ა) მე-2 გრაფაში სადგური აღნიშნავს ვაგონების (კონტეინერების) რაოდენობას, განაცხადში განსაზღვრული დატვირთვის დღეების მიხედვით. თუ განაცხადით არ არის გათვალისწინებული დატვირთვის კონკრეტული ვადები, სადგური სააღრიცხვო ბარათის მე-2 გრაფას ავსებს განაცხადის შესაბამისად თვის დღეების მიხედვით, თანაბარზომიერი (საშუალო სადღეღამისო) დატვირთვიდან გამომდინარე;
ბ) მე-3 გრაფა ივსება იმ შემთხვევაში, თუ ტვირთგამგზავნი უთითებს არა მარტო ვაგონებს (კონტეინერებს), არამედ ტვირთის მასასაც (ტონების რაოდენობას);
გ) მე-4 გრაფაში აღინიშნება იმ ვაგონების (კონტეინერების) რაოდენობა, რომლებიც საანგარიშგებო დღეებში, განაცხადის მიხედვით რკინიგზამ ფაქტობრივად მიაწოდა ტვირთგამგზავნს. ამ შემთხვევაში, მიწოდებულად ითვლება:
გ.ა) საანგარიშგებო დღეს დასატვირთავად მიწოდებული ცარიელი ვაგონები (კონტეინერები), მათ შორის, ორმაგი ოპერაციის წესით მიწოდებული, რომლებიც მისასვლელი ლიანდაგის მომსახურების ტექნოლოგიური დროიდან გამომდინარე ტვირთგამგზავნმა შეიძლება იმავე დღე-ღამეში დატვირთოს;
გ.ბ) ვაგონები (კონტეინერები), რომლებიც წინა დღე-ღამეში დაუტვირთავი დარჩა;
გ.გ) ვაგონები (კონტეინერები), რომლებიც რკინიგზამ მიაწოდა ტვირთგამგზავნს საანგარიშგებო დღე-ღამის განმავლობაში, მათი დატვირთვის უზრუნველყოფის შესაძლებლობის გაუთვალისწინებლად, თუ ისინი ტვირთგამგზავნმა მაინც დატვირთა საანგარიშგებო დღე-ღამის გასვლამდე;
დ) მე-5 გრაფაში აღინიშნება იმ ვაგონების (კონტეინერების) რაოდენობა, რომლებიც ტვირთგამგზავნმა ფაქტობრივად დატვირთა მოცემული საანგარიშგებო დღე-ღამის განმავლობაში;
ე) მე-6 გრაფაში აღინიშნება საანგარიშგებო დღე-ღამის განმავლობაში დატვირთული იმ ტვირთის ტონების ოდენობა, რომლის გადაზიდვა, განაცხადის თანახმად, ნაჩვენებია არა მარტო ვაგონებით (კონტეინერებით), არამედ ტონობითაც;
ვ) მე-7-მე-19 გრაფებში აღინიშნება მონაცემები დანიშნულების სადგურების მიხედვით ვაგონებში (კონტეინერებში) ტვირთის დატვირთვის შესახებ;
ზ) მე-20 და 21-ე გრაფებში აღინიშნება საანგარიშგებო დღე-ღამეში რკინიგზისა და/ან ტვირთგამგზავნის მიერ განაცხადის შეუსრულებლობის მიზეზები ან პასუხისმგებლობისაგან მათი გათავისუფლების საფუძველი. თუ სადგური მიიღებს ტვირთგამგზავნის წერილობით უარს დატვირთვაზე, 21-ე გრაფაში აღინიშნება „უარი . . . ვაგონის, კონტეინერის დატვირთვაზე”, უარის თქმის თარიღის მითითებით. ეს განცხადება თან დაერთვის სააღრიცხვო ბარათს. თუ განაცხადი არ სრულდება რკინიგზის ან ტვირთგამგზავნის მიზეზით, მე-20 და 21-ე გრაფებში, უკმარდატვირთვის მიზეზების გარდა აღინიშნება იმ ვაგონების (კონტეინერების) რაოდენობა, რომლებიც არ დაიტვირთა შესაბამისად რკინიგზისა (მე-20 გრაფა) და ტვირთგამგზავნის მიზეზით (21-ე გრაფა). ვაგონები (კონტეინერები), რომლებიც რკინიგზამ ვერ მიაწოდა ტვირთგამგზავნის მიზეზით, აღინიშნება 21-ე გრაფაში.
4. საანგარიშგებო დღე-ღამის მანძილზე განაცხადის შესრულების შედეგებს, 22-ე და 23-ე გრაფებში ხელმოწერით ამოწმებს სადგურისა და ტვირთგამგზავნის უფლებამოსილი წარმომადგენელი