საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 16511 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დამსაქმებლის ან დასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა“;
ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა ან „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის საპენსიო შენატანის ანაზღაურების ვალდებულების დარღვევა (მიუხედავად გამოვლენილი დარღვევების საერთო რაოდენობისა) –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“;
გ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 ნაწილები:
„21. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა −
გამოიწვევს გაფრთხილებას.
22. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“;
დ) მე-3 და მე-4 ნაწილები ამოღებულ იქნეს.
2. 219-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ამ კოდექსის 1271 მუხლის მე-2, 31 და 32 ნაწილებითა და 157-ე, 165-ე, 16510 და 195-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის − საგადასახადო ორგანოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ თანამდებობის პირებს;“.
3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2298 მუხლი:
„მუხლი 2298. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საპენსიო სააგენტო
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს შესაბამის ორგანოებს/სამსახურებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აქვთ ამ კოდექსის 16511 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“.
4. 239-ე მუხლის:
ა) 57-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„57. ამ კოდექსის 99-ე და 16510 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.“;
ბ) 75-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 76-ე ნაწილი:
„76. ამ კოდექსის 16511 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი პირები მათ მიერვე დამტკიცებული ფორმების შესაბამისად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან.
თბილისი, 1 ნოემბერი 2023 წ. N3609-XIIIმს-Xმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.11.2023.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 01.11.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3609-XIIIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 020000000.05.001.021085.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.11.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №3609-XIIIმს-Xმპ, 01.11.2023, სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.021085 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.11.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5952126/