ბრძანება N 23917

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.11.2024
№ დოკუმენტი 23917
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23917

11 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------);

მის: (----------;)

2024 წლის 18 და 22 ოქტომბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 8 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №120) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №173173/21 და №175846/21 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 11 ოქტომბრის №AL056960 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალება, რომლის არასწორი რეგისტრაციის გამოც არის დაჯარიმებული, ფაქტობრივად მისული იყო კამერებთან და 15 წამის ინტერვალში შეასწრო დარეგისტრირებას ტირპარკში.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 11 ოქტომბერს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ მიმდებარედ არსებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგის მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული, შპს „----------“ (ს/ნ ----------) კუთვნილი ავტოსადგომის კამერალური შემოწმება.

შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია განხორციელდა დადგენილი წესების დარღვევით, კერძოდ №---------- ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას (რიგის ნომერი – ----------; თარიღი – ----------) სარეგისტრაციო კამერასთან არ იდგა სატრანსპორტო საშუალება (სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია განხორციელდა ავტოსადგომში შესვლის შემდეგ), რაც დასტურდება ნომრის ამომცნობი სპეციალური ვიდეოკამერის მიერ გადაღებული ფოტოსურათით.

ვინაიდან შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ განმეორებით (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №---------- (12.09.2024) დაირღვა ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები, გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 11 ოქტომბერს შედგენილ იქნა №---------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „----------“ (ს/ნ ----------) დაეკისრა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271 მუხლის 32 ნაწილით გათვალისიწინებული პასუხისმგებლობა და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №258/№73 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილია, რომ ავტოსადგომზე ავტოსატრანსპორტო საშუალების შესვლისას ავტომატურად (ნომრის ამომცნობი სპეციალური ვიდეოკამერით) ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომრის იდენტიფიცირება, მონაცემთა ბაზაში გადამოწმება, „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ რეგისტრაცია და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, პრიორიტეტულად გადასაადგილებლის სტატუსის მინიჭება. ამასთან, ავტოსადგომის ადმინისტრაცია ვალდებულია, გადაამოწმოს ავტომატურად (ნომრის ამომცნობი სპეციალური ვიდეოკამერით) აღქმული და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომრის ფაქტობრივი მონაცემები და განსხვავების შემთხვევაში, უზრუნველყოს „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ასახული არასწორი მონაცემების შესწორება.

ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ავტოსადგომზე შესვლისას, შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობის მეშვეობით მძღოლზე გაიცემა ქვითარი (გარდა ამ მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), სადაც მითითებული იქნება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი, ავტოსადგომზე შესვლის თარიღი და დრო, აგრეთვე რიგის ნომერი და ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების პრიორიტეტის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია ქვითრის ამობეჭდვა, აღნიშნული მონაცემები მიეთითება შესაბამის ფურცელზე და დამოწმდება ავტოსადგომის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. ამასთან, ავტოსადგომის ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნული ქვითარი/შესაბამისი ფურცელი გასცეს მხოლოდ ავტოსადგომზე შესულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მე-10 მუხლით დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 23-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.

ამავე საკანონმდებლო აქტის 1271 -ე მუხლის 31 ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან არაუმეტეს 20 კმ-ის რადიუსში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული M2, M3, N2 და N3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ამავე მუხლის 32 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ მომჩივანმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში არასწორად მოახდინა ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ მოქმედებას, რომლისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო ვინაიდან, მომჩივანი არის ადმინისტრაციულ სახდელდადებული და ერთი წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271 -ე მუხლის 32 ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმა) დადება მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

აქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად იქნეს დატოვებული 2024 წლის 11 ოქტომბრის №AL056960 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ლაგოდეხის მაგისტრატ სასამართლოში (მის.: ქ. ლაგოდეხი, 26 მაისის ქ. №19) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში არასწორად მოახდინა ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ მოქმედებას, რომლისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო ვინაიდან, მომჩივანი არის ადმინისტრაციულ სახდელდადებული და ერთი წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმა) დადება მართლზომიერია.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემდეგ ნორმებს: 1271(32).