1. სტანდარტი უნდა ემყარებოდეს პრაქტიკული გამოცდილების, მეცნიერებისა და ტექნიკის განზოგადებულ შედეგებს და მიზნად უნდა ისახავდეს წარმოების ეფექტ იან ობის და თავსებადობის ზრდას.
2. სტანდარტის გამოყენება ნებაყოფლობითია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესასრულებლად შეიმუშაოს და გამოიყენოს სხვა ტექნიკური მიდგომა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს მთავრობის სამართლებრივ აქტში კონკრეტული სტანდარტის გამოყენების შესახებ პირდაპირ არის მითითებული.
საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024წ.
საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1447 – ვებგვერდი, 03.04.2026
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.04.2026-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (13.12.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 64. ზოგადი დებულებები 1. სტანდარტი უნდა ემყარებოდეს პრაქტიკული გამოცდილების, მეცნიერებისა და ტექნიკის განზოგადებულ შედეგებს და მიზნად უნდა ისახავდეს წარმოების ეფექტ იან ობის და თავსებადობის ზრდას. 2. სტანდარტის გამოყენება ნებაყოფლობითია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, ტესაქნიკუარი რთვეგლოს მთავრობის სამართლენბრივი აქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესასრულებლად შეიმუშაოს და გამოიყენოს სხვა ტექნიკური მიდგომა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტესაქნიკუარ რთვეგლოს მთავრობის სამართლენბრივ აქტში კონკრეტული სტანდარტის გამოყენების შესახებ პირდაპირ არის მითითებული.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(1)
საქმე №ბს-1206(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
…დანერგვა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება. აღნიშნული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სტანდარტიზაციის სფეროში ეს კოდექსი ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტების უპირატესობის პრინციპს. ამავე კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სტანდარტი უნდა ემყარებოდეს პრაქტიკული გამოცდილების, მეცნიერებისა და ტექნიკის განზოგადებულ შედეგებს და მიზნად უნდა…
საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, მუხლი 64, №6157-Iს, 08.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 240110000.05.001.016708 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1659419/muxli-64/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია