1. საფინანსო ბაზრებზე კონკურენტული გარემოს შეფასება ხორციელდება კანონის 30-ე და 31-ე მუხლებით განსაზღვრული თანამშრომლობის ფორმების გათვალისწინებით.

2.  საფინანსო ბაზრის მოცულობის და ამ ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტის წილის განსაზღვრა ხორციელდება იმავე პრინციპით, რომელიც გამოიყენება არასაფინანსო  ბაზარზე.

3. საკრედიტო რესურსების ბაზარზე ბაზრის მოცულობა განისაზღვრება შესაბამის ბაზარზე მოქმედი კომერციული ბანკებისა და არასაბანკო საკრედიტო კავშირების საკრედიტო აქტივების  ჯამით, ხოლო საბანკო სფეროს მიერ გაწეული მომსახურების შეფასება დგინდება მომსახურების სახეების სპეციფიკურობის გათვალისწინებით.

4. სადაზღვევო მომსახურების ბაზრის მოცულობა განისაზღვრება შესაბამის ბაზარზე მოქმედი ყველა სადაზღვევო კომპანიის სადაზღვევო შენატანების (სადაზღვევო პრემიების)  ჯამით.

5. საკრედიტო რესურსების ბაზარზე კომერციული ბანკის წილის ოდენობა  განისაზღვრება ბანკის  აქტივების  შეფარდებით ბაზრის მოცულობასთან.

6. სადაზღვევო მომსახურების ბაზარზე სადაზღვევო კომპანიის წილის ოდენობა განისაზღვრება სადაზღვევო შენატანების (სადაზღვევო პრემიების) სიდიდის შეფარდებით ბაზრის მოცულობასთა