გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N3/7483-17 14 ნოემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩხეტია
სხდომის მდივანი მამუკა გიორგანაშვილი
მოსარჩელე - გ----------------–-–---–ი
წარმომადგენელი - მ----–---–--ე
მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
წარმომადგენელი - ლ-–---------–--ე
მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ნ---------------–---–ი
მესამე პირები - ა-–-–----------------–ი, ს----------------------ი, ნ------------–---–ი
ა-–-–---------------–ის წარმომადგენელი - ი-----------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 10 თებერვლის N------ დადგენილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 5 ო----------- N1----- ბრძანების ბათილად ცნობა.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხეების წარმომადგენლებმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს მის უსაფუძვლობაზე მითითებით.
3. მესამე პირების პოზიცია:
3.1. ა-–-–---------------–ი და ნ------------–---–ი დაეთანხმნენ სასარჩელო მოთხოვნებს;
3.2. ს----------------------ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და მას საქმეზე არც წერილობითი პოზიცია წარმოუდგენია.
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. საჯარო რეესტრის 2017 წლის 14 ივლისის ამონაწერის მიხედვით, ქალაქ თბილისში, ნ----------------ში მდებარე, N01.17.02.017.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, 431.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და N1, N2, N3 და N4 შენობა-ნაგებობები ა-–-–---------------–ის (1/4 ნაწილი), გ----------------–-–---–ის (1/2 ნაწილი) და ს----------------------ის (1/4 ნაწილი) თანასაკუთრებას წარმოადგენდა. აღნიშნული ქონება თანამესაკუთრეებს ფაქტობრივი ფლობით ჰქონდათ გამიჯნული. 2017 წლის 17 ივლისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, N01.---0--0---0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან ს----------------------ის (1/4 ნაწილი) კუთვნილი ქონება გ----------------–-–---–ის საკუთრებად დარეგისტრირდა, ხოლო 2017 წლის 20 ივლისის გამიჯვნის ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულების საფუძველზე N01.---0--0---0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება გაიმიჯნა ორ საკადასტრო ერთეულად - ქალაქ თბილისში, ნ----------------ში მდებარე 279.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით N01.---0--0---024 გ----------------–-–---–ის საკუთრებად დარეგისტრიდა, ხოლო ქალაქ თბილისში, ნ----------------ში მდებარე 152.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1, N2, N3 და N4 შენობა-ნაგებობები საკადასტრო კოდით N01.---0--0---023 ა-–-–---------------–ის საკუთრებად დარეგისტრირდა. 2017 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულებით კი, ქალაქ თბილისში, ნ----------------ში მდებარე 279.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდი N01.---0--0---024 საკუთრების უფლება ნ------------–---–მა შეიძინა და საჯარო რეესტრში შესაბამისი რეგისტრაცია განხორციელდა.
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ამონაწერი, საკადასტრო გეგმა, ორთოფოტო (ტომი 1, ს.ფ. 10-11, 79, 30); ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი 1, ს.ფ. 57-58); საჯარო რეესტრის ამონაწერები, საკადასტრო გეგმა, გეგმა-ნახაზები (ტომი 1, ს.ფ. 299-306, ტომი 2, ს.ფ. 22, 23-24).
4.2. 2----–-–-----------ს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ა-–-–---------------–ის, გ----------------–-–---–ის და ს----------------------ის მიმართ N------ მითითება შეადგინა, რომლის მიხედვით, ქალაქ თბილისში, ნ----------------ში მდებარე მიწის ნაკვეთსა და ნაგებობებზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებული იყო კაპიტალური ღობე და ნაგებობა, ლითონის ჭიშკარი და კარი, ასევე, ბეტონისა და ქვის მოსაპირკეთებელი ფილები, კიბის საფეხურები და დაბალი კაპიტალური კედელი. მითითებით ა-–-–---------------–ს, გ----------------–-–---–ს და ს----------------------ს უნებართვოდ მოწყობილი ობიექტის ან მისი ნაწილების დემონტაჟი ან განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა დაევალათ, რისთვისაც 20 დღე განესაზღვრათ.
მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2----–-–-----------ის N------ მითითება (ტომი 1, ს.ფ. 12-13); ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 10 ივნისის N4-6/ო-667-16 დათვალიერების ოქმი (ტომი 1, ს.ფ. 261-262); ნახაზი, ორთოფოტო, ფოტოები (ტომი 1, ს.ფ. 82, 83, 30, 93-95, 102).
