1. ტექნიკური რეგლამენტი ხელს უნდა უწყობდეს ღია საბაზრო ეკონომიკას და თავისუფალ ვაჭრობას. ტექნიკური რეგლამენტის მიღება ან გამოყენება არ უნდა ქმნიდეს არაადეკვატურ ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში/სამეწარმეო საქმიანობაში, მათ შორის, საერთაშორისო ვაჭრობაში, და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საფრთხის პროპორციული უნდა იყოს.
2. პროდუქტი, რომლისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობა, უნდა შეესაბამებოდეს ამ მოთხოვნებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ბაზარზე განთავსებისას და ექსპლუატაციის პერიოდში.
3. არ შეიძლება აიკრძალოს, შეიზღუდოს ან ხელი შეეშალოს იმ პროდუქტის ბაზარზე განთავსებას, რომელიც აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.
4. მწარმოებელი ვალდებულია ტექნიკური რეგლამენტით რეგულირებული პროდუქტი დააპროექტოს და აწარმოოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (08.05.2012).
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 55. ზოგადი დებულებები 1. ტექნიკური რეგლამენტი ხელს უნდა უწყობდეს ღია საბაზრო ეკონომიკას და თავისუფალ ვაჭრობას. ტექნიკური რეგლამენტის მიღება ან გამოყენება არ უნდა ქმნიდეს არაადეკვატურ ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში/სამეწარმეო საქმიანობაში, მათ შორის, საერთაშორისო ვაჭრობაში, და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საფრთხის პროპორციული უნდა იყოს. 2. პროდუქტი, რომლისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობა, უნდა შეესაბამებოდეს ამ მოთხოვნებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ბაზარზე განთავსებისას და ექსპლუატაციის პერიოდში. 3. არ შეიძლება აიკრძალოს, შეიზღუდოს ან ხელი შეეშალოს იმ პროდუქტის ბაზარზე განთავსებას, რომელიც აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. 4. მწარმოებელი ვალდებულია ტექნიკური რეგლამენტით რეგულირებული პროდუქტი დააპროექტოს და აწარმოოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად.
…302003547)“ შეიცვალა ჩანაწერით „1000,00 ერთი ათასი ლარი და 00 თეთრი (სახაზინო კოდი; 302003547), პროდუქციის კონფისკაციით“. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პროდუქტი, რომლისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია ტექნიკური…
…და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პროდუქტი, რომლისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია ტექნიკური…
…და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პროდუქტი, რომლისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია ტექნიკური…
საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, მუხლი 55, №6157-Iს, 08.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 240110000.05.001.016708 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1659419/muxli-55/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია