საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5674-რს
სარეგისტრაციო კოდი
040000000.05.001.019737
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 258-ე მუხლის 31 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. ფინანსურ გირავნობასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

2. 418-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ურთიერთგაქვითვის ან საბოლოო ურთიერთგაქვითვის განხორციელების შედეგად გამოთვლილი მხარის ნეტვალდებულება არ არის პირგასამტეხლო ან სხვა, მსგავსი შინაარსის საჯარიმო სანქცია და არ უნდა იქნეს მიჩნეული პირგასამტეხლოდ ან სხვა, მსგავსი შინაარსის საჯარიმო სანქციად.“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4421 მუხლი:

„მუხლი 4421. ურთიერთგაქვითვა და საბოლოო ურთიერთგაქვითვა

ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში დადებული კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულებიდან გამომდინარე ორმხრივი ვალდებულებები შეიძლება შესრულდეს ურთიერთგაქვითვით ან/და საბოლოო ურთიერთგაქვითვით, რაც რეგულირდება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

4. 799-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. დერივატივი არ არის დაზღვევის ხელშეკრულება. დერივატივთან დაკავშირებული   ურთიერთობები   რეგულირდება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამ მუხლისა და ამ კოდექსის მე-800−858-ე მუხლების მოქმედება არ ვრცელდება აღნიშნული კანონიდან გამომდინარე ურთიერთობებზე.“.

5. 951-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თამაშობა  ან  სანაძლეო  მოთხოვნის  უფლებას  არ  წარმოშობს.  ეს  წესი ვრცელდება  სესხსა  და ავანსზე, რომელიც განზრახ მიეცა თამაშისათვის ან სანაძლეოსათვის.“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება არ არის თამაშობა ან სანაძლეო და მასზე არ ვრცელდება ამ მუხლის მოქმედება.  კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება რეგულირდება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

20 დეკემბერი 2019 წ.

N5674-რს