4.3. 2----–-–---------–--ს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტმა N------ შემოწმების აქტი შეადგინა, რომლითაც 2----–-–-----------ის N------ მითითების მოთხოვნათა შეუსრულებლობა დააფიქსირა.
მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2----–-–---------–--ის N------ შემოწმების აქტი (ტომი 1, ს.ფ. 109-110); ფოტოები (ტომი 1, ს.ფ. 87-90).
4.4. 2016 წლის 20 ივლისს გ----------------–-–---–მა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს N--------0 განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, ნ---------------ში, N01.---0--0---0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული ღობის ლეგალიზება მოითხოვა. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განცახდება განუხილველად დატოვა დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო. ამის შემდეგ, 2016 წლის 20 აგვისტოს გ----------------–-–---–მა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს განმეორებით, N--------- განცხადებით მიმართა ზემოაღნიშნული ობიექტის ნაწილების ლეგალიზების მოთხოვნით. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 26 აგვისტოს N------- ბრძანებით გ----------------–-–---–ს N--------- განცხადებას კვლავ ხარვეზის დაუდგინდა.
მტკიცებულება: სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 27 ივლისის N------- და 2----–-–-------------ოს N------- ბრძანებები (ტომი 1, ს.ფ. 132-133, 240-242); 2016 წლის 8 სექტემბრის N510 მოხსენებითი ბარათი (ტომი 1, ს.ფ. 81).
4.5. 2016 წლის 6 სექტემბერს ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა გ----------------–-–---–ის მონაწილეობით 2----–-–-----------ის N------ მითითებისა და 2----–-–---------–--ის N------ შემოწმების აქტის შედეგები განიხილა. განხილვისას გ----------------–-–---–მა დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება და განმარტა, რომ სადავოდ გამხდარი სამუშაოები 2007 წლამდე განხორციელდა და ექვემდებარებოდა ლეგალიზებას. მანვე მიუთითა, რომ არქიტექტურის სამსახურში მიმდინარეობდა ლეგალიზების შესახებ წარმოება N--------- განცხადების საფუძველზე და ელოდებოდა პასუხს.
მტკიცებულება: 2016 წლის 6 სექტემბრის ოქმი (ტომი 1, ს.ფ. 118).
4.6. 2016 წლის 12 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტმა N------ შემოწმების აქტი და N--- მოხსენებითი ბარათი შეადგინა, რომლითაც 2----–-–-----------ის N------ მითითების მოთხოვნათა შეუსრულებლობა დაფიქსირა. N--- მოხსენებითი ბარათით მიეთითა, რომ გ----------------–-–---–ის მიერ სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისათვის წარდგენილი N--------- განცხადება დარჩა განუხილველი, არ არსებობდა 2----–-–-----------ის N------ მითითებით გათვალისწინებულ სამშენებლო სამუშაოებზე სანებართვო დოკუმენტაცია და შესაბამისი სამუშაოები არც დემონტირებული ყოფილა.
მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 12 ოქტომბერის N------ შემოწმების აქტი (ტომი 1, ს.ფ. 14-15); 2016 წლის 12 ო----------- N--- მოხსენებითი ბარათი (ტომი 1, ს.ფ. 85); ფოტოები (ტომი 1, ს.ფ. 203-205).
4.7. 2016 წლის 15 ნოემბერს ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში გ----------------–-–---–ის მონაწილეობით 2----–-–-----------ის N------ მითითებით დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განიხილვა გაგრძელდა. განხილვისას გ----------------–-–---–მა განმარტა, რომ წითელი ხაზები გასწორდა რეესტრში და აპირებენ მითითებაში აღნიშნული ობიექტის ლეგალიზებას. მისივე მითითებით, სამუშაოები განხორციელებული იყო ფართის შეძენის დროს, 2006 წელს. მისივე თქმით, სამუშაოები არის ძველი და ვერ დგინდება მწარმოებელი პირი.
მტკიცებულება: 2016 წლის 15 ნოემბრის ოქმი (ტომი 1, ს.ფ. 117).
4.8. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის 2016 წლის 12 დეკემბრის N---------------------ით 2----–-–-----------ის N------ მითითებით დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა 2 თვით გაგრძელდა და მიეთითა, რომ ორთვიანი ვადა აითვლება 2016 წლის 12 ოქტომბრიდან და გრძელდება 2017 წლის 12 თებერვლამდე.
მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის 2016 წლის 12 დეკემბრის N---------------------ა (ტომი 1, ს.ფ. 86).
4.9. 2017 წლის 25 იანვარს გ----------------–-–---–მა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს კიდევ ერთი, N--------- განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, ნ---------------ში, N01.---0--0---0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული ღობის, ლითონის ჭიშკრისა და კარის, კაპიტალური ნაგებობისა და დაბალი კაპიტალური კედლის ლეგალიზება მოითხოვა. აღნიშნული განცხადება სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–---------------–ის N------- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.
მტკიცებულება: სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–---------------–ის N------- ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 97-100).
4.10. 2017 წლის 7 თებერვალს ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ა-–-–---------------–ის და გ----------------–-–---–ის მონაწილეობით N0----8 მითითებისა და შემოწმების აქტის განხილვა ჩატარდა. სხდომაზე ა-–-–---------------–მა დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება და განმარტა, რომ წითელ ხაზებთან დაკავშირებული პრობლემა გამოსწორდა და სამშენებლო სამუშაოები მოქცეულია იყო საკადასტრო საზღვრებში, მათი ლეგალიზების საკიტხს კი არქიტექტურის სამსახური განიხილავდა. მისივე თქმით, გ----------------–-–---–ი ფართის მესაკუთრე გახდა 2006 წელს და არსებული სახით შეიძინა ობიექტი, ა-–-–---------------–მა ჩუქებით მიიღო საკუთრება დედამთილისაგან, რომელიც დღეისათვის გარდაცვლილია, ხოლო ს----------------------ი იყო ე.წ. ,,ასტუპნიკი“ და საკუთრების უფლება მიიღო სასამართლო გადაწყვეტილებით. მისივე თქმით სამშენებლო სამუშაოები არის ძველი და ვერ დგინდება მშენებლობის მწარმოებელი პირის ვინაობა. ა-–-–---------------–მა და გ----------------–-–---–მა განმარტეს, რომ განახორციელებდნენ იმ სამუშაოების დემონტაჟს, რომლის ლეგალიზებაც ვერ მოხდებოდა.
მტკიცებულება: 2017 წლის 7 თებერვლის ოქმი (ტომი 1, ს.ფ. 111-112).
4.11. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს მთაწმინდა-კრწანისის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის ზაქარია გელხაურის 2017 წლის 10 თებერვლის N65 მოხსენებითი ბარათის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2----–-–-----------ის N------ მითითებით გათვალისწინებული ობიექტის ხელმეორედ გადამოწმებისას დადგინდა სამართალდამრღვევი პირების მიერ კიბის საფეხურების, აგრეთვე, წითელი ხაზების მიჯნაზე კაპიტალური ღობისა და მოსაპირკეთებელი ფილების ნაწილის დემონტაჟი, ხოლო ლითონის ჭიშკრისა და კარის, დაბალი კაპიტალური კედლის, ბეტონის ფილისა და კაპიტალური ნაგებობის დემონტაჟი არ განხორციელებულა.
მტკიცებულება: 2017 წლის 10 თებერვლის N65 მოხსენებითი ბარათი (ტომი 1, ს.ფ. 101); ფოტოები (ტომი 1, ს.ფ. 66-78, 223-228).
4.12. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 10 თებერვლის N------ დადგენილებით ა-–-–---------------–ი, გ----------------–-–---–ი და ს----------------------ი 10000 (ათი ათასი) ლარით დაჯარიმდნენ ქალაქ თბილისში, ნ----------------ში (საკადასტრო კოდი N01.---0--0---0--) უნებართვოდ წარმოებული მშენებლობისათვის (კაპიტალური ღობე და ნაგებობა, ლითონის ჭიშკარი, კარი, ბეტონისა და ქვის მოსაპირკეთებელი ფილები და დაბალი კაპიტალური კედელი). ამავე დადგენილებით ქალაქ თბილისში, ნ----------------ში (საკადასტრო კოდი N01.---0--0---0--) არსებული ობიექტის მესაკუთრეებს უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი დაევალათ.
მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 10 თებერვლის N------ დადგენილება (ს.ფ. 16-19).
