2. რკინიგზის მიზეზით დაუტვირთავი ვაგონების (კონტეინერების) რაოდენობა დგინდება მე-2 და მე-4 გრაფების შედეგების სხვაობის განსაზღვრითა და ამ სხვაობიდან 21-ე გრაფით დადგენილი იმ ვაგონების (კონტეინერების) მთლიანი რაოდენობის გამოკლებით, რომლებიც არ იქნა მიწოდებული ტვირთგამგზავნის მიზეზით.
3. თუ მე-20 გრაფაში განსაზღვრულია განაცხადის შეუსრულებლობისათვის რკინიგზის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების გარემოებები, მაშინ აღნიშნული გარემოებების დადგომის შედეგად მიუწოდებელი ვაგონების (კონტეინერების) რაოდენობა ასევე გამოაკლდება მიღებულ სხვაობას