1. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის ფარულად ექსპლუატაცია −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.

საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3004 – ვებგვერდი, 12.01.2015წ.

საქართველოს 2015 წლის 29 აპრილის კანონი №3484 – ვებგვერდი, 14.05.2015წ.

საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1447 – ვებგვერდი, 03.04.2026