1.  შესაბამისი ბაზრის გეოგრაფიული საზღვრების დადგენისას სააგენტო ითვალისწინებს:

ა) საქონლის მიწოდებისა და მოთხოვნის თავისუფალი გადაადგილების/გადატანის  შესაძლებლობას;

ბ) ტერიტორიის განსაკუთრებულობასა და თავისებურებებს (მათ შორის, ბუნებრივ-კლიმატური, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პირობების სპეციფიკურობა, მოთხოვნისა და მომხმარებელთა ქცევის თავისებურებები, საქმიანი ურთიერთობების წესებისა და ჩვევების განსაკუთრებულობა);

გ) შესაბამის გეოგრაფიულ ბაზარში შემავალ ტერიტორიებზე პროდუქტის ფასების ერთგვაროვნებას.

2. თუ ფასების ერთგვაროვნების დადგენისას გამოვლინდა, რომ გეოგრაფიულ სივრცეში საქონლის/მომსახურების ფასი 10%-ზე მეტად აღემატება კვლევის მიზნის ფარგლებში განსაზღვრული სასაქონლო ბაზრის საშუალო შეწონილ ფასს, მაშინ ასეთი გეოგრაფიული სივრცის ბაზრები არ შეიძლება ჩაითვალოს ერთგვაროვნად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ გარემოებათა მიუხედავად, თუ კვლევებით დადგინდა, რომ მომხმარებლები ერთ რეგიონში რეალიზებად პროდუქტს თვლიან იმ საქონლის/მომსახურების ჩანაცვლებად, რომელიც იყიდება მეორე რეგიონში, მაშინ ეს რეგიონები გახილულ უნდა იქნეს, როგორც მოცემული პროდუქტის ერთიანი გეოგრაფიული ბაზარი.

4. ეკონომიკის რეგულირებად სფეროებში ბუნებრივი მონოპოლიების საბაზრო პირობებში სასაქონლო/მომსახურების ბაზრის გეოგრაფიული საზღვრები დგინდება ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის (ქსელების) განლაგებისა და მყიდველების ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის /ქსელებზე მიერთების/ შესაძლებლობების გათვალისწინებით