ბრძანება N 11811

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.05.2026
№ დოკუმენტი 11811
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11811

29 მაისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს------- (ს/ნ ---------------)

(მის.: ----------------------------)

2026 წლის 1 მაისის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 8 და 22 მაისის სხდომებზე (ოქმი №38 და №42) განიხილა შპს „-----” (ს/ნ -----) №102114/1/2026 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება მომსახურების დეპარტამენტის 2026 წლის 22 აპრილის №004040 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის პოზიცია:

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2025 წლის 7 სექტემბერს ----- ზე დარეგისტრირდა ფიზიკური პირი ------, რომელმაც რეგისტრაციის ეტაპზე მისი იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია განახორციელდა უცხოური დოკუმენტით. იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის ეტაპზე მან ვებ-გვერდზე, დოკუმენტის ასატვირთ ველში ატვირთა ------ პასპორტი, ხოლო ვერიფიკაციის ეტაპი დაასრულა ვიდეო, ე.წ „ლაივ ვერიფიკაციის“ პროცესის საშუალებით: მომხმარებელი:------; მომხმარებლის სახელი: …; პინ კოდი:….; რეგისტრაციის თარიღი: 2025-09-07 ----; რეგისტრაციისას გამოყენებული დოკუმენტის ნომერი: -------; დოკუმენტი: ------ პასპორტი. ვერიფიკაციის მეთოდი: ვიდეო, ე.წ „ლაივ ვერიფიკაცია“. რეგისტრაციის ეტაპზე მომხმარებლის მიერ მოწოდებული საიდენტიფიკაციო მონაცემები, კერძოდ, დოკუმენტის ნომერი გადამოწმდა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ყველაზე ბოლოს (უახლეს) გამოგზავნილ დამოკიდებულ და აკრძალულ პირთა სიაში. ამასთან, სანქციადაკისრებულ პირთა სიაში, თუმცა, არცერთ ბაზაში აღნიშნული პირი არ მოიძებნა.

ამდენად, მომხმარებლის ანგარიშის რეგისტრაცია/იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია განხორციელდა საკანონმდებლო მოთხონათა სრული დაცვით. კერძოდ:

1. „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის ბრძანება №2-ის მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის გ) ქვეპუნქტის მიხედვით: „ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, კლიენტი ფიზიკური პირის ვერიფიკაცია განახორციელოს შემდეგი დოკუმენტის საფუძველზე: გ) უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, პასპორტი, საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთისთვის ნებადართული სხვა დოკუმენტი ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა“.

2. „სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 26 თებერვლის №43 ბრძანების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ე) ქვეპუნქტის მიხედვით, „ოპერატორი ვალდებულია მოთამაშის ვერიფიკაცია განახორციელოს ქვემოთ მოცემული რომელიმე წესის შესაბამისად: ე) ტექნოლოგიური გადაწყვეტით, რომელიც იყენებს ბიომეტრიულ მონაცემებს გადაღებულ ფოტოსურათსა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ფოტოსურათზე ან/და სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მიღებულ ფოტოსურათზე გამოსახული პირის იდენტურობის დასადგენად“.

2. „სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 26 თებერვლის №43 ბრძანების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ე) ქვეპუნქტის მიხედვით, „ოპერატორი ვალდებულია მოთამაშის ვერიფიკაცია განახორციელოს ქვემოთ მოცემული რომელიმე წესის შესაბამისად: ე) ტექნოლოგიური გადაწყვეტით, რომელიც იყენებს ბიომეტრიულ მონაცემებს გადაღებულ ფოტოსურათსა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ფოტოსურათზე ან/და სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მიღებულ ფოტოსურათზე გამოსახული პირის იდენტურობის დასადგენად“.

კომპანიაში წერილის მიღებისთანავე დაწყებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ:

ა) ფ/პ ------ არასდროს ყოფილა ვებ-გვერდზე რეგისტრირებული საქართველოში გაცემული დოკუმენტითა და პირადი ნომრით;

ბ) მარეგულირებლის მიერ მოწოდებული უცხოური დოკუმენტის ნომრით (-------) არ იძებნება არცერთი მომხმარებელი;

გ) -------- სათამაშო ანგარიშის პროფილში გამოყენებულია დოკუმენტის შემდეგი ნომერი: -------- ამასთან, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოგზავნილ დამოკიდებულ და აკრძალულ პირთა სიაში მომხმარებელი შეყვანილია შემდეგი დოკუმენტის ნომრით: --------, რის გამოც ვერ მოხდა დამთხვევა მომჩივნის მიერ მოპოვებულ საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერსა და ბაზაში არსებულ ნომერს შორის.

