1. ტექნიკური რეგლამენტის აღიარება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე და გულისხმობს საქართველოს მთავრობის მიერ გარკვეული ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ დაშვებას.
2. უცხოური ტექნიკური რეგლამენტის ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით საქართველოში იწარმოება კონკრეტული პროდუქტი.
3. საქართველოს მთავრობა აღიარებს უცხოური ტექნიკური რეგლამენტის მხოლოდ ტექნიკურ პარამეტრებს და შეიძლება აღიაროს მისი ადმინისტრაციული პროცედურები.
4. აღიარებული ტექნიკური რეგლამენტის ან მისი ნაწილის მოქმედება შეიძლება აიკრძალოს ან შეიზღუდოს კანონის საფუძველზე, შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში.
5. აღიარებული ტექნიკური რეგლამენტი საქართველოს კანონმდებლობის ნაწილი
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (08.05.2012).
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 59. აღიარებული ტექნიკური რეგლამენტი 1. ტექნიკური რეგლამენტის აღიარება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე და გულისხმობს საქართველოს მთავრობის მიერ გარკვეული ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ დაშვებას. 2. უცხოური ტექნიკური რეგლამენტის ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით საქართველოში იწარმოება კონკრეტული პროდუქტი. 3. საქართველოს მთავრობა აღიარებს უცხოური ტექნიკური რეგლამენტის მხოლოდ ტექნიკურ პარამეტრებს და შეიძლება აღიაროს მისი ადმინისტრაციული პროცედურები. 4. აღიარებული ტექნიკური რეგლამენტის ან მისი ნაწილის მოქმედება შეიძლება აიკრძალოს ან შეიზღუდოს კანონის საფუძველზე, შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში. 5. აღიარებული ტექნიკური რეგლამენტი საქართველოს კანონმდებლობის ნაწილია .
…მიუთითებს,,საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ’ ’ 2014 წლის 14 იანვრის საქართველოს მთავრობის №52 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 59-ე მუხლის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის…
საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, მუხლი 59, №6157-Iს, 08.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 240110000.05.001.016708 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1659419/muxli-59/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია