საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3000-XIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
020000000.05.001.020876
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/06/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1061−1063 მუხლები:

„მუხლი 1061. მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის პირობებისა და მემანქანის სერტიფიცირების წესების დარღვევა

1. მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის პირობებისა და მემანქანის სერტიფიცირების წესების დარღვევა −

გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, განმეორებით ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

3. მატარებლის მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც მემანქანის მართვის უფლება არ აქვს ან შეჩერებული აქვს, −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

4. იგივე ქმედება, განმეორებით ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

5. მატარებლის სამართავად გადაცემა იმ პირისთვის, რომელსაც მემანქანის მართვის უფლება არ აქვს ან შეჩერებული აქვს, −

გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

6. იგივე ქმედება, განმეორებით ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 1062. საქართველოს სარკინიგზო კოდექსით გათვალისწინებული სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დარღვევა

1. საქართველოს სარკინიგზო კოდექსით გათვალისწინებული სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დარღვევა −

გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 106 3. სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის დარღვევა

1. სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის დარღვევა −

გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2111 მუხლი:

„მუხლი 2111. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო

ამ კოდექსის 1061−1063 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილ პირს.“.

3. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 ნაწილი:

„111. ამ კოდექსის 1061−1063 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

31 მაისი 2023 წ.

N3000-XIმს-Xმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (5 მუხლი)

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.05.2023.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 31.05.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3000-XIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 020000000.05.001.020876.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.05.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №3000-XIმს-Xმპ, 31.05.2023, სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.020876 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.05.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5815267/