ზემოაღნიშნულის მიზეზი არის ის, რომ კომპანია დოკუმენტის წაკითხვის ეტაპზე იყენებს ტექნიკურ საშუალებას (სერვისს), რომელიც ყველა დოკუმენტზე დატანილ ინფორმაციას კითხულობს დოკუმენტის ქვედა მხარეს არსებულ ე.წ. ----- ანუ -------დან. დოკუმენტის ეს ზონა მისი ციფრულად წაკითხვისას წარმოადგენს დოკუმენტის ვალიდაციის ყველაზე გავრცელებულ და უტყუარ ზონას. სპეციალური ალგორითმი ითვლის ციფრულ მნიშვნელობებს შემდეგი მონაცემებისთვის: დაბადების თარიღი, დოკუმენტის ნომერი და მოქმედების ვადა და ანიჭებს მათ უნიკალურ ციფრთა/სიმბოლოთა წყობას. ამდენად, დოკუმენტზე ვიზუალურ ნაწილში რომელიმე ველის გადაკეთება (დამახინჯება) ავტომატურად გამოიწვევს----- ზონის არდამთხვევას აღნიშნულ ველებთან. ეს კი იცავს დოკუმენტის მიმღებს ყალბი მონაცემების დამუშავებისგან. დოკუმენტის დამუშავების აღნიშნული სტანდარტი წარმოადგენს საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტს, რასაც განამტკიცებს ISO/----- სტანდარტი.

გადამხდელის მიერ მომხმარებლის დოკუმენტის მონაცემების წაკითხვა განხორციელდა დოკუმენტის ---- ზონიდან, რის საფუძველზეც სისტემამ დოკუმენტის ნომრად ჩაიწერა:------- ანუ დოკუმენტის ნომერი N სიმბოლოს გარეშე. ვინაიდან შემოსავლების სამსახურის მიერ გამოგზავნილ სიაში დოკუმენტის ნომრად შეყვანილი იყო ------, მონაცემები ერთმანეთს ვერ დაემთხვა. ამასთან, შედეგის თავიდან არიდება შეუძლებელი იქნებოდა დოკუმენტის ხელით (მანუალურად) გადამოწმების დროსაც, ვინაიდან დოკუმენტის ნომერში გამოყენებულია № სიმბოლო, ხოლო შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებულ ბაზაში ლათინური ასობგერა N. ჩვენს მიერ დოკუმენტის ნომრის ხელით გამოწერის შემთხვევაში აღნიშნული უზუსტობა მაინც დაფიქსირდებოდა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არის შესაბამისი კოდექსით დადგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. შესაბამისად, იმისათვის, რომ ქმედება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, ა) პირის მიერ ჩადენილი ესა თუ ის ქმედება ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ საკანონმდებლო კონსტრუქციას; ბ) ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული; გ) უნდა არსებობდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

თუმცა, ოქმში ნახსენებია მხოლოდ შესაბამისი დარღვევისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, ხოლო თუ სად, როდის და ვის მიერ ჰქონდა ადგილი ამგვარ ქმედებას, განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, შეუძლებელია იმის დადგენა, ჩადენილ იქნა თუ არა სამართალდაღვევა, ქმედების შემადგენლობის არარსებობის გამო.

