2. განაცხადის შედგენისას ტვირთგამგზავნი ავსებს მის გრაფებს შემდეგი წესით:
ა) სტრიქონში „------------ რკ./გზა” აღინიშნება იმ რკინიგზის სახელწოდება, რომლის საქმიანობის ფარგლებშიც იმყოფება ტვირთგამგზავნი და გაგზავნის სადგური;
ბ) სტრიქონში „ტვირთგამგზავნი” – აღინიშნება მისი სრული სახელწოდება, ფაქტობრივი საფოსტო მისამართი და საბანკო რეკვიზიტები;
გ) სტრიქონში „გადამხდელი” – აღინიშნება იმ ორგანიზაციის სრული სახელწოდება, ფაქტობრივი საფოსტო მისამართი და საბანკო რეკვიზიტები, რომელიც იხდის გადაზიდვის საფასურს (საქართველოს ტერიტორიაზე);
დ) სტრიქონში „პერიოდით ---------- -დან ---------ჩათვლით” – აღინიშნება დროის ინტერვალი (დატვირთვის პირველი და ბოლო დღე), რომლის განმავლობაშიც ტვირთგამგზავნი ვარაუდობს გადაზიდვის განხორციელებას;
ე) სტრიქონი „ვაგონების, კონტეინერების მიწოდება” – ივსება, თუ განაცხადის მოქმედების მთელი დროის განმავლობაში განსაზღვრულია თანაბარზომიერი დატვირთვა. ამ შემთხვევაში, აღინიშნება ვაგონების (კონტეინერების) მოწოდების წესი (ყოველდღიურად, სამუშაო დღეებში, ლუწ ან კენტ დღეებში);
ვ) გრაფაში „გაგზავნის სადგური” – ზედა ნაწილში აღინიშნება გაგზავნის სადგურის სრული სახელწოდება, ხოლო ქვედაში – ამ სადგურის კოდი. თუ ტვირთი გადაიზიდება ვიწროლიანდიანი გაგზავნის სადგურიდან ფართოლიანდიან დანიშნულების სადგურში, გაგზავნის სადგურის ნაცვლად აღინიშნება ვიწრო ლიანდიდან ფართო ლიანდზე გადამტვირთი სადგურის კოდი და სახელწოდება;
ზ) გრაფაში „ტვირთის ნომენკლატურული ჯგუფი” – ზედა ნაწილში აღინიშნება ტვირთის იმ ნომენკლატურული ჯგუფის სახელწოდება, რომელსაც განეკუთვნება ტვირთი, ქვედა ნაწილში კი, ტვირთის პოზიციის ნომერი;
თ) გრაფაში „მიმოსვლის სახეობა” – აღინიშნება ტვირთის გადაზიდვის მიმოსვლის სახეობა;
ი) გრაფაში „განყოფილების №” – აღინიშნება რკინიგზის იმ განყოფილების ნომერი, რომლის საქმიანობის ფარგლებშიც მდებარეობს გაგზავნის სადგური და ივსება რკინიგზის განყოფილების არსებობის შემთხვევაში;
კ) გრაფაში „ტვირთგამგზავნის კოდი” – აღინიშნება ტვირთგამგზავნის კოდი კლასიფიკატორის მიხედვით;
ლ) გრაფაში „გადამხდელის კოდი” – აღინიშნება რკინიგზის მიერ მინიჭებული გადამხდელის კოდი და კოდი კლასიფიკატორის მიხედვით;
მ) 1-ელ გრაფაში „ვაგონების მიწოდების თარიღი” (ივსება დღეების მიხედვით ვაგონების ართანაბარზომიეად მიწოდებისას) – აღინიშნება განაცხადის მოქმედების ვადაში ვაგონების (კონტეინერების) მიწოდების კონკრეტული თარიღი, რომლის მიხედვითაც ჯამდება შედეგები გაცხადებული ტონების რაოდენობის და ვაგონების (კონტეინერების) სახეობათა კვალობაზე;
ნ) მე-2 გრაფაში „ტვირთის კოდი და ზუსტი დასახელება” – ცალკეულ სტრიქონებზე აღინიშნება ტვირთის სატარიფო კოდი და მისი ზუსტი დასახელება, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი ნორმატიული აქტებით.; თანმიმდევრულად აღინიშნება იმ ტვირთის კოდი და სახელწოდება, რომელიც გადასაზიდად გაცხადდა ერთ დღეს. თუ ტვირთის ზუსტი დასახელება გადაიტანება განაცხადის ბლანკის მეორე მხარეზე, დანიშნულების რკინიგზის (სადგურის) სახელწოდება მეორდება. თუ ტვირთის ზუსტი სახელწოდება არ ეტევა ერთ სტრიქონზე, იგი შეიძლება გადატანილ იქნეს მე-2 გრაფის ფარგლებში მომდევნო სტრიქონებზე.