4.13. 2017 წლის 2 მარტს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ა-–-–---------------–ის, ს----------------------ის და გ----------------–-–---–ის N1--------------01 და N1-------------01 ადმინისტრაციული საჩივრები წარედგინა, რომლებითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 10 თებერვლის N------ დადგენილების ბათილად ცნობა იქნა მოთხოვნილი. ა-–-–---------------–ის და ს----------------------ის განმარტებით, შესაძლებელი იყო სადავო აქტით გათვალისწინებული უნებართვო სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირის დადგენა, რადგანაც მშენებლობა განახორციელა გ----------------–-–---–მა, რომელიც ფაქტობრივად ფლობს მიწის ნაკვეთის იმ ნაწილს, სადაც აშენებულია (მოწყობილია) სამართალდარღვევის ობიექტები. გ----------------–-–---–ის საჩივრის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოები მას არ უწარმოებია და მშენებლობა განხორციელდა წლების წინ, მის მიერ ობიექტის შეძენამდე.
მტკიცებულება: ადმინისტრაციული საჩივრები (ტომი 1, ს.ფ. 57-58, 104-105);
4.15. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 5 ო----------- N1----- ბრძანებით ა-–-–---------------–ის და ს----------------------ის 2017 წლის 2 მარტის N1--------------01 და გ----------------–-–---–ის 2017 წლის 2 მარტის N1-------------01 ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 10 თებერვლის N------ დადგენილება. მითითებული ბრძანებით დადგინდა, რომ დასტურდება N01.---0--0---0-- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთსა და მის საზღვრებს გარეთ სახელმწიფოს ტერიტორიაზე ნებართვის გარეშე კაპიტალური ნაგებობის, ღობის, ლითონის ჭიშკრისა და კარის, ასევე, ბეტონისა და ქვის ფილების მშენებლობა და გასაჩივრებული დადგენილება შეესაბამება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე, მე-14 და 25-ე მუხლებს, ასევე, „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-3, 36-ე, 65-ე, 66-ე მუხლებს. ბრძანების მიხედვით, ვინაიდან ვერ დადგინდა მშენებლობის მწარმოებელი პირი, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართალდარღვევის ჩადენის გამო პასუხისმგებლობა მართლზომიერად დაეკისრა ობიექტის ყველა მესაკუთრეს.
მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 5 ო----------- N1----- ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 20-29).
4.16. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ ირკვევა, რომ 2017 წლის 10 თებერვლის N------ დადგენილების მიღებამდე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა მიიღო ზომები ამ დადგენილებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირის გამოსავლენად; მიუხედავად იმისა, რომ ობიექტის მესაკუთრეები განმარტავდნენ სადავო სამშენებლო სამუშაოების წინა მესაკუთრეების მიერ განხორციელებასთან დაკავშირებით (2017 წლის 7 თებერვლის ოქმი - ტომი 1, ს.ფ. 11-112), გამოკითხული არ ყოფილან ის პირები, რომელთაც ამ ობიექტზე უფლება გ----------------–-–---–ამდე გააჩნდა ან/და სხვა პირები, რომელთაც შეეძლოთ, ზედამხედველობის სამსახურისათვის საჭირო ცნობები მიეწოდებინათ.
ამასთან, ზედამხედველობის სამსახურმა დაადგინა, რომ უძრავი ქონება, რომელზეც უნებართვო სამუშაოები განხორციელდა, რამდენიმე პირის თანასაკუთრებას წარმოადგენდა, თუმცა დადგენილება არ შეიცავს შეფასებებს თანასაკუთრებისათვის დამახასიათებელ რიგ ფაქტორებზე, რომელიც მნიშვნელოვანია არსებულ დარღვევებზე თითოეული თანამესაკუთრის პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის. კერძოდ, არ ყოფილა დადგენილი, უძრავი ქონების ყველა თანამესაკუთრეს თანაბარი უფლება გააჩნია მთელ ქონებაზე, თუ მათი შეთანხმებითა და ფაქტობრივი მდგომარეობით ისინი ქონების გამოყოფილ ნაწილებს ფლობდნენ. როგორც სასამართლოში საქმის განხილვისას გამოიკვეთა, უნებართვო სამშენებლო სამუშაოების ობიექტის თანამესაკუთრეები არ წარმოადგენდნენ ერთი ოჯახის წევრებს, არ ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას, არამედ, გ----------------–-–---–ს და ს----------------------ს ეკავა მიწის ნაკვეთის მხოლოდ ნაწილი, რომელიც ახლა ნ------------–---–ის საკუთრებაშია, ხოლო მეორე ნაწილი ა-–-–---------------–ის მფლობელობაში იყო. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 957-ე მუხლის მიხედვით, თანამესაკუთრეთა მიერ განსაზღვრული სარგებლობის წესის მიხედვით, თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა ქონების ის ნაწილი, რომელსაც ფლობდა, რაც მეტყველებს მასზე, რომ მშენებლობისა თუ დემონტაჟის უფლებამოსილებაც მხოლოდ ქონების შესაბამის ნაწილზე გააჩნდათ. ამდენად, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას თითოეული თანამესაკუთრის ქმედება თუ უმოქმედობა - მითითების შეუსრულებლობა იმ გარემოებების გამორკვევითა და დადგენით უნდა შეეფასებინა, თუ ვის მფლობელობაში იყო შენობის ის ნაწილი, რომელზეც კონკრეტული დარღვევა არსებობდა და არ გამოსწორდა.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება.
