1. ბაზრის მოცულობა წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში ბაზარზე მიწოდებული საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მოცულობას.
2. შესაბამისი ბაზრის მოცულობა იანგარიშება ამ ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების მიერ რეალიზებული საქონლის/მომსახურების მოცულობათა ჯამით. დაუშვებელია ერთი და იმავე საქონლის/მომსახურების განმეორებითი აღრიცხვა.
3. ქვეყნის შესაბამისი სასაქონლო ბაზრის მოცულობა შესაძლებელია განისაზღვროს ქვეყანაში წარმოებული, ქვეყნიდან ექსპორტირებული და იმპორტირებული საქონლის მოცულობების გათვალისწინებით, შემდეგი მეთოდით:
Vm = Vp+Vim–Vex , სადაც
Vm – ბაზრის მოცულობაა;
Vp – შესაბამისი ბაზრის გეოგრაფიულ საზღვრებში წარმოებული საქონლის მოცულობაა, რომელიც არ მოიცავს ეკონომიკური აგენტის მარაგებს და მის მიერ წარმოებული საქონლის იმ მოცულობას, რომელიც გამოყენებულია საკუთარი წარმოებისათვის;
Vim – საქონლის იმპორტის/შეტანის მოცულობა შესაბამისი ბაზრის გეოგრაფიულ საზღვრებში;
Vex – საქონლის ექსპორტის/გატანის მოცულობა შესაბამისი სასაქონლო ბაზრიდა