1. ობიექტის მფლობელის მიერ კარიერზე, მაღაროში, შახტაში, ნავთობბაზაზე, მაგისტრალურ ნავთობსადენზე, მაგისტრალურ გაზსადენზე, ჰიდრო ენერგეტიკულ ნაგებობაზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის დაუყოვნებლივ (24 საათის განმავლობაში) შეუტყობინებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ობიექტის მფლობელის მიერ მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის 72 საათის განმავლობაში შეუტყობინებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარი