1. ეკონომიკური აგენტის (მიმწოდებლის) წილი გაიანგარიშება პროცენტებში, შესაბამისი ბაზრის მოცულობასთან შეფარდებით.
2. შესაბამისი ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასებისას შესაძლოა, გათვალისწინებულ იქნენ პოტენციური მიმწოდებლები, რომლებსაც უმნიშვნელო ტექნიკური გადაიარაღების ან ფიზიკური კაპიტალის დამატებით შეუძლიათ საქონლის ან მომსახურების მიწოდება.
3. თუ ბაზრის ანალიზი ტარდება კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის სავარაუდო ფაქტის გამო, მაშინ წილი გამოითვლება ბაზრის ფაქტობრივად ჩამოყალიბებული სტრუქტურის მიხედვით (პოტენციური მიმწოდებლის გაუთვალისწინებლად