2. შედეგები ჯამდება შემდეგი წესით:
ა) სააღრიცხვო ბარათის თითოეული გრაფის მონაცემები, 1-ლი, 22-ე, და 23-ე გრაფების გარდა, ჯამდება და აღინიშნება სტრიქონში „მთლიანად”;
ბ) განაცხადის შესრულება იმ ტვირთის მიმართ, რომლის გადაზიდვა განაცხადის შესაბამისად დადგენილია ვაგონებით (კონტეინერებით) და ტონობით, განისაზღვრება მე-2 გრაფის შედეგის შედარებით მე-5 გრაფის შედეგთან და მე-3 გრაფის შედეგისა მე-6 გრაფის შედეგთან.
3. ქონებრივი პასუხისმგებლობის მონაცემები შეიტანება სააღრიცხვო ბარათის მეორე ნაწილში, თუ:
ა) განაცხადი არ სრულდება ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების ვაგონებით (კონტეინერებით), გადასაზიდათ ტვირთის წარუდგენლობისას ან ამ ვაგონების (კონტეინერების) უქონლობის გამო, რაც რკინიგზის მიზეზით არ არის გამოწვეული;
ბ) ვიწრო ლიანდის მქონე სარკინიგზო ხაზზე არ სრულდება იმ ტვირთის გადაზიდვის განაცხადი, რომლის გადაზიდვა დადგენილია მხოლოდ ვაგონებით.
4. თუ იმ ტვირთის განაცხადი, რომლის გადაზიდვა დადგენილია როგორც ვაგონებით (კონტეინერებით), ისე ტონობით, შესრულდა მხოლოდ ტონობით, განაცხადი მთლიანად შესრულებულად ჩაითვლება