7. სამართლებრივი შეფასება
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი), რომელიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი). სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი).
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ შეამოწმა რა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 10 თებერვლის N------ დადგენილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 5 ო----------- N1----- ბრძანების კანონიერება, მიიჩნევს, რომ არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
7.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 10 თებერვლის N------ დადგენილების შინაარსიდან გამომდინარე, მისი შეფასებისათვის არსებითია დადგინდეს, მართლზომიერად დაჯარიმდა თუ არა გ----------------–-–---–ი ქალაქ თბილისში, ნ----------------ში განხორციელებული უნებართვო მშენებლობისათვის და მართლზომიერად დადგინდა თუ არა შესაბამისი ობიექტების დემონტაჟი, ან/და დადგენილება ეფუძნება თუ არა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევასა და შეფასებას.
საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება არეგულირებს.
დასახელებული დადგენილების 36-ე მუხლის მიხედვით, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე), ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე, გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე, დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ წარმოადგენს უნებართვო მშენებლობას, თანახმად მითითებული დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტისა.
სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, თანახმად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლისა. დასახელებული კოდექსის მე-2 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან და მითითებული კოდექსით განსაზღვრული ზოგადი ნორმები და პრინციპები გამოიყენება სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული სამართალდარღვევების მიმართ, თუ სპეციალური ნორმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სამშენებლო საქმიანობის სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განხორციელებას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი უზრუნველყოფს. დასახელებული კოდექსის მე-4 თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე თავით განსაზღვრულია სამშენებლო სამართალდარღვევები, მათი დადგენისა და სამართალდარღვევისათვის სანქციის დაკისრების ნორმები და დადგენილია, რომ ამ ნორმების მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას (პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლი).
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციით), უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „????? ???????“ ??????????? ??????? განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით.
ამავე მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტის მიხედვით, უნებართვო მშენებლობის წარმოება უძრავ ქონებაზე, რომელიც კერძო, სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის თანასაკუთრების ობიექტია, გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებია სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები (მე-15 მუხლის „ი“ პუნქტი).
სადავო აქტების გამოცემის დროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში - თბილისი) ტერიტორიაზე მშენებლობის, ქალაქის გარე იერსახის, გარე რეკლამის, გარე ვაჭრობის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ხმაურის ნორმების დაცვისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ საზოგადოებრივი საქმიანობის სფეროში დადგენილი წესების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებდა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენდა (,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულება“).
სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ნორმებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლი შემდეგი სახით განსაზღვრავს (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციით): სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა (სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შემოწმების აქტის შედგენით დაწყების შემთხვევები) (მე-2 ნაწილი). თუ უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემისა და შემოწმების აქტის შედგენის საფუძველზე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟისა და დამრღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას დემონტაჟის ნაწილში (მე-4 ნაწილი). მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება (მე-5 ნაწილი). თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება (მე-7 ნაწილი). თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ, ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ, გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. კანონით გათვალისწინებულ ვადაში (2 თვის ვადაში, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით) დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება ამ კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან (მე-13 და მე-14 ნაწილები).
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 23-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი ზოგადი ნორმების მიხედვით, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-8 მუხლი). ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს სამართალდარღვევის ჩადენის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ სამართალდარღვევის შესახებ საქმის განხილვის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლი). ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლი).
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები).
მოცემულ შემთხვევაში დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ ირკვევა, რომ 2017 წლის 10 თებერვლის N------ დადგენილების მიღებამდე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა მიიღო ზომები ამ დადგენილებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირის გამოსავლენად; მიუხედავად იმისა, რომ ობიექტის მესაკუთრეები განმარტავდნენ სადავო სამშენებლო სამუშაოების წინა მესაკუთრეების მიერ განხორციელებასთან დაკავშირებით (2017 წლის 7 თებერვლის ოქმი - ტომი 1, ს.ფ. 11-112), გამოკითხული არ ყოფილან ის პირები, რომელთაც ამ ობიექტზე უფლება გ----------------–-–---–ამდე გააჩნდა ან/და სხვა პირები, რომელთაც შეეძლოთ, ზედამხედველობის სამსახურისათვის საჭირო ცნობები მიეწოდებინათ. ამასთან, ზედამხედველობის სამსახურმა დაადგინა, რომ უძრავი ქონება, რომელზეც უნებართვო სამუშაოები განხორციელდა, რამდენიმე პირის თანასაკუთრებას წარმოადგენდა, თუმცა დადგენილება არ შეიცავს შეფასებებს თანასაკუთრებისათვის დამახასიათებელ რიგ ფაქტორებზე, რომელიც მნიშვნელოვანია არსებულ დარღვევებზე თითოეული თანამესაკუთრის პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის. კერძოდ, არ ყოფილა დადგენილი, უძრავი ქონების ყველა თანამესაკუთრეს თანაბარი უფლება გააჩნია მთელ ქონებაზე, თუ მათი შეთანხმებითა და ფაქტობრივი მდგომარეობით ისინი ქონების გამოყოფილ ნაწილებს ფლობდნენ. როგორც სასამართლოში საქმის განხილვისას გამოიკვეთა, უნებართვო სამშენებლო სამუშაოების ობიექტის თანამესაკუთრეები არ წარმოადგენდნენ ერთი ოჯახის წევრებს, არ ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას, არამედ, გ----------------–-–---–ს და ს----------------------ს ეკავათ მიწის ნაკვეთის მხოლოდ ნაწილი, რომელიც ახლა ნ------------–---–ის საკუთრებაშია, ხოლო მეორე ნაწილი ა-–-–---------------–ის მფლობელობაში იყო. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 957-ე მუხლის მიხედვით, თანამესაკუთრეთა მიერ განსაზღვრული სარგებლობის წესის მიხედვით, თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა ქონების ის ნაწილი, რომელსაც ფლობდა, რაც მეტყველებს მასზე, რომ მშენებლობისა თუ დემონტაჟის უფლებამოსილებაც მხოლოდ ქონების შესაბამის ნაწილზე გააჩნდათ. ამდენად, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას თითოეული თანამესაკუთრის ქმედება თუ უმოქმედობა - მითითების შეუსრულებლობა იმ გარემოებების გამორკვევითა და დადგენით უნდა შეეფასებინა, თუ ვის მფლობელობაში იყო შენობის ის ნაწილი, რომელზეც კონკრეტული დარღვევა არსებობდა და არ გამოსწორდა.
მითითებული ნორმებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 10 თებერვლის N------ დადგენილება გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე და ამგვარად აკისრებს მოსარჩელეს ქონებივ პასუხისმგებლობას და ადგენს მესამე პირთა კუთვნილი ნაგებობის დემონტაჟს. შესაბამისად, დასახელებული დადგენილება უნდა იქნეს ცნობილი ბათილად და მოპასუხეს უნდა დაევალოს, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
7.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 10 თებერვლის N------ დადგენილების ბათილად ცნობის საფუძვლების მხედველობაში მიღებით ცხადია, რომ დასახელებულ დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგიც კანონმდებლობის არასწორი გამოყენების გზით დადგინდა, რაც შესაბამისი აქტის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 5 ო----------- N1----- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველია.
8. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელისათვის გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით (ს.ფ. 32-33).
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 ლარის ოდენობით გაღებული სასამართლო ხარჯის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ----------------–-–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 5 ო----------- N1----- ბრძანება;
3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 10 თებერვლის N------ დადგენილება და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალოს, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
4. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და მუნიციპალურ ინსპექციას გიორგი ძირგველიშვილის სასარგებლოდ დაეკისროთ სარჩელისათვის გადახდილი ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე ანა ჩხეტია