საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 32-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
2. 1971 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით პირის გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა ან სამედიცინო შემოწმების გასავლელად პირის მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში გამოუცხადებლობა“;
ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით პირის გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა ან სამედიცინო შემოწმების გასავლელად პირის მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში გამოუცხადებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“.
3. 220-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 220. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 45-ე, 451 და 166-ე მუხლებით და ჩადენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის ტერიტორიაზე იმავე სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ, აგრეთვე რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1963, 1966 და 1971 მუხლებითა და 1973 მუხლის მე-2 ნაწილით და ჩადენილია პირის მიერ;
ბ) განიხილოს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და მიიღოს შესაბამისი დადგენილება (მათ შორის, ელექტრონული დადგენილება), აგრეთვე გასცეს სააღსრულებო ფურცელი იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1711 მუხლით (საქართველოს თავდაცვის ძალების დაწესებულების შენობა-ნაგებობაში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის), 1825, 1941, 1961, 1967 და 197-ე მუხლებით, 1973 მუხლის პირველი ნაწილითა და 198-ე−1982 მუხლებით.
2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით განისაზღვრება:
ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, დადგენილების (მათ შორის, ელექტრონული დადგენილების) მიღებისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირები, აგრეთვე ამ კოდექსით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისთვის საჭირო სხვა უფლებამოსილებების განმახორციელებელი სუბიექტები;
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმები, აგრეთვე მათი დამტკიცებისა და შევსების/წარმოების წესები.“.
4. 239-ე მუხლის:
ა) 53-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„53. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ იმავე სამინისტროს სისტემის ტერიტორიაზე ამ კოდექსის 45-ე, 451 და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, აგრეთვე პირის მიერ ამ კოდექსის 1963, 1966 და 1971 მუხლებითა და 1973 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სათანადო უფლებამოსილი პირი.“;
ბ) 71-ე ნაწილი ამოღებულ იქნეს.
5. 242-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:
„7. ამ კოდექსის 1711 მუხლით (საქართველოს თავდაცვის ძალების დაწესებულების შენობა-ნაგებობაში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის), 1825, 1941, 1961, 1967 და 197-ე მუხლებით, 1973 მუხლის პირველი ნაწილითა და 198-ე−1982 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ დგება. აღნიშნულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიიღება ამ კოდექსის 266-ე მუხლით გათვალისწინებული დადგენილება, რომელშიც, ამ კოდექსის 266-ე მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის გარდა, უნდა მიეთითოს საბანკო რეკვიზიტები, რომლებითაც დაკისრებული ჯარიმა უნდა იქნეს გადახდილი, აგრეთვე მისი გადახდის ვადა და სამართლებრივი შედეგები, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს ამ ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობას.“.
6. 246-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს − აღნიშნული სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ იმავე სამინისტროს სისტემის ტერიტორიაზე ამ კოდექსის 45, 451 და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში.“.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2−მე-6 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა) მე-2 ნაწილი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს;
ბ) მე-3−მე-6 ნაწილები ამოქმედდეს 2025 წლის 2 სექტემბრიდან.
თბილისი, 24 ივნისი 2025 წ. N717-IIმს-XIმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 32. ადმინისტრაციული პატიმრობა
- მუხლი 220. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
- მუხლი 239. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
- მუხლი 242. შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ოქმი არ შედგება
- მუხლი 246. ორგანოები (თანამდებობის პირები), რომლებსაც აქვთ ადმინისტრაციული დაკავების უფლება
- მუხლი 1971. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით პირის გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა ან/და სამედიცინო შემოწმების გასავლელად მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში გ
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.06.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 24.06.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №717-IIმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 020000000.05.001.102676.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.06.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №717-IIმს-XIმპ, 24.06.2025, სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.102676 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6535492/