მუხლი 945. გადაცემული ქონების გასხვისების დაუშვებლობა
1. სარჩენის სიცოცხლეში მარჩენალს უფლება არა აქვს გაასხვისოს, დააგირაოს ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება სარჩენის წერილობითი თანხმობის გარეშე. მარჩენალის ვალების გამო გადახდევინების მიქცევა ამ ქონებაზე დაუშვებელია.
2. როცა სარჩენი მარჩენალს გადასცემს უძრავ ქონებას, მაშინ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად მას აქვს იპოთეკის უფლება ამ ქონებაზე.
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 945. გადაცემული ქონების გასხვისების დაუშვებლობა 1. სარჩენის სიცოცხლეში მარჩენალს უფლება არა აქვს გაასხვისოს, დააგირაოს ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება სარჩენის წერილობითი თანხმობის გარეშე. მარჩენალის ვალების გამო გადახდევინების მიქცევა ამ ქონებაზე დაუშვებელია. 2. როცა სარჩენი მარჩენალს გადასცემს უძრავ ქონებას, მაშინ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად მას აქვს გირავნპობთეკის უფლება ამ ქონებაზე. საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.2
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(14)
საქმე №ას-952-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2025
…უფლებებით გადაცემაში, ანუ, მართალია, მარჩენალი კანონით დადგენილი წინაპირობების დაცვის შედეგად მოიპოვებს საკუთრების უფლებას სარჩენის ქონებაზე, თუმცა, მხოლოდ შეზღუდული სახით, რაც განკარგვითი უფლებამოსილებების შეზღუდვაში ვლინდება ( სსკ-ის 945-ე მუხლი). თავის მხრივ, ეს არის ბერკეტი სარჩენის ხელში, რათა შეინარჩუნოს გადაცემული ქონების საწყისი სამართლებრივი მდგომარეობა იმ შემთხვევისათვის, თუ მხარეთა…
…ვალდებულია ყურადღება გაამახვილოს ნების ნამდვილობის ყველა წინაპირობაზე, მათ შორის ფორმაზე და თუკი დაადგენს, რომ გარიგება ფორმის მხრივაც აკმაყოფილებს მოთხოვნებს, მაშინ უნდა გაარკვიოს ქონების შემდგომი გასხვისება შეესაბამება თუ არა სამოქალაქო კოდექსის 945-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნას (სარჩენის სიცოცხლეში მარჩენალს უფლება არა აქვს გაასხვისოს, დააგირაოს ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული…
…უფლებებით გადაცემაში, ანუ, მართალია, მარჩენალი კანონით დადგენილი წინაპირობების დაცვის შედეგად მოიპოვებს საკუთრების უფლებას სარჩენის ქონებაზე, თუმცა მხოლოდ შეზღუდული სახით, რაც განკარგვითი უფლებამოსილებების შეზღუდვაში ვლინდება ( სსკ-ის 945-ე მუხლი). თავის მხრივ, ეს არის ბერკეტი სარჩენის ხელში, რათა შეინარჩუნოს გადაცემული ქონების საწყისი სამართლებრივი მდგომარეობა იმ შემთხვევისათვის, თუ მხარეთა…
…(იხ. აღწერილობითი ნაწილის მეორე და მომდევნო პუნქტები), რომ პირველ მოპასუხესთან სამისდღეშიო რჩენაზე ( სსკ-ის 941-ე მუხლი) დადო ხელშეკრულება და მას ამ უკანასკნელისათვის საკუთრების გასხვისების უფლებამოსილება არ მიუნიჭებია ( სსკ-ის 945-ე მუხლი). ამდენად, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს ამ ნაწილში და მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მოპასუხესთან სამისდღეშიო რჩენის…
…შემძენს. მან ბინა შედარებით შეღავათიან ფასად იყიდა იმ პირობით, რომ მოსარჩელე დარჩებოდა ბინაში სანამ მისი საკითხი არ გადაწყდებოდა. 35. მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 54-ე, 56-ე, 941-ე, 942-ე, 945-ე მუხლები და უნდა გამოეყენებინა 81-ე, 72-ე, 73-ე, 524-ე- 530-ე, 79-ე, 183-ე და 187-ე მუხლები. 36. კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა მოცემულ…