1. ტვირთგამგზავნთა თხოვნით რკინიგზას უფლება აქვს:
ა) ნებადართულად გამოაცხადოს ტვირთის გადაზიდვა ერთი სადგურის ფარგლებში (შიდასასადგურო), რომელიც შეიტანება განაცხადში და გათვალისწინებულ უნდა იქნეს ტვირთის გადაზიდვის შესრულებულ მოცულობაში;
ბ) შეცვალოს განაცხადით განსაზღვრული დახურული მოძრავი შემადგენლობა ღიათი ან ერთი სახეობის ღია მოძრავი შემადგენლობა მეორეთი;
გ) შეცვალოს განაცხადით გათვალისწინებული დანიშნულების სადგური.
2. საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციოდ ან სახელმწიფო რეზერვის ბაზებიდან ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვა სრულდება წინასწარი განაცხადის გარეშე, აღნიშნული ტვირთის გადასაზიდად წარდგენის კვალობაზე.
3. პირადი (ყოფითი) საჭიროებისათვის განკუთვნილი ტვირთის გადაზიდვის განაცხადი მიიღება დადგენილი წესით.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 13
თავი II — ტვირთის გადაზიდვაზე განაცხადის მიღების წესი
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 13, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-13/