3. საზღვაო (სამდინარო) სატრანსპორტო საწარმოებთან ურთიერთობით პირდაპირი შერეული გადაზიდვისას განაცხადში დამატებით აღინიშნება:
ა) მე-3 გრაფაში „ვაგონის (კონტეინერის) კუთვნილება” – აღინიშნება ვაგონის (კონტეინერის) კუთვნილების ნიშანი: რკინიგზის ინვენტარის პარკი – „ინ”, საკუთარი პარკი – „ს”, იჯარით აღებული ინვენტარის პარკი – „იჯ”.
ბ) მე-4 გრაფაში „საკუთარი ვაგონების, კონტეინერების კოდი” – აღინიშნება იმ პირის კოდი, რომელსაც ეკუთვნის ვაგონები (კონტეინერები) და ივსება, თუ მე-3 გრაფაში ნაჩვენებია კუთვნილების ნიშანი “ს”;
გ) მე-5 გრაფაში „სადგურის, ტვირთგადაცლის, ტვირთმიმღების სახელწოდებები – რკინიგზის შემოკლებული სახელწოდება;“
დ) მე-6 გრაფაში „რკინიგზის და სადგურის, სასაზღვრო სადგურის, ტვირთგადასაცლელი პუნქტისა და დანიშნულების პუნქტის კოდი” – აღინიშნება შესაბამისი სტრიქონის მე-5 გრაფაში შევსებული მონაცემების შესაბამისად;
ე) მე-7 გრაფაში „დანიშნულების სადგურის კოდი” – აღინიშნება დანიშნულების სადგურის კოდი საექსპორტო ტვირთის გადაზიდვისას;
ვ) მე-8 გრაფაში „ტვირთმიმღები და კოდი” – კლასიფიკატორის მიხედვით აღინიშნება ის ტვირთმიმღები, რომლის მისამართითაც გადაიზიდება ტვირთი და იმ პირის კოდი, რომელსაც დადებული აქვს ხელშეკრულება გადატვირთვის პუნქტთან. კოდები აღინიშნება შესაბამისი სტრიქონის მე-5 გრაფაში შევსებული მონაცემების მიხედვით;
ზ) მე-9 გრაფაში „ტონების რაოდენობა” – აღინიშნება გადასაზიდად გაცხადებული ტვირთის მასა, ბრუტო მასის ერთ ტონამდე სიზუსტით;
თ) მე-10-12 გრაფებში „ვაგონების, კონტეინერების გვარეობა” აღინიშნება:
თ.ა) მე-10 გრაფაში „კოდი” – ვაგონის (კონტეინერის) სახეობის კოდი დარგობრივი კლასიფიკატორის შესაბამისად;
თ.ბ) მე-11 გრაფაში „დასახელება” – მე-10 გრაფაში შევსებული მონაცემების გათვალისწინებით მიეთითება ვაგონის (კონტეინერის) სახეობის შემოკლებული დასახელება დარგობრივი კლასიფიკატორის მიხედვით;
თ.გ) მე-12 გრაფაში „რაოდენობა” – ვაგონების (კონტეინერების) რაოდენობა, თითოეული დანიშნულების სადგურისა და თითოეული სახეობის მიხედვით.
4. მე-9 და მე-12 გრაფების მიხედვით ტონების, ვაგონების (კონტეინერების) კრებსითი რაოდენობა აღინიშნება ცალკე შემაჯამებელ სტრიქონში, რომელიც შეივსება დანიშნულების რკინიგზების (სადგურების) ჩამონათვალის შემდეგ.
5. სტრიქონში „მთლიანად” – აღინიშნება მე-9 და მე-12 გრაფების თითოეული სტრიქონის ვაგონის (კონტეინერის) ტონების ჯამი, ტვირთის ზუსტი დასახელებისა და დატვირთის თარიღის შემაჯამებელი სტრიქონების გაუთვალისწინებლად.
6. ცალკეული შემაჯამებელი სტრიქონებით, სახეობათა მიხედვით დაყოფით, აღინიშნება ვაგონების (კონტეინერების) ჯამი (მე-12 გრაფა).
7. თუ შევსებულია განაცხადის სტრიქონი „ვაგონების, კონტეინერების მოწოდება”, მაშინ შემაჯამებელი სტრიქონები დატვირთვის თარიღის მიხედვით არ ივსება.
8. სტრიქონში „შენიშვნა” – აღინიშნება დამატებითი ინფორმაცია, თუ ტვირთი განსაკუთრებული პირობებით გადაიზიდება.
9. სტრიქონებს „განაცხადის რეგისტრაციის თარიღი”, „განაცხადის დამტკიცების თარიღი”, „განაცხადის ნომერი” ავსებს რკინიგზის უფლებამოსილი მუშაკი