1. განაცხადის შესრულების საბოლოო შედეგი დანიშნულების სადგურში განისაზღვრება მე-7-მე-19 გრაფების შემაჯამებელი სტრიქონის მრიცხველისა და მნიშვნელის სიდიდეთა სხვაობის მიხედვით.
2. ტვირთგამგზავნის მიერ განაცხადით გათვალისწინებული ვაგონებით (კონტეინერებით) გადაზიდვის შეუსრულებლობის მოცულობა დანიშნულების სადგურში განისაზღვრება გასაგზავნად წარდგენილი ვაგონების (კონტეინერების) რაოდენობისა და დაუტვირთავი ვაგონების (კონტეინერების) რაოდენობის ჯამს შორის სხვაობის მიხედვით და აღინიშნება სააღრიცხვო ბარათის მეორე ნაწილში.
3. დატვირთვის ნორმის შეუსრულებლობის მოცულობა იმ ტვირთის მიმართ, რომლის გადაზიდვა, განაცხადის შესაბამისად, დადგენილია ვაგონობითა (კონტეინერობით) და ტონობით, დანიშნულების სადგურში იანგარიშება ამ მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული დაუტვირთავი ვაგონების (კონტეინერების) რაოდენობის გამრავლებით სტატიკური დატვირთვის სიდიდეზე.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 22
თავი III — ტვირთის გადაზიდვაზე განაცხადის შესრულების სააღრიცხვო ბარათის შედგენის წესი
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 22, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-22/