1. მწარმოებლის/მიმწოდებლის თვალსაზრისით, პროდუქციული საზღვრების დადგენისას ურთიერთჩანაცვლების კრიტერიუმს წარმოადგენს ერთი განსახილველი პროდუქტის წარმოებიდან მეორის წარმოებაზე გადასვლის სიმარტივის ხარისხი, რომლის შემოწმების დროსაც გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც მოქმედი, ასევე თავისუფალი საწარმოო სიმძლავრეები.
2. მწარმოებლის/მიმწოდებლის თვალსაზრისით, პროდუქტთა ურთიერთჩანაცვლებადობის კრიტერიუმები შესაძლებელია დადგინდეს დაკვირვებით, ექსპერიმენტით, დათვალიერებით, ექსპერტის დასკვნის საფუძველზე ან სხვა ისეთი წყაროების გამოყენებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და ამ მითითებებით განსაზღვრულ ბაზრის ანალიზის პრინციპებ