ბრძანება N 19053
📄 სრული ტექსტი
N 19053
27 აგვისტო 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------ის“ (ს/ნ ---------------)
მის: -----------------------------------)
2025 წლის 9 და 11 აგვისტოს საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 22 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №70) განიხილა შპს „---------ის“ (ს/ნ ---------------) №25616/2/2025 და №126766/21-11 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 4 აგვისტოს №------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრების ავტორი არ ეთანხმება სადავო ოქმში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას და ითხოვს დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის აგვისტოს თვეში, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირების მიერ განხორციელდა საბაჟო გამშვები პუნქტი „------ის“ მიმდებარედ არსებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგის მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული შპს „---------ის“ (ს/ნ ---------------) კუთვნილი ავტოსადგომის კამერალურად შემოწმება.
შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ დარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება განსაზღვრულ ვადაზე ადრე გავიდა ავტოსადგომის ტერიტორიიდან, რის თაობაზეც ავტოსადგომის წარმომადგენლების მიერ არ მოხდა შეტყობინების გაგზავნა საბაჟო დეპარტამენტში. ამასთან, აღნიშნულმა სატრანსპორტო საშუალებებმა საბაჟო ფორმალობების გავლის შემდეგ კვლავ ისარგებლა ავტოსადგომში წინასწარ დაკავებული რიგის ნომრით, კერძოდ: №------ ავტოსატრანსპორტო საშუალება ავტოსადგომში დარეგისტრირდა 2025 წლის 2 აგვისტოს --:- -საათზე და მიენიჭა რიგის ნომერი - ----, რის შემდეგაც დატოვა ავტოსადგომის ტერიტორია ისე, რომ აღნიშნულის შესახებ არ უცნობებია საბაჟო ორგანოსთვის.
ვინაიდან, შპს „---------ის“ (ს/ნ ---------------) მიერ დაირღვა ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები, გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტებზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირების მიერ, შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (№---- 04.08.2025), რომლითაც შპს „--------ს“ (ს/ნ ---------------) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271 მუხლის 31 ნაწილის შესაბამისად და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №258/№73 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის“ მე-16 მუხლის მე-9 პუნქტი ადგენს, რომ ვტოსადგომზე შესვლისას, შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობის მეშვეობით მძღოლზე გაიცემა ქვითარი (გარდა ამ მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), სადაც მითითებული იქნება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი, ავტოსადგომზე შესვლის თარიღი და დრო, აგრეთვე რიგის ნომერი და ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების პრიორიტეტის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია ქვითრის ამობეჭდვა, აღნიშნული მონაცემები მიეთითება შესაბამის ფურცელზე და დამოწმდება ავტოსადგომის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. ამასთან, ავტოსადგომის ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნული ქვითარი/შესაბამისი ფურცელი გასცეს მხოლოდ ავტოსადგომზე შესულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.
ამავე მუხლის მე-11 პუნქტი მიუთითებს, რომ „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ასახული მონაცემების გამოყენებით განისაზღვრება ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომიდან გასვლის დრო, რის თაობაზეც მძღოლს ეცნობება ავტოსადგომში დამონტაჟებული სპეციალური მონიტორის საშუალებით და ავტოსადგომის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ.
იმავე მუხლის მე-17 პუნქტით კი დადგენილია, რომ „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ასახული მონაცემების გამოყენებით განსაზღვრულ ვადაზე ადრე ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომიდან გასვლის შემთხვევაში, ავტოსადგომის ადმინისტრაცია ვალდებულია, „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის გაუქმების მიზნით, აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს საბაჟო ორგანოს. ამასთან, ავტოსადგომზე დაბრუნების შემთხვევაში, ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება რიგის ნომრის თავიდან მინიჭებას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მე-10 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 23-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 1271 მუხლის 31 ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან არაუმეტეს 20 კმ-ის რადიუსში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული M2, M3, N2 და N3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევას. აღნიშნული წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ მოქმედებას, რომლისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271 მუხლის 31 ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმა) დადება მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---------ის“ (ს/ნ ---------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად იქნეს დატოვებული 2025 წლის 4 აგვისტოს №AL064247 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელი;
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ლაგოდეხის მაგისტრატ სასამართლოში (მის.: ლაგოდეხი, 26 მაისის ქ. №19) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრების ავტორი არ ეთანხმება სადავო ოქმში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას და ითხოვს დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის აგვისტოს თვეში, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირების მიერ განხორციელდა საბაჟო გამშვების მიმდებარედ არსებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგის მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული მომჩივანის კუთვნილი ავტოსადგომის კამერალურად შემოწმება.
შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ დარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება განსაზღვრულ ვადაზე ადრე გავიდა ავტოსადგომის ტერიტორიიდან, რის თაობაზეც ავტოსადგომის წარმომადგენლების მიერ არ მოხდა შეტყობინების გაგზავნა საბაჟო დეპარტამენტში. ამასთან, აღნიშნულმა სატრანსპორტო საშუალებებმა საბაჟო ფორმალობების გავლის შემდეგ კვლავ ისარგებლა ავტოსადგომში წინასწარ დაკავებული რიგის ნომრით, ისე, რომ აღნიშნულის შესახებ არ უცნობებია საბაჟო ორგანოსთვის.
ვინაიდან,მომჩივანის მიერ დაირღვა ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები, გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტებზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირების მიერ, შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი , რომლითაც მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271 მუხლის 31 ნაწილის შესაბამისად და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემდეგ ნორმას: 1271 (31);