საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 1071 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1071. საერთო სარგებლობის ტრანსპორტის შიდა მოწყობილობის დაზიანება
საჰაერო ტრანსპორტის, სარკინიგზო ტრანსპორტის, მეტროპოლიტენის, საზღვაო ტრანსპორტის, შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის, ავტობუსის, ტროლეიბუსის, ტრამვაის, სამარშრუტო ტაქსის შიდა მოწყობილობის დაზიანება −
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების სამიდან ექვს მინიმალურ ოდენობამდე.“.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1145 მუხლი:
„მუხლი 1145. შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევა
1. შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევა −
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში, −
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“.
3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2121 მუხლი:
„მუხლი 2121. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
ამ კოდექსის 1145 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილ პირებს.“.
4. 239-ე მუხლის:
ა) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ამ კოდექსის 1071 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ პოლიციის, სარკინიგზო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის ორგანოების მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.“;
ბ) 471 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 472 ნაწილი:
„472. ამ კოდექსის 1145 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 2 იანვრიდან.
თბილისი, 28 ივნისი 2023 წ. N3312-XIმს-Xმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.06.2023.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 28.06.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3312-XIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 020000000.05.001.020978.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.06.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №3312-XIმს-Xმპ, 28.06.2023, სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.020978 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.06.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5840329/