იმ ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომლის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის გარეშე არსებობა უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით.

შენიშვნა: თუ შენობა-ნაგებობის მესაკუთრისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი საკუთრება საფრთხეს უქმნის მესამე პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, იგი ვალდებულია მიმართოს შესაბამის ორგანოებს და აცნობოს ასეთი საფრთხის შესახებ. მესაკუთრე ვალდებულია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მიიღოს უსაფრთხოების ზომები საფრთხის თავიდან ასაცილებლად. შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეკისრება, თუ იგი არ განახორციელებს ამ შენიშვნით განსაზღვრულ ღონისძიებებს.

საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5953 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6937 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3437 – ვებგვერდი, 20.07.2023წ.

საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1448 – ვებგვერდი, 03.04.2026წ.

საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1447 – ვებგვერდი, 03.04.2026