1. საავტომობილო ტრანსპორტისა და ელექტროტრანსპორტის ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 1271 მუხლის 31 და 32 ნაწილებით (თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში), 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 129-ე მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებით, 130-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) (საავტომობილო ტრანსპორტსა და ელექტროტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) და 1781 მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტსა და ელექტროტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ორგანოების სახელით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ კონტროლიორ-რევიზორს, ბილეთის კონტროლიორს და საავტომობილო ტრანსპორტისა და ელექტროტრანსპორტის (ტროლეიბუსი, ტრამვაი) სხვა, საამისოდ უფლებამოსილ მუშაკებს.

3. ამ კოდექსის 1185 და 1186 მუხლებითა და 1271 მუხლის 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი პირი ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207

საქართველოს 1999 წლის 23 ივნისის კანონი №2148 – სსმ I, №27(34), 06.07.1999წ., მუხ.143

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110

საქართველოს 2006 წლის 24 ნოემბრის კანონი №3769 – სსმ I, №45, 09.12.2006წ., მუხ.308

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №956 – სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.330

საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5272 – ვებგვერდი, 11.11.2019წ.

საქართველოს 2020 წლის 5 თებერვლის კანონი №5707 – ვებგვერდი, 10.02.2020წ.

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3799 – ვებგვერდი, 20.12.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4335 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4337 – ვებგვერდი, 12.07.2024