1. ბაზრის მოცულობა წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში ბაზარზე მიწოდებული პროდუქტის/მომსახურების რეალიზაციის მოცულობას.

2. შესაბამისი ბაზრის მოცულობა იანგარიშება ამ ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების მიერ რეალიზებული პროდუქტის/მომსახურების მოცულობათა ჯამით. დაუშვებელია ერთი და იმავე პროდუქტის/მომსახურების განმეორებითი აღრიცხვა. შესაბამისი ბაზრის მოცულობა იანგარიშება თითოეული სეგმენტისთვის განცალკევებულად.

3. ეკონომიკური აგენტის (მიმწოდებლის) წილი გაიანგარიშება პროცენტებში, შესაბამისი ბაზრის მოცულობასთან შეფარდებით.

4. შესაბამისი ბაზრის მოცულობის განსაზღვრისას, შესაძლოა, გათვალისწინებულ იქნენ პოტენციური მიმწოდებლები, რომლებსაც უმნიშვნელო ძალისხმევისთ შეუძლიათ პროდუქტის ან მომსახურების მიწოდება.

5. თუ ბაზრის ანალიზი ტარდება კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის სავარაუდო ფაქტის გამო, მაშინ წილი გამოითვლება ბაზრის ფაქტობრივად ჩამოყალიბებული სტრუქტურის მიხედვით (პოტენციური მიმწოდებლის გაუთვალისწინებლად