1. თამაშობა ან სანაძლეო მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. ეს წესი ვრცელდება სესხსა და ავანსზე, რომელიც განზრახ მიეცა თამაშისათვის ან სანაძლეოსათვის.
2. თამაშის ან სანაძლეოს საფუძველზე განხორციელებული შესრულების უკან გამოთხოვა არ შეიძლება.
3. კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება არ არის თამაშობა ან სანაძლეო და მასზე არ ვრცელდება ამ მუხლის მოქმედება. კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება რეგულირდება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5674 – ვებგვერდი, 31.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.12.2019-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 951. ცნება 1. თამაშობა ან სანაძლეო მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. ეს წესი ვრცელდება სესხსა და ავანსზე, რომელიც განზრახ მიეცა თამაშისათვის ან სანაძლეოსათვის, . 2. თასევე სმაბშირჟოს ან სამინაძლეოს მსგაფუძვსელზე განხორციგებლებზული შესაქონრულების უკან სგაბირჟმო ქთხოვა ღარ შეიძლდება. 3. კვალის მფიწოდებციური ფინანსური ხელშესახკრულებ, ა არ ომელსაცრის თამაშის ობა ან სანაძლეოს ხ და მასიზე ათი აქრ ვს. 2. თრცელდება მაშმ მუხლის მოქმედებან ს. კვანაძლეოს საიფიციუძველზე გრი ფინანხოსურცი ხელშებკრული შესბა რეგულირდება „ფინანსუკრი გირავნობის, ურთიერთგამოქვითხოვისა და დერ შივატივებიძლს შესახებ“ საქართველოს კანონით.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(3)
საქმე №ბს-1421(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.02.2019
…პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს „…მა“ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა კასატორი - შპს „…ი“ არ ეთანხმება სასამართლოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო შემთხვევა განსხვავდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 951-ე მუხლით განმარტებული თამაშობისგან, ვინაიდან, 951-ე მუხლი ზუსტად განმარტავს თამაშობის და სანაძლეოს შემდეგნაირად: „თამაშობა ან…
…ნებართვას. ამავე კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად საქართველოს ფინანსთა სამინისტროში უნდა წარადგინოს მომგებიანი თამაშობების გათამაშების წესი და მომგებიანი თამაშობის ბილეთის ნიმუში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 951-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თამაშობა ან სანაძლეო მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, თამაშის ან…
…მფლობელი და მისი რეესტრში გატარებას და ასევე დაჯარამებას დარღვევის შემთხვევაში ახორციელებს შემოსავლების სამსახური. მიიჩნევს, რომ აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ტოტალიზატორი ადგენს რაიმე სხვა ტიპის თამაშობას და რომ ის თავისუფალია სამოქალაქო კოდექსის 951-ე მუხლით დადგენილი წესისგან. 8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი…
მუხლი 1. ადგილობრივი მმართველობის ცნება— ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – მერიის დებულების დამტკიცების შესახებ