გადამხდელი აღნიშნავს, რომ ადგილი არ ჰქონია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდესის 1765 (ნაწ. 1) მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, ხოლო ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შეჩერდეს ოქმით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სახდელის დადების ვადის დინება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ ------- (პ/ნ -------; უცხო ქვეყნის პასპორტის N------) 2026 წლის 13 მარტის მამხილებელი შეტყობინების (სატელეფონო ზარი) (ანალოგიური მამხილებელი შეტყობინება (ზარი) დაფიქსირდა 2026 წლის 27 მარტსაც), სადაც მოქალაქე განმარტავდა, რომ მისი მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის მიუხედავად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორების მიერ მაინც ხდებოდა მისი, როგორც დამოკიდებულ პირთა სიაში შეყვანილი პირის სათამაშოდ დაშვება) საფუძველზე, მომსახურების დეპარტამენტის 2026 წლის 26 მარტის №----- წერილით, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შერჩეული პირისგან გამოთხოვილ იქნა სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოქმედი ორგანიზატორების მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ სათამაშო ვებგვერდებზე/სათამაშო პლატფორმებზე 2026 წლის 9 მარტიდან (დამოკიდებულ პირთა სიაში შეყვანის თარიღი) 2026 წლის 26 მარტის ჩათვლით, ------- (პ/ნ ------; უცხო ქვეყნის პასპორტის N------) მიერ შექმნილ (არსებობის შემთხვევაში) სისტემურ-ელექტრონულ სათამაშო ანგარიშის/მოთამაშის ანგარიშის ტრანზაქციების (ანგარიშზე თანხის შეტანა, ფსონის განთავსება, ანგარიშიდან თანხის გამოტანა) შესახებ ინფორმაცია.

ზემოაღნიშნული წერილით მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილ იქნა სისტემურელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოქმედი ორგანიზატორების მიერ, ----- (პ/ნ -----; უცხო ქვეყნის პასპორტის N-----) ვებგვერდებზე რეგისტრაციის დროს მოპოვებული/მოთამაშის ელექტრონულ ფაილში არსებული მოთამაშის პირადი ნომრის ან პასპორტის მონაცემების შესახებ ინფორმაცია. ასევე, ვერიფიკაციის განსახორციელებლად აღნიშნული მოთამაშის მიერ ორგანიზატორებისთვის წარდგენილი, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოქმედი დოკუმენტის ასლი.

აღნიშნული წერილის საფუძველზე შერჩეული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან დადგინდა, რომ სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოქმედი ორგანიზატორებიდან, შპს „-----“ (ს/ნ -----) მხრიდან ადგილი ჰქონდა დამოკიდებულ პირთა სიაში შეყვანილი პირის სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ (სისტემურელექტრონული ფორმით ორგანიზებული სათამაშო აპარატების თამაშობები) თამაშობაში სათამაშოდ დაშვების ფაქტს. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოებულ დამოკიდებულ პირთა სიის მონაცემების თანახმად, ----- - პირი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად, იმავდროულად გააჩნია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, დამოკიდებულ პირთა სიაში შეყვანილ იქნა 2026 წლის 9 მარტს, როგორც პირადი ნომრით, ასევე, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტის) ნომრით. შერჩეული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის თანახმად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის - შპს „-----“ (ს/ნ -----) მიერ ორგანიზებულ სათამაშო ვებგვერდზე, -----რეგისტრირებული იყო უცხო ქვეყნის პასპორტით (პასპორტის -----) და დამოკიდებულ პირთა სიაში შეყვანის (2026 წლის 9 მარტი) შემდგომ პერიოდებში (2026 წლის 12 და 26 მარტი) ფიქსირდებოდა მისი სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ სათამაშო აპარატების თამაშობებში სათამაშოდ დაშვების ფაქტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2026 წლის 17 აპრილის №8617 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების №----- ნებართვის მფლობელის, შპს „----“ (ს/ნ ----) მიერ სანებართვო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმება. კერძოდ, შემოწმდა, შესრულებული იყო თუ არა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის №243 ბრძანებით დამტკიცებული „სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მოთხოვნების/სტანდარტების“ (დანართი №1) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი) და „უ1 “ ქვეპუნქტებით, ასევე 32-ე მუხლის 11 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები.

სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შედეგების შესახებ 2026 წლის 22 აპრილს შედგა შემოწმების აქტი N26. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „-----“ (ს/ნ -----) სისტემურელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების N----- ნებართვით ორგანიზებულ ვებგვერდზე (www.-----) სათამაშოდ დაუშვა ----- (უცხო ქვეყნის პასპორტის N----) პირი, რომელსაც „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ეკრძალება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა.

