1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 45-ე, 451 და 166-ე მუხლებით და ჩადენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის ტერიტორიაზე იმავე სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ, აგრეთვე რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1963, 1966 და 1971 მუხლებითა და 1973 მუხლის მე-2 ნაწილით და ჩადენილია პირის მიერ;

ბ) განიხილოს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და მიიღოს შესაბამისი დადგენილება (მათ შორის, ელექტრონული დადგენილება), აგრეთვე გასცეს სააღსრულებო ფურცელი იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1711 მუხლით (საქართველოს თავდაცვის ძალების დაწესებულების შენობა-ნაგებობაში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის), 1825, 1826, 1941, 1961, 1967 და 197-ე მუხლებით, 1973 მუხლის პირველი ნაწილითა და 198-ე−1982 მუხლებით.

2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნორმატიული  აქტით განისაზღვრება:

ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, დადგენილების (მათ შორის, ელექტრონული დადგენილების) მიღებისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირები, აგრეთვე ამ კოდექსით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისთვის საჭირო სხვა უფლებამოსილებების განმახორციელებელი სუბიექტები;

ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმები, აგრეთვე მათი დამტკიცებისა და შევსების/წარმოების წესები.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს 1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1619 – სსმ I, №23, 24.07.2002წ., მუხ.109

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4322 – სსმ I, №4, 12.01.2007წ., მუხ.62

საქართველოს 2013 წლის
27
ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ.

საქართველოს 2014
წლის 29
ივლისის კანონი №2555 – ვებგვერდი, 08.08.2014წ.

საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №712 – ვებგვერდი, 10.05.2017წ.

საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №861 – ვებგვერდი, 30.05.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 31
ოქტომბრის
კანონი №3590
– ვებგვერდი, 21.11.2018წ.

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3538 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №452 - ვებგვერდი, 10.04.2025წ.

საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №717 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1271 - ვებგვერდი, 24.12.2025