ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტანდარტი − კონსენსუსის საფუძველზე შემუშავებული და სტანდარტების ორგანოს მიერ რეგისტრირებული დოკუმენტი, რომელიც საყოველთაო და მრავალჯერადი გამოყენებისათვის ადგენს წესებს, ზოგად პრინციპებს ან მახასიათებლებს სხვადასხვა საქმიანობისათვის/მოქმედებისათვის ან მისი შედეგებისათვის გარკვეულ სფეროში ოპტიმიზაციის მიზნით;
ბ) საერთაშორისო სტანდარტი – სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული სტანდარტი;
გ) ევროპული სტანდარტი − სტანდარტების ევროპული ორგანიზაციების მიერ მიღებული სტანდარტები, მათ შორის, ჰარმონიზებული სტანდარტები, რომლებიც მიღებულია ევროკომისიის მოთხოვნის საფუძველზე, ერთიან, ჰარმონიზებულ კანონმდებლობაში გამოსაყენებლად;
დ) საქართველოს სტანდარტი (სსტ) − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ საერთაშორისო სტანდარტის, ევროპული სტანდარტის ან ეროვნული სტანდარტის ან მათი პროექტების საფუძველზე მიღებული სტანდარტი;
ე) საწარმოს შიდა სტანდარტი – მეწარმის მიერ შემუშავებული სტანდარტი, რომელშიც მოცემულია სპეციფიკური ტექნიკური მოთხოვნები, რომლებსაც აკმაყოფილებს პროდუქტი, პროცესი ან მომსახურება. საწარმოს შიდა სტანდარტი სხვა პირებისათვის სტანდარტად არ განიხილება, რეგისტრაციას არ საჭიროებს და მასზე არ ვრცელდება ამ კოდექსის მოქმედება;
ვ) დეკლარირებული სტანდარტი – სტანდარტი, რომელსაც მწარმოებელი იყენებს და რომლის გამოყენების შესახებაც მიუთითებს, მათ შორის, საწარმოს შიდა სტანდარტზე;
ზ) სტანდარტების ეროვნული ორგანო − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო.
საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.07.2024-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 18.07.2024 კანონი №4373
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 65. ტერმინთა განმარტება ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სტანდარტი − კონსენსუსის საფუძველზე შემუშავებული და სტანდარტების ორგანოს მიერ რეგისტრირებული დოკუმენტი, რომელიც საყოველთაო და მრავალჯერადი გამოყენებისათვის ადგენს წესებს, ზოგად პრინციპებს ან მახასიათებლებს სხვადასხვა საქმიანობისათვის/მოქმედებისათვის ან მისი შედეგებისათვის გარკვეულ სფეროში ოპტიმიზაციის მიზნით; ბ) საერთაშორისო სტანდარტი – სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული სტანდარტი; გ) რეგივრონალპურლი სტანდარტი − სტანდარტების საევრთაშოპული ორგანიზაციებისო მიერ მიღეგბულიო სტანდალურტები, მათ შორგის, ჰარმონიზებული სტანდარტები, რომლებიც მიღებულია ევროკომისიის მოთხოვნის საფუძველზე, ერთიან, ჰარმონიღზებული სტ კანონმდებლობარტში გამოსაყენებლად; დ) საქართველოს სტანდარტი (სსტ) –− საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტაერითაშორებულისო სტანდარტის, ევრომელიც შეიძლება მიღებპული ქნეს როგორც სტაერთნდაშორტისო ან რეგიროვნალურლი სტანდარტის ან მათი პროექტების საფუძველზე, მისღე შესაბამული სი ტექანიკუდარი კომიტეტის მიერ ; ე) საწარმოს შიდა სტანდარტი – მეწარმის მიერ შემუშავებული სტანდარტი, რომელშიც მოცემულია სპეციფიკური ტექნიკური მოთხოვნები, რომლებსაც აკმაყოფილებს პროდუქტი, პროცესი ან მომსახურება. საწარმოს შიდა სტანდარტი სხვა პირებისათვის სტანდარტად არ განიხილება, რეგისტრაციას არ საჭიროებს და მასზე არ ვრცელდება ამ კოდექსის მოქმედება; ვ) დეკლარირებული სტანდარტი – სტანდარტი, რომელსაც მწარმოებელი იყენებს და რომლის გამოყენების შესახებაც მიუთითებს, მათ შორის, საწარმოს შიდა სტანდარტზე; ზ) სტანდარტების ეროვნული ორგანო − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო.