1. თუ განაცხადი ვერ შესრულდა ტვირთგამგზავნთან მომხდარი ავარიის გამო, რომლის შედეგად შეუძლებელი გახდა მისი ძირითადი საქმიანობის განხორციელება, იგი ვალდებულია, წარმოადგინოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ავარიის აქტის ასლი და დაურთოს იგი სააღრიცხვო ბარათს.
2. ისეთი გარემოებების არსებობა, რომლებმაც გამოიწვიეს გადაზიდვის დროებითი შეწყვეტა ან შეზღუდვა, დატვირთვა-გადმოტვირთის სამუშაოთა წარმოების აკრძალვა და განაპირობეს განაცხადის შეუსრულებლობა, უნდა აისახოს ორმხრივ აქტში, რომელსაც ხელს აწერენ გაგზავნის სადგურისა და ტვირთგამგზავნის უფლებამოსილი წარმომადგენლები, სააღრიცხვო ბარათზე შესაბამისი მტკიცებულებების თანდართვით.
3. საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციოდ განკუთვნილი ტვირთის გადასაზიდად წარუდგენლობისათვის საფასური არ გადაიხდება.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 25
თავი III — ტვირთის გადაზიდვაზე განაცხადის შესრულების სააღრიცხვო ბარათის შედგენის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 25, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-25/