მუხლი 69. სტანდარტის ნებაყოფლობითობა და ხელმისაწვდომობა
თავი VI — სტანდარტიზაცია
1. საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სტანდარტის, მათ შორის, მეთოდის, შერჩევა ნებაყოფლობითია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს მთავრობის სამართლებრივ აქტში მითითებულია კონკრეტული სტანდარტის შესრულების სავალდებულოობა.
2. პირს უფლება აქვს, გამოიყენოს საწარმოს შიდა სტანდარტი ან სხვა სტანდარტი, თუ ამით დაკმაყოფილდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის მოთხოვნები. ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების მტკიცების ტვირთი მწარმოებელზე გადადის.
3. დეკლარირებული სტანდარტის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4. რეგისტრირებული სტანდარტი შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1447 – ვებგვერდი, 03.04.2026
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.04.2026-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (13.12.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 69. სტანდარტის ნებაყოფლობითობა და ხელმისაწვდომობა 1. ტესაქნიკუარი რთვეგლოს მთავრობის სამართლენბრივი აქტით განსაზღვრული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სტანდარტის, მათ შორის, მეთოდის, შერჩევა ნებაყოფლობითია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტესაქნიკუარ რთვეგლოს მთავრობის სამართლენბრივ აქტში მითითებულია კონკრეტული სტანდარტის შესრულების სავალდებულოობა. 2. პირს შეუძფლიება აქვს, გამოიყენოს საწარმოს შიდა სტანდარტი ან სხვა სტანდარტი, თუ ამით დაკმაყოფილდება ტესაქნიკუარი რთვეგლოს მთავრობის სამართლენბრივი აქტის მოთხოვნები. ასეთმ შემთხვევაში ტესაქნიკუარი რთვეგლოს მთავრობის სამართლენბრივი აქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების მტკიცების ტვირთი გადადის მწარმოებელზე გადადის. 3. დეკლარირებული სტანდარტის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 4. რეგისტრირებული სტანდარტი შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, მუხლი 69, №6157-Iს, 08.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 240110000.05.001.016708 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1659419/muxli-69/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია