1. ეკონომიკური აგენტის მიერ სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობა, არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას სამი ათასი ლარის ოდენობით, ხოლო ფიზიკური პირის დაჯარიმებას – ათასი ლარის ოდენობით.
2. სააგენტოსათვის ინფორმაციის მიუწოდებლობად ითვლება:
ა) ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობა;
ბ) არასწორი ინფორმაციის მიწოდება;
გ) მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულად მიწოდება.
3. ინფორმაციის მიუწოდებლობად არ ითვლება სააგენტოს მიიერ განსაზღვრულ ვადაში დასაბუთებული პასუხი მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შესახებ.
4. ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, სააგენტოს მიერ ხელახლა განსაზღვრულ ვადაში ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, იურიდიულ პირს დაეკისრება ჯარიმა ხუთი ათასი ლარის ოდენობით, ხოლო ფიზიკურ პირს – სამი ათასი ლარის ოდენობით.
5. ჯარიმის დაკისრება პირს არ ათავისუფლებს სააგენტოსათვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისაგან.
6. ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, სააგენტოს უფლება აქვს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2173 მუხლით დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისგან ინფორმაციის/ დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ.
7. სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს მხრიდან სააგენტოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობის, არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, სააგენტო დასვამს მისი უფლებამოსილი პირის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს.
თავი II
შესაბამისი ბაზრის იდენტიფიცირე