----- (უცხო ქვეყნის პასპორტის N------), პირის, რომელსაც „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ეკრძალება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ სათამაშო აპარატების თამაშობებში სათამაშოდ დაშვების ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1765 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შპს „-----“ (ს/ნ -----) მიმართ, 2026 წლის 22 აპრილს, შედგენილ იქნა №---- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ნებართვის მფლობელს ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლით დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1765 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამოკიდებულ პირთა სიაში ან/და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება − გამოიწვევს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 278-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივრის ან პროტესტის განხილვისას ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ;

ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნის შესახებ;

გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;

დ) ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილების გაუქმებისა და პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ;

ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის ზომის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ.

რაც შეეხება შპს „-----“ (ს/ნ -----) მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციას, რომ ნებართვის მფლობელი დოკუმენტების წაკითხვის ეტაპზე იყენებს ტექნიკურ საშუალებას (სერვისს), რომელიც ყველა დოკუმენტზე დატანილ ინფორმაციას კითხულობს დოკუმენტის ქვედა მხარეს არსებულ ე.წ ---- ანუ -------დან, რის საფუძველზეც სისტემამ დოკუმენტის ნომრად ჩაიწერა: ------ ანუ დოკუმენტის ნომერი N სიმბოლოს გარეშე და ვინაიდან შემოსავლების სამსახურის მიერ გამოგზავნილ სიაში დოკუმენტის ნომრად შეყვანილი იყო -----, მონაცემები ერთმანეთს ვერ დაემთხვა, ამასთან, შედეგის თავიდან არიდება შეუძლებელი იქნებოდა დოკუმენტის ხელით (მანუალურად) გადამოწმების დროსაც, ვინაიდან დოკუმენტის ნომერში გამოყენებულია № სიმბოლო, ხოლო შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებულ ბაზაში ლათინური ასობგერა N, აღნიშნულთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის №50 ბრძანებით დამტკიცებული „დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესის“ მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამოკიდებულ პირთა სიაში აისახება დამოკიდებულ პირთა შესახებ შემდეგი ინფორმაცია: პირადი ნომერი, ხოლო საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში, რომელსაც იმავდროულად გააჩნია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა - ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტში (მათ შორის, პასპორტში) მითითებული პირის პირადი/მაიდენტიფიცირებელი ნომერი.

განხილული საკანონმდებლო ნორმიდან გამომდინარე, ვინაიდან ----- მიერ წარმოდგენილ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტში პასპორტის ნომრის გარდა, არ იყო მითითებული სხვა პირადი/მაიდენტიფიცირებელი ნომერი,---- დამოკიდებულ პირთა სიაში ასახულ იქნა პასპორტის ნომრით - -----), ხოლო შპს „-----“ (ს/ნ -----) მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან დგინდება, რომ ----- სათამაშო ვებგვერდზე რეგისტრირებულია ---- ნომრით (არ არის გამოყენებული არც № სიმბოლო და არც ასობგერა N), შესაბამისად, მათ მიერ ვერ მოხდებოდა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნის აღსრულება - დამოკიდებულ პირთა სიაში შეყვანილი პირების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში სათამაშოდ არდაშვება.

ამასთან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 26 თებერვლის №43 ბრძანებით დამტკიცებული „სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, მოთამაშის ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს სავალდებულოა მიეთითოს/მოპოვებულ იქნეს სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია: მოთამაშის მოქალაქეობა, პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, გაცემის თარიღი, გამცემი ქვეყანა, გამცემი ორგანო და მოქმედების ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს მოქმედი საკანონმდებლო ნორმა, არ ითვალისწინებს მოთამაშის პასპორტის/დოკუმენტის ---- ანუ -----დან მიღებული მონაცემებით რეგისტრაციას.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „-----” (ს/ნ ------) მიერ დარღვეულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „უ1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები. შესაბამისად, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----” (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შეჩერდეს ოქმით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სახდელის დადების ვადის დინება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სათამაშო ბიზნესის ნებართვის მფლობელი კომპანია 10 000 ლარით დაჯარიმდა, რადგან მან სისტემურ-ელექტრონულ თამაშებში სათამაშოდ დაუშვა პირი, რომელსაც კანონმდებლობით ეკრძალებოდა აზარტულ თამაშებში მონაწილეობა. აღნიშნულ ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 176⁵ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 2026 წლის 22 აპრილს შედგა №004040 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

 

გადაწყვეტილება

მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „უ1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლებს