1. სააგენტო დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით ცალკეულ სფეროებში, საჭიროების/პრიორიტეტულობის გათვალისწინებით ქმნის სტანდარტიზაციის ტექნიკურ კომიტეტებს. დაინტერესებული მხარეები სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტის მუშაობაში ნებაყოფლობით, თანასწორობის საფუძველზე მონაწილეობენ.

2. სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტის ფუნქციაა, კონსენსუსით მიიღოს გადაწყვეტილება სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობის ან სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობაზე უარის თქმის შესახებ.

3. ტექნიკური კომიტეტის შექმნის პროცედურა დგინდება
საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.

საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024