მუხლი 20 თუ განაცხადი ვერ შესრულდა დანიშნულების სადგურში ვაგონების (კონტეინერების) მიუწოდებლობის გამო, რკინიგზას, ტვირთგამგზავნის წერილობითი განაცხადის საფუძველზე, რომელიც წარდგენილია არა უგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო დატვირთვის დღეს, მასში შეაქვს შესაბამისი ცვლილება, რომელიც სადგურს გადააქვს მე-2 და მე-7-მე-19 გრაფების შემაჯამებელი სტრიქონის მრიცხველში და აღნიშნავს დატვირთვის ნორმის ცვლილებას დანიშნულების სადგურში🔗