1. ტექნიკური რეგლამენტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ძირითად დებულებებს:
ა) მისი გამოყენების სფერო და ტექნიკური რეგულირების ობიექტი;
ბ) ძირითადი ცნებები და განმარტებები;
გ) პროდუქტის ბაზარზე განთავსების ძირითადი პირობები;
დ) მოთხოვნები ტექნიკური რეგულირების ობიექტის მიმართ;
ე) შესაბამისობის შეფასების პროცედურები.
2. ტექნიკური რეგლამენტი მოქმედებს ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
3. ტექნიკურმა რეგლამენტმა კონკრეტული სპეციფიკაციის გათვალისწინებით შეიძლება დაადგინოს პროდუქტის/პროცესის/მომსახურების სავალდებულო:
ა) მახასიათებლები/პარამეტრები;
ბ) უსაფრთხოების/უვნებლობის კრიტერიუმები;
გ) შრომის ან/და მომხმარებლის უსაფრთხოების წესები;
დ) უსაფრთხოების/უვნებლობის მოთხოვნებთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის, სიმბოლოების, შეფუთვის, ნიშანდების, ეტიკეტირების, პროდუქტთან დაკავშირებული პროცესის ან წარმოების მეთოდი;
ე) შესაბამისობის შეფასების პროცედურები და პერიოდულობა;
ვ) ადმინისტრაციული პროცედურები;
ზ) შესაბამის შემთხვევებში, ინსპექტირების წესი და პერიოდულობა;
თ) ზედამხედველობის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანო;
ი) მითითებები სტანდარტების გამოყენების თაობაზე (შესაბამისობის პრეზუმფცია);
კ) ექსპლუატაციის პირობები;
ლ) გარდამავალი და დასკვნითი დებულებებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (08.05.2012).
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 57. ტექნიკური რეგლამენტის არსი 1. ტექნიკური რეგლამენტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ძირითად დებულებებს: ა) მისი გამოყენების სფერო და ტექნიკური რეგულირების ობიექტი; ბ) ძირითადი ცნებები და განმარტებები; გ) პროდუქტის ბაზარზე განთავსების ძირითადი პირობები; დ) მოთხოვნები ტექნიკური რეგულირების ობიექტის მიმართ; ე) შესაბამისობის შეფასების პროცედურები. 2. ტექნიკური რეგლამენტი მოქმედებს ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. 3. ტექნიკურმა რეგლამენტმა კონკრეტული სპეციფიკაციის გათვალისწინებით შეიძლება დაადგინოს პროდუქტის/პროცესის/მომსახურების სავალდებულო: ა) მახასიათებლები/პარამეტრები; ბ) უსაფრთხოების/უვნებლობის კრიტერიუმები; გ) შრომის ან/და მომხმარებლის უსაფრთხოების წესები; დ) უსაფრთხოების/უვნებლობის მოთხოვნებთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის, სიმბოლოების, შეფუთვის, ნიშანდების, ეტიკეტირების, პროდუქტთან დაკავშირებული პროცესის ან წარმოების მეთოდი; ე) შესაბამისობის შეფასების პროცედურები და პერიოდულობა; ვ) ადმინისტრაციული პროცედურები; ზ) შესაბამის შემთხვევებში, ინსპექტირების წესი და პერიოდულობა; თ) ზედამხედველობის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანო; ი) მითითებები სტანდარტების გამოყენების თაობაზე (შესაბამისობის პრეზუმფცია); კ) ექსპლუატაციის პირობები; ლ) გარდამავალი და დასკვნითი დებულებები.