1. პროდუქტის/მომსახურების ბაზრის გეოგრაფიული საზღვრები წარმოადგენს ტერიტორიას, რომელზეც შერჩეული ჯგუფის მყიდველები იძენენ ან აქვთ ეკონომიკური, ტექნიკური და სხვა სახის შესაძლებლობები შეიძინონ განსახილველი პროდუქტი/მომსახურება.
2. შესაბამისი ბაზრის გეოგრაფიული საზღვრების დადგენისას ეროვნული ბანკი ითვალისწინებს:
ა)პროდუქტის/მომსახურების მიწოდებისა და მოთხოვნის თავისუფალი გადაადგილების/გადატანის შესაძლებლობას;
ბ) ტერიტორიის განსაკუთრებულობასა და თავისებურებებს (მათ შორის, ბუნებრივ-კლიმატური, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პირობების სპეციფიკურობა, მოთხოვნისა და მომხმარებელთა ქცევის თავისებურებები, საქმიანი ურთიერთობების წესებისა და ჩვევების განსაკუთრებულობა);
გ) შესაბამის გეოგრაფიულ ბაზარში შემავალ ტერიტორიებზე პროდუქტის/მომსახურების ფასების ერთგვაროვნებას.
3. თუ ფასების ერთგვაროვნების დადგენისას გამოვლინდა, რომ გეოგრაფიულ სივრცეში პროდუქტის/მომსახურების ფასი 10%-ზე მეტად აღემატება კვლევის მიზნის ფარგლებში განსაზღვრული ბაზრის საშუალო შეწონილ ფასს, მაშინ ასეთი გეოგრაფიული სივრცის ბაზრები არ ჩაითვლება ერთგვაროვან ბაზრებად.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ გარემოებათა მიუხედავად, თუ კვლევებით დადგინდა, რომ შერჩეული მომხმარებლების ჯგუფის უმრავლესობა ერთ რეგიონში რეალიზებად პროდუქტს თვლიან იმ პროდუქტის/მომსახურების ჩანაცვლებად, რომელიც იყიდება მეორე რეგიონში, მაშინ ეს რეგიონები გახილულ უნდა იქნეს, როგორც მოცემული პროდუქტის/მომსახურების ერთიანი გეოგრაფიული ბაზარი.
ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასება კონკურენციასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის სამართალწარმოების მიზნებისათვ