწმე ი---- მ--–---ემ განმარტა, რომ არის მოსარჩელის ნათესავი და მისთვის ცნობილია, რომ რ----- მ--–---ეს ყოველთვის უნდოდა ბინა ეჩუქებინა ძმის შვილისთვის ლ---- მ--–---ისთვის. ეს სურვილი მას ჯერ კიდევ 2004 წელს ჰქონდა, მაგრამ ლ----მ უარი განაცხადა აღნიშნულზე. მოგვიანებით თავად მოსარჩელის სურვილით მოხდა ეს ყველაფერი და მისთვის არავის არაფერი დაუძალებია.
მოწმე მ----- ლ--------------ემ განმარტა, რომ არის მოსარჩელის ნათესავი და მან ჯერ კიდევ მშობლებისგან იცოდა, რომ ლ---- მ--–---ეს უნდა დარჩენოდა რ----- მ--–---ის საკუთრებაში არსებული ბინა. თავად კი მოსარჩელესთან ნამყოფია 3-4-ჯერ. როგორც იცის, მოსარჩელეს ყოველთვის ყურადღებას აქცევდა და მასზე ზრუნავდა მოპასუხე ლ---- მ--–---ე.
მოწმე ზ-----------–---–მა განმარტა, რომ რ----- მ--–---ეს ჰყავდა ძმა თ-----ი და ჰყავს ძმის შვილი ლ---- (დ------) მ--–---ე. თავდაპირველად ცხოვრობდა ძმასთან თ----- მ--–---ესთან, მაგრამ მას ხშირად ჰქონდა კონფლიქტი და უთანხმოება მოსდიოდა რ----- მ--–---ისგან. მოწმე იმის გარდა, რომ არის ნათესავი, იგი ასევე არის ე-------------–---ი და სწორედ იგი მკურნალობდა მოსარჩელეს, მაგრამ 2018 წლის სექტემბერში შეწყვიტა მასთან სიარული, რადგან რ----- მ--–---ემ განუმარტა, რომ მაინც არ შველოდა წამლები და აღარ მიიღებდა მათ.
რაც შეეხება მოწმის სახით დაკითხულ მოწმეებს მ---- ლ------სა და ლ--–--------–--–---–ს, რომლებმაც განმარტეს, რომ არის ნ--- იგივე ნ----- მ----------ისა და რ----- მ--–---ის მეზობელი და მისთვის ცნობილია, რომ სწორედ ნ----- მ----------- უვლიდა და პატრონობდა რ----- მ--–---ეს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმეთა მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოსარჩელის ძმის შვილი არ ზრუნავს მამიდაზე, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, მაგალითად, გადახდის ქვითრებით, საშემოსავლო ორდერებით, სატელეფონო საუბრების დეტალური მონაცემებით, ასევე სხვა მოწმეთა ჩვენებით, არ დასტურდება. პირიქით, საქმეში არსებული მითითებული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ ყურადღების მიქცევისა და ზრუნვის ფაქტი.
7.3. სასამართლოა მიაჩნია, რომ არ არსებობს ასევე ჩუქების ხელშეკრულების თვალთმაქცურ გარიგებად მაკვალიფიცირებელი მეორე წინაპირობა, რომელიც გამჩუქებლის მატერიალურ შესაძლებლობებთან, მის საარსებო პირობებთან არის დაკავშირებული. რ----- მ--–---ეს არ გააჩნდა სამისდღეშიო რჩენის მესამე პირისგან მიღების საჭიროება, ვინაიდან მას საკუთარი საარსებო წყარო გააჩნდა საარსებო შემწეობისა და პენსიის სახით, მას ასევე პატრონობდა და მასზე ზრუნავდა ძმის შვილი ლ---- მ--–---ე და მისი ოჯახი. ამდენად, არ იკვეთება, იმ „დაფარული გარიგების” _ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადების მთავარი მოტივების არსებობა, რომელზედაც მოსარჩელე მიუთითებს. მისი არგუმენტების საპირისპიროდ, სრულად დასტურდება ჩუქების ხელშეკრულების დადებისათვის განმსაზღვრელი ორივე წინაპირობის არსებობა.
ამდენად, საქმის გარემოებებით არ დასტურდება, რომ მხარეებმა ჩუქების ხელშეკრულების დადებით სხვა მათთვის სასურველი გარიგება - სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება „დაფარეს”.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მიუხედავად იმისა თუ რა სახის ხელშეკრულება არსებობდა მხარეთა შორის, მათ შორის ფაქტობრივად ხორციელდებოდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების პირობების შესაბამისი ქმედებები, მაგალითად, ყოველთვიური სარჩოს სახით თანხის გადახდა, რაც ერთ-ერთი პირობაა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების არსებობისთვის სამოქალაქო კოდექსის 943-ე მუხლის მიხედვით, სამისდღეშიო სარჩოს ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.
იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება თუ კონკრეტულად რა პირობებზე იყვნენ შეთანხმებული მხარეები სამისღეშიო რჩენის ხელშეკრულების ფარგლებში, თუკი ასეთი გარიგება იყო დაფარული ჩუქების ხელშეკრულებით, შესაბამისად, მას შემდეგ, რაც არ შესრულდა რა მოპასუხის მიერ „შეთანხმებული“ პირობა - სარჩოს გადახდა, სწორედ ამ დროიდან წარმოეშვა მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება მოპასუხესთან მიმართებაში, რადგან ამ დროიდან გახდა ცნობილი და უნდა გამხდარიყო კიდეც ცნობილი, რომ მოპასუხე არ ასრულებდა მკაცრად განსაზღვრულ პირობებს, რაც დამახასიათებელია სამისდღეშიო ხელშეკრულებისთვის. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ ყურადღების გამოხატვა და პატივისცემა გამომდინარეობდა მხოლოდ თავისი შეხედულებიდან, აღნიშნული არ იყო „მკაცრად განსაზღვრული“ ვალდებულება, თუნდაც ზეპირი შეთანხმებით.
7.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გათვალისწინებით კანონმდებელმა დააწესა ხანდაზმულობის ვადები. მისი მიზანია უსასრულო მოთხოვნების გარკვეულ სისტემაში მოყვანა. დაინტერესებულმა პი---- კანონით გათვალისწინებულ ვადებში უნდა მოითხოვოს დარღვეული უფლებების აღდგენა. ხანდაზმულობის ვადის დაუცველობა დაინტერესებულ პირებს უზღუდავთ სარჩელის წარმოდგენის გზით უფლებების აღდგენის შესაძლებლობას. ხანდაზმულობის ვადა არის დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც პირს ეძლევა სამართლებრივი შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი უფლებები და ინტერესები.
სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად კი, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პი---- შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს. ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პი---- შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე.
სამოქალაქო კოდექსის 84-ე მუხლის შესაბამისად, მოტყუებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში. ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როცა შეცილების უფლების მქონემ შეიტყო შეცილების საფუძვლის არსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება დაიდო 2010 წლის 16 სექტემბერს, ხოლო მოსარჩელემ სარჩელი აღძრა 2017 წლის 07 დეკემბერს.
ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 84-ე მუხლი აწესებს ხანდაზმულობის სპეციალურ ერთწლიან ვადას, რომელიც განსახილველ შეთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული, ვინაიდან სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელეს მოტყუებით მოაწერინეს ხელი ხელშეკრულებას, რომელიც მოგვიანებით ჩუქების ხელშეკრულება აღმოჩნდა. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე უთითებს მხარეთა შორის სამისდღეშიო ხელშეკრულების არსებობაზე, რომელიც პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოშობს მარჩენალისთვის სარჩენი პირის მიმართ, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა მითითებული კონკრეტულად რა პირობებით იქნა მხარეთა შორის სამისდღეშიო ხელშეკრულება დადებული, სამოქალაქო კოდექსის 944-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, სარჩოს გადახდის ვადები დგინდება მისი ხასიათიდან და მიზნებიდან გამომდინარე, მხარეთა შეთანხმებით, სასამართლომ რომც მიიჩნიოს მოპასუხის ვალდებულებად წელიწადში ერთხელ გარკვეული სარჩოს გადახდა ან/და ნატურალური სახით მომსახურება, ფაქტია, რომ სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2017 წლის 07 დეკემბერს, შესაბამისად, ერთწლიანი ვადა გასულია, რაც სასარჩელო მოთხოვნას ხანდაზმულად აქცევს.
მიუხედავად აღნიშნულისა, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადაც არის გასული, რომელიც უნდა აითვალოს 2010 წლის 16 სექტემბრის მომდევნო დღიდან. ამდენად, ამ შემთხვევაშიც სარჩელი ხანდაზმულია, რის გამოც მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე კანონით დადგენილი წესით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამასთან, ვინაიადან მოსარჩელის სასარჩელო მტხოვნა არ დაკმაყოფილდა, სესაბამისად, მოპასუხესაც არ ეკისრება სახელმწიფო ბაჟის გადახდა არც სახელმწიფო სასარგებლოდ და არც მოსარჩელსი სასარგებლოდ. ამდენად, ორივე მხარე კანონით დადგენილი წესით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ლ---- მ--–---ის მიერ 2017 წლის 1------------- გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად და ამასთან, მოსარჩელე რ----- მ--–---ეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისროს აღნიშნულის ანაზღაურება.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან რ----- მ--–---ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფლებაზე, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ლ---- მ--–---ეს (პ/ნ N0----------) აეკრძალა უძრავი ქონების, მდებარე - ქ.თბილისი, ვ-–----–----–ას გ--------- კ--------–-----, კ------------; ბ-------; საკადასტრო კოდი N0---------------------- - გასხვისება და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთვა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე რ----- მ--–---ის სარჩელი მოპასუხე ლ---- მ--–---ის მიმართ 2010 წლის 16 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ამავე ხელშეკრულების სამისდღეშიო ხელშეკრულებად აღიარებისა და ბათილად ცნობის, მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ლ---- მ--–---ეს (პ/ნ N0----------) აეკრძალა უძრავი ქონების, მდებარე: ქ.თბილისი, ვ-–----–----–ას გ--------- კ--------–-----, კ------------; ბ-------; საკადასტრო კოდი N0---------------------- - გასხვისება და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთვა.
3. ორივე მხარე კანონით დადგენილი წესით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. მოპასუხე ლ---- მ--–---ის მიერ 2017 წლის 1------------- სარჩელის უზრუნველყოფის საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
5. მოსარჩელე რ----- მ--–---ეს მოპასუხე ლ---- მ--–---ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე