2. რკინიგზის ან ტვირთგამგზავნის მიზეზით განაცხადის საერთო შეუსრულებლობის მოცულობა ტონობით განისაზღვრება ამ წესების მე-19, მე-20 მუხლებითა და ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დაუტვირთავი ვაგონების (კონტეინერების) რაოდენობის გამრავლებით სტატიკური დატვირთვის სიდიდეზე. ამ შემთხვევაში სტატიკური დატვირთვის სიდიდის გამოსაანგარიშებლად მე-3 გრაფაში აღნიშნული ტონების რაოდენობა იყოფა მე-2 გრაფაში მითითებული ვაგონების (კონტეინერების) რაოდენობაზე