2. ტვირთის გადაზიდვაზე მიღებული განაცხადის შესრულება აისახება გუ-1 ფორმის სააღრიცხვო ბარათში, რომლის ფორმა მოცემულია ამ წესების დანართში.
3. სააღრიცხვო ბარათი წარმოებს ტვირთის გაგზავნის სადგურში ცალ-ცალკე თითოეული ტვირთგამგზავნის მიხედვით და ყოველი დასახელების ტვირთზე. თუ ტვირთგამგზავნის თხოვნით შედგენილი იქნება სააღრიცხვო ბარათის ასლი, მაშინ მისი დედანი ინახება სადგურში, ხოლო ასლი, რომელსაც რკინიგზა გასცემს დადგენილი საფასურით – ტვირთგამგზავნთან.
4. სააღრიცხვო ბარათს ხელს აწერს ტვირთგამგზავნი და სადგურის უფლებამოსილი მუშაკი ყოველი საანგარიშგებო დღის ბოლოს ან იმ დღის დასრულებისას, რომელიც განაცხადის მიხედვით დადგენილია დატვირთვისათვის.
5. თუ ტვირთგამგზავნი უარს აცხადებს სააღრიცხვო ბარათის ხელმოწერაზე, სადგური ადგენს საერთო ფორმის აქტს.
6. გაგზავნის სადგური განაცხადის მიღებისას აფორმებს სააღრიცხვო ბარათს და მიაკუთვნებს მას განაცხადის ნომერს