ბრძანება N 16794
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16794
23 ივლისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
----- ----- (ს/ნ ----- ) (მის.: ----- )
2026 წლის 8 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 17 ივლისის სხდომაზე (ოქმი N 64) განიხილა ----- (ს/ნ -----) N 103329/1/2026 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 8 ივლისის N AL071821 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საქონელი არ შეიცავს პლასტიკურ ნივთიერებას.
აღნიშნულზე და საჩივარზე წარდგენილი შესაბამისობის დეკლარაციაზე მითითებით ითხოვს, სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2026 წლის 12 ივნისს საფოტო გადამზიდავის შპს „-----“ მიერ, ------ (ს/ნ ----) კუთვნილ ----- საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის (ცარიელი ყავის პაკეტები) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით, შევსებულ იქნა N ----- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4, რომელსაც გადასახადების ადმინისტრირების სისტემაში „Oracle“ ინტეგრირებულ რისკის პროფილთან თანხვედრის გამო განესაზღვრა „ყვითელი დერეფანი“. დეკლარირებული საქონლის დათვალიერებისა და საბაჟო კონტროლის ღონისძიებების ეფექტურად განხორციელების მიზნით, აღნიშნული საბაჟო დეკლარაცია გადაყვანილ იქნა „წითელ დერეფანში“.
დეკლარირებული საქონლის დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ საფოსტო გზავნილში განთავსებულ ერთჯერად შესაფუთ პლასტიკის პარკებზე დარღვეული იყო „ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის N 472 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები.
----- (ს/ნ ----- ) მიერ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში (იმპორტში) დეკლარირებულ შესაფუთ პლასტიკის პარკებზე არ იყო განთავსებული დასახელებული რეგლამენტით დადგენილი ნიშანდება.
შესაბამისად, გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, 2026 წლის 8 ივლისს, საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა N ----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ----- ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ,,საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი"-ს 825 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენაში და სახდელის სახით შეეფარდა სანქცია 1000 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.
საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 17 ივლისის N 16382 ბრძანებით გასწორდა ----- (ს/ნ ----- ) მიმართ 2026 წლის 8 ივლისს შედგენილ N AL071821 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაშვებული შეცდომა და ოქმის მე-13 გრაფაში (შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელი) ჩანაწერი „1000,00 ერთი ათასი ლარი და 00 თეთრი (სახაზინო კოდი; 302003547)“ შეიცვალა ჩანაწერით „1000,00 ერთი ათასი ლარი და 00 თეთრი (სახაზინო კოდი; 302003547), პროდუქციის კონფისკაციით“.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პროდუქტი, რომლისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობა უნდა შეესაბამებოდეს ამ მოთხოვნებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ბაზარზე განთავსებისას და ექსპლუატაციის პერიოდში. მე-3 ნაწილი კი ადგენს, რომ არ შეიძლება აიკრძალოს, შეიზღუდოს ან ხელი შეეშალოს იმ პროდუქტის ბაზარზე განთავსებას, რომელიც აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.
„ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის N 472 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება „შეფუთვისათვის განკუთვნილ პლასტიკის პარკებზე (გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-9 მუხლის მე-3, მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა)“.
მითითებული ნორმის ფორმულირებიდან გამომდინარე, შეფუთვისათვის განკუთვნილ პლასტიკის პარკებზე არ ვრცელდება პლასტიკის პარკების იმპორტის აკრძალვა, თუმცა, ვრცელდება ამავე რეგლამენტის მე-9 მუხლით დადგენილი, ნიშანდებასთან დაკავშირებული რიგი ვალდებულებები, კერძოდ:
3. შეფუთვისათვის განკუთვნილ პლასტიკის პარკზე დატანილი უნდა იყოს იმ საქონლის ან პროდუქტის დასახელება, რომლის შესაფუთადაც არის განკუთვნილი პარკი ან/და „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშანი;
6. ინფორმაცია პარკზე უნდა განთავსდეს გამოსაჩენ ადგილას, ხედვის ერთ არეალში. დაუშვებელია ინფორმაციის გადაფარვა სხვა წარწერით ან ნახატით;
7. პარკზე განთავსებული ინფორმაცია მომხმარებლისთვის უნდა იყოს ადვილად წასაკითხი და გასაგები. ნიშანდებამ და აღწერილობამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი;
ზემოაღნიშნული რეგლამენტის მე-11 მუხლით დადგენილია, რომ პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლით დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 825 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისას, წარმოებისას ან/და რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის – „პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევა - გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით, ხოლო თუ აღნიშნული პროდუქციის კონფისკაცია შეუძლებელია - მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 ლარითა და გამოვლენილი პლასტიკის/ ბიოდეგრადირებადი პარკების (სამართალდარღვევის საგნის) რაოდენობის 0.25 ლარზე ნამრავლის ოდენობით.
მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შესაბამისობის დეკლარაცია პირდაპირ მიუთითებს, რომ საქონელი დამზადებულია პოლიმერული მასალისაგან. „ტექნიკური რეგლამენტის - პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის N 472 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ტერმინი „პლასტიკი“ განმარტებულია როგორც „სინთეზური ორგანული პოლიმერი (ქიმიური ნივთიერება), რომელიც პლასტიკის პარკის მთავარ სტრუქტურულ კომპონენტს წარმოადგენს და რომელსაც შეიძლება, დაემატოს დანამატები და სხვა ნივთიერებები“. ამასთანავე, პროდუქტზე დატანილია აღნიშვნა „LDPE“, რაც განიმარტება შემდეგნაირად: Low-Density Polyethylene – დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენი.
ამდენად, „პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისას, წარმოებისას ან/და რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის - „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევა“ წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 825 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების და საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ----- (ს/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესით ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს, სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ იმპორტირებული შესაფუთი პლასტიკის პარკები არ შეესაბამებოდა სავალდებულო მარკირების მოთხოვნებს. აღნიშნულის გამო პირს დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა და პროდუქციის კონფისკაცია.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 49;.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს.