1. სტანდარტიზაციის პროცესში ყველა დაინტერესებულ მხარეს (მწარმოებლები, მომსახურების მიმწოდებლები, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები, სასწავლო და კვლევითი დაწესებულებები, მომხმარებლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა) შეუძლია ნებაყოფლობით და პარიტეტულ საფუძველზე მონაწილეობა.
2. სტანდარტის შემუშავება და მიღება ხდება კონსენსუსის, მიუკერძოებლობისა და სტანდარტიზაციის სხვა საერთაშორისო პრინციპების საფუძველზე.
3. სტანდარტის გამოყენება ნებაყოფლობითია.
4. შესაბამის სფეროში უპირატესობა ენიჭება საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს.
5. სტანდარტის შემუშავებისას გამოიყენება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თანამედროვე მიღწევები.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6937 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.07.2024-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 66. სტანდარტიზაციის ძირითადი პრინციპები 1. სტანდარტიზაციის პროცესში ყველა დაინტერესებულ მხარეს (მწარმოებლები, მომსახურების მიმწოდებლები, სახელმწიფო და ადგმუნილობრცივი თვითმმპართველობიტეტის ორგანოები, სასწავლო და კვლევითი დაწესებულებები, მომხმარებლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა) შეუძლია ნებაყოფლობით და პარიტეტულ საფუძველზე მონაწილეობა. 2. სტანდარტის შემუშავება და მიღება ხდება კონსენსუსის, მიუკერძოებლობისა და სტანდარტიზაციის სხვა საერთაშორისო პრინციპების საფუძველზე. 3. სტანდარტის გამოყენება ნებაყოფლობითია. 4. შესაბამის სფეროში უპირატესობა ენიჭება საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს. 5. სტანდარტის შემუშავებისას გამოიყენება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თანამედროვე შმიღწესაძლვებლობები.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(5)
საქმე №ბს-251(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.07.2023
…მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლსა და 44-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ასევე, „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 66-ე მუხლის მე-2, მე-7 და მე-10 პუნქტებზე და განმარტა, რომ სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების საფუძვლად კანონმდებლობა იმპერატიულად ადგენს შესაბამის…
საქმე №ბს-249(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2022
…კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროებოდა მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). I კლასს განეკუთვნებოდა გრუნტის ზედაპირიდან 4მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე. ამავე დადგენილების 66.1 და 66.2 მუხლის მიხედვით კი, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებდა ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებული იყო დაეცვა კანონმდებლობით,…
…განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს და განცხადებაში ასახოს ინფორმაცია მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ (დადგენილების 65-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“,,,ო“ და,,შ“ ქვეპუნქტები, 66-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტები). მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს…
…ნებართვის გაცემას.,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების" დამტკიების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში მოცემულია I კლასის შენობა-ნაგებობის განსაზღვრება, რომელიც 65-ე და 66-ე მუხლების პირველი პუნქტების თანახმად, არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, თუმცა 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის…
…და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე, მე-14 და 25-ე მუხლებს, ასევე, „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-3, 36-ე, 65-ე, 66-ე მუხლებს. ბრძანების მიხედვით, ვინაიდან ვერ დადგინდა მშენებლობის მწარმოებელი პირი, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მე-2…
საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, მუხლი 66, №6157-Iს, 08.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 240110000.05.001.016708 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1659419/muxli-66/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია