1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 1537, 1538 და 15310−15312 მუხლებით, 1553 მუხლის პირველი−მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 1556 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 165-ე მუხლით, 1715 მუხლის მე-3, მე-7, 81 და 82 ნაწილებითა და 1764−1766  და 194-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში – ამ კოდექსის 4210 მუხლით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 1271 მუხლის მე-2, 31 და 32 ნაწილებითა და 1291, 157-ე, 17417, 17714, 17715, 1911 და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ:

ა) ამ კოდექსის 1271 მუხლის მე-2, 31 და 32 ნაწილებითა და 157-ე, 165-ე, 16510 და 195-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის − საგადასახადო ორგანოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ თანამდებობის პირებს;

ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1291, 194-ე და 195-ე მუხლებით, – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეებს, სამმართველოს უფროსსა და მის მოადგილეს, რეგიონალური საგადასახადო ორგანოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, საგადასახადო ორგანოების სხვა, სათანადოდ უფლებამოსილ პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სხვა უფლებამოსილ თანამდებობის პირებს;

გ) ამ კოდექსის 4210 მუხლით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 1553 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 1556 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1715 მუხლის მე-3, მე-7, 81 და 82 ნაწილებითა და 17417, 1764−1766, 17715 და 1793 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ პირებს.

3. ამ კოდექსის 1537, 1538, 15310−15312 და 1764−1766 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.

31. ამ კოდექსის 17714 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადმინისტრაციული გამოკვლევის საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადგილზე არ შედგეს და სამართალდამრღვევს ჩაჰბარდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე სამართალდამრღვევის ხელმოწერა სავალდებულო არ არის.

32. ამ კოდექსის 1352 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადმინისტრაციული გამოკვლევის საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადგილზე არ შედგეს და სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩაჰბარდეს. ამ შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერა სავალდებულო არ არის. ამასთანავე, შესაძლებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი ტექნიკური საშუალებით (ფოტო- ან/და ვიდეოგადაღების მეშვეობით) დაფიქსირდეს.

4. ამ კოდექსის 1553 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 1556 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 1715 მუხლის მე-3, მე-7, 81 და 82 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადმინისტრაციული გამოკვლევის საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადგილზე არ შედგეს და სამართალდამრღვევს  ჩაჰბარდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე სამართალდამრღვევის ხელმოწერა სავალდებულო არ არის. ამასთანავე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი უნდა დაფიქსირდეს ტექნიკური საშუალებით (ფოტო- ან/და ვიდეოგადაღების მეშვეობით).

5. ამ კოდექსის 1911 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.

6.  ამ კოდექსის 4210, 17417 და 17715 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №753 – სსმ I, №6, 20.03.2001 წ., მუხ.12

საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3409 – სსმ I, №5, 04.03.2004წ., მუხ.18

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №923 – სსმ I, №41, 30.12.2004 წ., მუხ.204

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1756 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.252

საქართველოს 2005 წლის 9 ნოემბრის კანონი №2024 – სსმ I. №48, 29.11.2005წ., მუხ.321

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2788 – სსმ I, №8, 24.03.2006წ., მუხ.60

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4232 – სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.383

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4258 – სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.418

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5242 – სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.306

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1930- სსმ I, №32, 06.11.2009წ., მუხ.193

საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3593 – სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.345

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6395 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2014 წლის 26 ივლისის კანონი №2542 – ვებგვერდი, 06.08.2014წ.

საქართველოს 2016 წლის 29 დეკემბრის კანონი №241 – ვებგვერდი, 13.01.2017წ.

საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №861 – ვებგვერდი, 30.05.2017წ.

საქართველოს 2017 წლის 15 დეკემბრის კანონი №1776 – ვებგვერდი, 28.12.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2054 – ვებგვერდი, 26.03.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2055 – ვებგვერდი, 26.03.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 19 აპრილის კანონი №2170 – ვებგვერდი, 26.04.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 19 აპრილის კანონი №2171 – ვებგვერდი, 26.04.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის კანონი №2196 – ვებგვერდი, 10.05.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2261 – ვებგვერდი, 24.05.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3304 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3316 – ვებგვერდი, 07.08.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3317 – ვებგვერდი, 07.08.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5272 – ვებგვერდი, 11.11.2019წ.

საქართველოს 2020 წლის 23 აპრილის კანონი №5887 – ვებგვერდი, 24.04.2020წ.

საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5925 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.

საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6491 – ვებგვერდი, 02.07.2020წ.

საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1190 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1350 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.

საქართველოს 2022 წლის 17 თებერვლის კანონი №1393 – ვებგვერდი, 23.02.2022წ.

საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2592 – ვებგვერდი, 24.02.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3280 – ვებგვერდი, 05.07.2023წ
.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3609 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3962 – ვებგვერდი, 25.12.2023